ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარტოხელა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
30 აპრილი, 2010


ვისია მითხარით გთხოვთ.

შორს უღრან ტყეში თოფი გავარდა,
პირქვე დაეცა მგელი ტიალი,
ზვავის წინ ისე ჩუმად დაეცა,
გულში ჩაიკრა მგლური ღრიალი.

იგი გრძნობდა, რომ სულსა ღაფავდა,
რომ ღია იყო სამარის კარი,
რომ წუთი წუთზე მისთვის დაკრავდა,
სამგლოვიარო დიდრონის ზარი.

ჭრილობებისგან სისხლი დაიძრა,
სიკვდილს ებრძოდა განაწამები,
ბოლოს გაჩერდა, ვეღარ გაინძრა,
ასე დალია სული წამებით.

ყველა სულდგმული კარგად ხვდებოდა,
რომ არ ნანობდა მისი გონება,
ის მგელი იყო, მგლურად კვდებოდა,
მგლურად გალია თავის ცხოვრება.

ამ დროს კი თბილად, ერთ ბუხრის პირას,
ძაღლს უდარდელად თექაზე სძინავს
და სულ არ ესმა ამ ოხერტიალს,
მგელი სამსხვერპლოდ თავს როგორ სწირვს.

ასეა ძმაო წუთისოფელი,
ბუნებას ყველა განურჩევია,
ვეღარ გაუგებ ამ მადლიან ღმერთს,
ვისთვის რა ბედი დაუწერია.
ზოგი ძაღლურად ცხოვრობს ამ ქვეყნად,
ზოგს მგლურად ყოფნა აურჩევია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები