ზეცის სივრცეთა მაცქერალი შენ გიხსენებდი, უდაბურ ტყეში რომ გიხილე, ჩემო ჩიტუნა... თითქოს მას ჰგავდი, ეზოში რომ ჩიტი მოფრინავს, რათა დედაჩემს მოუტანოს კარგი ამბავი და შაქარი კი გაიყოლოს ოქროს ნისკარტით... მაგრამ სხვა იყავ, უღრან ტყეთა გამღვიძებელო, შეწყნარებით რომ მიყურებდი წიფლის ტოტიდან, რაღაც მიმღერე - მომეფერე თუ დამარიგე, შვიდი გალობა ჩაათავე სიმშვიდისგვარი... რა იქნებოდა, მაგ გალობის უცხო ბგერები ამ სტრიქონების კიდეებზე მომაბნევინა, ვით გაზაფხულის ყვავილები ჩვენს ტყისპირებზე... შენთან ვაგზავნი უსათუთეს ფიქრსა და ნატვრას, რომ კიდევ ერთხელ მოვიხილო ჩვენი ქედები. ნატვრანი ჩემი შეურიე მშობლიურ ლაჟვარდს, ფიქრები ფრთებზე დაიფინე, ფრთხილად იფრინე და ეგ ტყეები მოატარე მონატრებული. მე კი ამ ლექსში მეყოლები - ჩემს გულთან ახლო, ზეცის სივრცეთა მაცქერალო, ჩემო ჩიტუნა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. ეს დიდად ვერ :) ეს დიდად ვერ :)
14. დიდი მადლობა ყველას, გაიხარეთ... დიდი მადლობა ყველას, გაიხარეთ...
13. კიდევ დავბრუნდი აქ ...
"ნატვრანი ჩემი შეურიე მშობლიურ ლაჟვარდს,"
მაგარიააა ..
გაიხარეეთ ! კიდევ დავბრუნდი აქ ...
"ნატვრანი ჩემი შეურიე მშობლიურ ლაჟვარდს,"
მაგარიააა ..
გაიხარეეთ !
12. რა იქნებოდა, მაგ გალობის უცხო ბგერები ამ სტრიქონების კიდეებზე მომაბნევინა, ვით გაზაფხულის ყვავილები ჩვენს ტყისპირებზე...
ბ-ნო გივი, მორიდებული თხოვნა მექნება: ეს ლექსები ან დაასათაურეთ, ან დანომრეთ-მაინც... როგორ ვიპოვოთ ლექსი, რომელიც მოგვწონს? :))))
რა იქნებოდა, მაგ გალობის უცხო ბგერები ამ სტრიქონების კიდეებზე მომაბნევინა, ვით გაზაფხულის ყვავილები ჩვენს ტყისპირებზე...
ბ-ნო გივი, მორიდებული თხოვნა მექნება: ეს ლექსები ან დაასათაურეთ, ან დანომრეთ-მაინც... როგორ ვიპოვოთ ლექსი, რომელიც მოგვწონს? :))))
11. კარგად წერთ თქვენ. ძალიან კარგად. 555 კარგად წერთ თქვენ. ძალიან კარგად. 555
10. მაგრად მომეწონა! მაგრად მომეწონა!
9. სხვები უფრო მომეწონა...4 სხვები უფრო მომეწონა...4
8. მაგარია ...
5 მაგარია ...
5
6. რა სილამაზე ლექსიაა!!! :) მართლაც გალობასავით :)
მომეფერე თუ დამარიგე, შვიდი გალობა ჩაათავე სიმშვიდისგვარი... რა იქნებოდა, მაგ გალობის უცხო ბგერები ამ სტრიქონების კიდეებზე მომაბნევინა, ვით გაზაფხულის ყვავილები ჩვენს ტყისპირებზე...
გაზაფხულის სურნელი და ჩიტების საამური სტვენაც კი ვიგრძენიი :) რა სილამაზე ლექსიაა!!! :) მართლაც გალობასავით :)
მომეფერე თუ დამარიგე, შვიდი გალობა ჩაათავე სიმშვიდისგვარი... რა იქნებოდა, მაგ გალობის უცხო ბგერები ამ სტრიქონების კიდეებზე მომაბნევინა, ვით გაზაფხულის ყვავილები ჩვენს ტყისპირებზე...
გაზაფხულის სურნელი და ჩიტების საამური სტვენაც კი ვიგრძენიი :)
5. მომეწონა!! :) მომეწონა!! :)
4. ჰო,თეას დავეთანხმები :) ჰო,თეას დავეთანხმები :)
3. ასე რიტმულად, მელოდიურად ჩარაკრაკდა თავიდან ბოლომდე. სათუთი და სუფთაა... ასე რიტმულად, მელოდიურად ჩარაკრაკდა თავიდან ბოლომდე. სათუთი და სუფთაა...
1. ჰეჰ. კარგია : )
დიდხანს სიცოცხლე ავტორს.... ჰეჰ. კარგია : )
დიდხანს სიცოცხლე ავტორს....
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|