ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამთა რეხვიაშვილი
ჟანრი: პოეზია
17 აპრილი, 2010


ხვალამდე ბავშვი

ჭირისუფალი ლამპიონები
დაიტირებენ მინავლულ ქუჩას...
თუ კი ინათა  და, თუ მოვედი,
(ჯერ გათენებას პირი არ უჩანს.)
იქნება მითხრა:_"აღარ ხარ ბავშვი
და ისე გშვენობს ახლა აპრილიც..."
როცა ნაწნავებს გრძნობებად ჩავშლი,
დიდხანს მიყურებ სიტყვააყრილი...
დავეწაფები ხარბად იმ წამებს,
რომ სათითაოდ ჩემში დავტიო.
ახლა ჩემს სიტყვებს თუ კი იწამებ,
გათავხედება, გთხოვ, მაპატიო...
ხვალე ხომ უკვე გავთვრამეტდები,
"პატარა"-ს მეტყვის ალბათ არავინ
დიდი ხომ უფრო დუმილს ვეცდები,
ხოდა დღეს რა მაქვს დასამალავი...
თუკი ინათა და თუ მოვედი,
(ჯერ გათენებას პირი არ უჩანს.)
ჭირისუფალი ლამპიონები
ახლა ტირიან მინავლულ ქუჩას...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები