ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
19 აპრილი, 2010


რეისი ცამეტი

სადგური არმახსოვს,
რეისი ცამეტი,
ჩვენ რა ხანია ამ ხაზით ვმგზავრობთ,
გაურკვეველი მომავლისკენ,
და ასე ზანტად,
ჭუჭყიანი, დიდი ფანჯრიდან
გადიდებული თვალისგუგებით, ველოდებით
მომდევნო სადგურს.
ნამძინარევი, მთქნარებით რომ გაიზმორება
ან გაისწორებს მტვრიან საყელოს
მანამდე,
სანამ კიდევ ერთხელ შეგვანჯღრევდეს
ხმელი ვაგონი.
ვჩერდებით,
აქვე რამდენიმე წუთი რომ დავყოთ.
როცა ხეები აუჩქარებს გარეთ ნაბიჯებს,
ჩვენ კიდევ ერთხელ გავიხსენებთ მეექვსე ბაქანს,
სადაც ჩამოვსვით და დავტოვეთ ფერმკრთალი მამა,
მერე კი როცა გვირაბს გავცდით, როცა განათდა,
შენ გაიზარდე,
მე კი უფრო დავპატარავდი.
ხოლო როდესაც ჩავუარეთ კიდევ ორ ბაქანს,
ღია სარკმლიდან გაგვიფრინდა ბეღურა-დედა,
შინ დარჩა ბუდე, ორი ბარტყი,
ბედის არა და ღმერთის ამარა.
ახლა კი ჩვენი ორის კუპე ისე დიდია,
რომ სულს გვიხუთავს სიცივე სივრცის,
სწორედ ამიტომ ხშირად ვხუჭავთ გახელილ თვალებს,-
მეათე თითებსს ჩურჩულით ვითვლით,
ვმალავთ მუჭებში.
მერე გაძინებ,
შენს სუსტ სუნთქვებს უხმოდ ვაგრვოვებ ღია თვალებში
და ღამეს ვუმხელ,
რომ მე და შენ აგერ უკვე მეათე წელი
მეცამეტე რეისით ვმგზავრობთ
და რაც ცარიელ ბუდეში დავრჩით
მხოლოდ ჩვენ -დები,
მიუხედავად სიცივის,
მას მერე თითქმის აღარ ვხურავთ გაღებულ სარკმლებს,
და ველოდებით
მომავალ სადგურს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლილიტი_ ვულოცავთ დაბადების დღეს