ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთრინ
ჟანრი: პოეზია
24 აპრილი, 2010


ჩემო....

ახლა დეკემბერი უნდა დავიჩემო,
რადგან იანვარი აღარ მეჩემება....
გჯერა?-რაც არ გჯერა უნდა დაგაჯერო
გული დავამსგავსე  ბოლო გაჩერებას,

საიდანაც უკან აღარ ბრუნდებიან,
სადაც ბედი არ უღიმით მსახიობებს.
გასამრჯელოდ მხოლოდ რკინის ხუნდებია
და სასჯელის უმაღლესი სახეობა

არ მთავრდება ჯოჯოხეთის საგზურივით.
ჩემი უშობელი შვილის ყალიბი ხარ,
რომ არ შევუწუხებივარ საზრუნავით.
მაინც ისე სხვათაშორის გამირბიხარ,

გეშინია მე არ გავხდე საძებარი.
გარეთ ისევ დეკემბერის ამინდია....
ინვარის მოწილე და თანაბარი,
ახლა ტანზე ჟრუანტელი დამივლიდა,

მაგრამ ჩემი შეგრძნებები ავადარი.
ისევ დეკემბერი უნდა დავიჩემო...
მეზარება, ნამთვრალევი იანვარი,
უავადოდ და უმიზეზოდ, მაინც-ჩემო...

გრძნობის  ბოლო ბაქანიდან გამასწარი.
რადგან უკვე არაფერი აღარ ხდება,
იმეორებს ჩახვეულ ლენტს კინოკადრი..
ვიდრე დიდი განახლება დაიწყება,
ვიდრე ყინულს მზისსხივები ალოკავენ
უვადოდ და უცნაურად, მაინც, ჩემო.....
მოდი ჩემთან და თავიდან შემიყვარდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები