 | ავტორი: გოგონა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 3 მაისი, 2010 |
მოვიდა და ლოყაზე მიჩქმიტა. უაზროდ! არ ვართ მეგობრები, არც ვთამაშობთ მეგობრობანას კარგი ნაცნობობია და მორჩა. მეგონა მომწონდა, მაგრამ მერე დავადგინე, როომ არც ასე ცუდადაა საქმე. მიჩქმიტა და გამიღიმა – რას შვები ლუშ? განსაკუთრებულად ცუდ ხასიაზე ვიყავი, გაბრაზებულმა გავუღიმე და ვუთხარი-სურათებს ვიღებ! და ვეცადე დამერბილებინა ჩემი ტონი. იმან, ვითომ სათნომ და კეთილმა, გამიცინა და უკან დაიხია. მეგობარმა გაოგნებული თვალებით შემომხედა. არ შევიმჩნიე. ძალიან ბევრ ტყუილს ვამბობ. დღეში მილიონს. ხალხს ვაკვირდები ხოლმე, თუ არ მეზარება. საერთოდ, ძალიან მიყვარს დაკვირვება, მაგრამ დაკვირვებული არ ვარ. იმ დღეს, მელიქიშვილზე აღმოვჩნდი, ფეხით. გაჭედილი იყო. ეს გაბრაზებული, ნაცრისფერებში გამოხვეული ხალხი, მტრის წინააღმდეგ დარაზმული სახით, „დიპლომატები“ შუბებივით უჭირავთ და მიისწრაფვიან უსასრულობისკენ. ერთადერთი ვიყავი რიჟა! ხუჭუჭი, ჩემი ჭორფლებით, შავი თვალებით და ხელში სახლის და მანქანის გასაღების გარდა, არაფერი მეჭირა. კოსმოსიდან კარგად გამოვჩნდებოდი. ასოციაციები თვითონ მოდის. არაფრის მოგონებას არ ვცდილობ. ვხედავ ახალ ხალხს და კომპლექტში მოყვებათ. მერე მე ამაზე მეღიმება და უზრდელად ვითვლები. ჰოდა აღარ მინდა ასოციაციები. ძალიან მიყვარს კოკა-კოლა, მაგრამ ვერ ვსვამ – სლოკინს მაწყებინებს. მიყვარს შოკოლადები, მაგრამ არ მეჭმევა-დიაბეტი მაქვს. ვგიჟდები ცხარე აჯიკაზე, მაგრამ წამშივე მაყრის. სამაგიეროდ ლიქიორიანი ცხელი წყალი არავის აუკრძალავს. არც ზღვის პროდუქტები და არც ქიშმიში, რაც მთავარია! 25 წლის არ ვარ ჯერ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ 24-ის ვარ, მაგრამ მაინც, მთავარია რომ 25-ის არ ვარ. ჩემი ყოველი დღე სხვადასხვანაირია. ბევრი მეგობარი მყავს, ნათესავი იმათზე მეტი, მაგრამ მარტო ვცხოვრობ საკურას ქუჩაზე. ჩემი სახლის კედლები სხვადასხვა ქვეყნების ღირსშესანიშნაობების ხედების სურათებით არის შევსებული, ჩემი ნაცნობი წიგნები ძირს ალაგია, მაქვს დიდი კარადა და დიდი საწოლი, რბილი ტახტი და დიდი ტელევიზორი. დეტალებს აღარ მოგიყვებით. მყავს მანქანა, რომლის მარკასაც არ ვიტყვი, წინა დღეებში მეჩვენებოდა, რომ დამყვებოდნენ და .. გეტყვით რომ ლურჯია, მაგრამ ამ ხელფასზე ჟოლოსფრად უნდა შევაღებინო. მუსიკას კი ვუსმენ, მაგრამ არ მკითხო რას, მეთვითონაც არ ვიცი. ჰო! კატა მყავს, ისიც რიჟაა და ეგრე ქვია – რიჟა. ვისკასზე მყავს გაზრდილი – რეკლამები მოგვწონდა ორივეს და.. რიჟა ძალიან უწყინარია, ბეწვიც არ ცვივა, არადა მტვერსასრუტი ვიყიდე სპეციალურად. ჩემს საქსოვ ძაფებს ეთამაშება ხოლმე. რომ ვქსოვდე, ალბათ გავბრაზდებოდი. სამაგიეროდ ჩემს ლეპტოპს არ ეკარება და ყოველთვის იცის სად უნდა მოისაქმოს. მე სულ გადარბენაზე ვარ, ყოველთვის ყველგან ვაგვიანებ, ყოველთვის მერევა ტელეფონის ნომრები, მისამართები და მეგობრების შეყვარებულების სახელები, არასოდეს მაქვს პირადობა თან და დღემდე არ ვიცი ჩემი მანქანის ნომრები. ერთადერთი, სადაც დროზე ადრე მივდიოდი, ეს პაემანი იყო ჩემს ყოფილ შეყვარებულთან. რა მიმაქროლებდა ნეტა!? არც ისე დიდი ხანია დავშორდით, მაგრამ ასე ჯობს. მაინც არ მოწონდა ჩემი წითელი მანიკური. რასაც ვაკეთებ, ჩემი საქმე არ არის. შემთხვევით აღმოვჩნდი და შევყევი.. შევყევი არ ქვია ამას, უბრალოდ არ შევეშვი. მაგრამ ამაზეც არ დაგაკარგინებთ დროს. ერთხელ ერთ კაფეში შევედი, დროის გასაყვანად. საქმიან ადამიანებს, როგორც ბავშვებს ფაფა, ლანჩი უწევდათ. კაფე არ იყო სავსე. დავჯექი, ავიღე უფასო ჟურნალი და ოფიციანტის ლოდინს შევუდექი. მალევე მოქროლდა. – სოკოს სუპი, 2 ნაჭერი შავი პური, 1 ჭიქა წყალი და ფოჩიანი კანფეტი მინდა. - ფოჩიანი კაფეტი არ გვაქვს – მეუბნება სერიოზული ტონით. - უფოჩო იყოს – და წავიდა. ჩემი მაგიდის წინ, ვიღაც ჰალსტუხიანი, კოსტუმში გამომწყვდეული მამრობითი სქესი იჯდა – ვარდისფერი პერანგი, უკვე არ მომწონს. არადა რა კარგი იქნებოდა 10 წუთიანი ფლირტი შეხვედრის დაწყებამდე. თვალს არ მაშორებს, უზნეო! ვნატრობ, რომ ჩემი შეკვეთის მოტანისას აქ აღარ იყოს – ვერ ვიტან ჭამის დროს რომ მიყურებენ. აღაც ვიცი რა ვქნა. ზრდილობიანად გავუღიმე და პასუხს დაველოდე. ის კიდევ ადგა. ადგა და წავიდა. კინაღამ გადავირიე, ტაში დავუკარი გულში – არ მაქვს ჰოლივუდის კბილები, მაგრამ თბილისისას რას ერჩის!? შეკვეთა მომიტანეს, 3 წუთში მოყვა ყვავილების თაიგული, არ იყო ცუდი. შიგნით ბარათი. “ოჰო! ამერიკულ ფილმებს უყურებს ვარდისფერპერანგიანი.” რათქმაუნდა მისი გამოგზავნილი იყო, ეგეთ რაღაცეებს ვგრძნობ. ვიცი რა ღიმილით არჩევდა თაიგულისთვის ყვავილებს, ვიცი რომ მაქვს ყავისფერი საფულე, ვიცი რომ ვიღაც ბიჭს სთხოვა ეს თაიგული აქ მოეტანა, თვითონ კი ღიმილიანი მიბრუნდა სამსახურში. ბარათში ეწერა: “ეს თაიგული ძალიან გგავს ლუშ. კარგად გამოიყურები. ვარდისფერპერანგიანი.” არც სახელი, არც გვარი, არც ინიციალები. მხოლოდ ეს. საიდან იცოდა, რომ პერანგის ფერს დავაკვირდებოდი!? დღემდე არ ვიცი ვინ არის. იქნებ ხვალ გავიგო... გამოვედი ჩემი თაიგულიანად. ტყუპისცალივით მყავდა. ჩავდევი მანქანაში, ბარათი სარკეში გავარჭე და გავაგრძელე ჩემი გადარბენა. ფეხით სიარული ძალიან მიყვარს, მაგრამ ვერ მოგატყუებთ, რომ მანქანას მირჩევნია – აქ მუსიკაა ყურსასმენების გარეშე. დღის ბოლო ყველაზე მეტად მიყვარს – ისეთი დაღლილი ვარ, ყველაფერზე ვიცინი, განურჩევლად, მშიერი ვარ და ჩემს ფანტაზიებს მაქსიმალურად ვიყენებ, რა შემიძლია გავაკეთო ამის მოსაგვარებლად; შანსი მეძლევა მეგობრების ნახვის ან სახლში მარტო დარჩენის. რაც ყველაზე მთავარია – ვიძინებ! არაუშავს, რომ დილით ადრე ვიღვიძებ. ალუბლის წვენი ყველაფერს შველის. მერე დღე თავისით ეწყობა. თავისუფალ დროს, ვარდისფერფერანგიანზე ვფიქრობდი... მომწონდა ის, რომ ახლოს არ იყო, მომწონდა რომ არ ჩანდა და მომეწონა, რომ თაიგულში არ იყო გვირილა. მერე დავფიქრდი... სიშორე თუ მომწონს, ამდენს რატომ ვფიქრობ? თუ მომწონს, რატომ არ ვცდილობ, რამე გავიგო? და აი აქ უკვე ავცდი... ავცდი პრინციპს – არ ვიფიქრო ბევრი მამრობით სქესზე. აშკარაა, ყოველ დღე ვფიქრობ. ეგრეა რა! არავინ მოიტყუოს, რომ ურთიერთობა არ უნდა. ვინც გაურბის, ის ყველაზე მალე ეჯახება. ეს, გალაქტიკაში არსებულ შეჯახებათა შორის, ყველაზე საკაიფო შეჯახებაა. მე – ადამიანი, რომელიც ვფიქრობ, რომ დიდი ვერაფერი ხეირი ამ ბიჭებისგან და არ მინდა ახლოს არავინ! ყოველ დღე მახსენდებოდა ეს ვარდისფერპერანგიანი, რომლის დღის გრაფიკი, ლაპარაკის მანერა, ჩვევები, ცუდი თვისებები. ყველაფერი წარმოდგენილი მაქვს, მე არ მიფიქრია. თვითონ მოდის ხოლმე. დილას, ისევ კიბეებზე მანტოს ჩაცმით ჩავრბოდი, გასაღები მოვიქციე თითებში და მანქანას ვერ ვხედავ. არა! ჩემსას ვერ ვხედავ. მხვდება იქ ჟოლოსფერი მანქანა, შუშაში გარჭობილი კუბის სურათიანი ღია ბარათით – “ეს ფერი უფრო მოგიხდება.” ისევ ის კალიგრაფია. ჯერ გავბრაზდი, გამბედაობამ გამაბრაზა, მერე შევშინდი. არავინ იცოდა ჩემი სურვილი. კარგი, დავმშვიდდი, ჩავჯექი მაქანაში, ღია ბარათი სარკესა და შუშას შორის გავარჭე და დავიძარი. ჩემი მეგობრები აღფრთოვანდნენ. არ მითქვამს, რომ მე არ ჩამიდენია. თვის ბოლოს, ჩემს მაქნაში ადგილი აღარ იყო, სადაც შეიძლებოდა ღია ბარათის გარჭობა, სადაც საერთოდ რამის გარჭობა შეიძლებოდა. სარკე სამჯერ ჩამომივარდა. საჩუქრები ყოველთვის ორიგინალური იყო – წითელი ლაქი, უცნაური ბრელოკები, საყვარელი მუსიკოსების დისკები, ჟურნალებიდან ამოხეული საინტერესო სტატიები, თითო ბილეთი სპექტაკლებზე, 1-2 ჯერ კინოსიც, საცურაო აუზის აბონიმენტი, ერთხელ დამხვდა ტაილანდური სამაჯური, ძაფებით გაკეთებული. ღია ბარათში ეწერა, ტაილანდურია, ბედნიერება მოაქვსო. 5 სიტყვაზე მეტი არასოდეს მოუწერია. მე კიდევ შტერივით მიხაროდა დილას გაღვიძება, მისი საჩუქრების ან მხოლოდ ღია ბარათების ნახვის იმედით. ერთხელ მეც დავუტოვე წერილი, იქნებ გამოჩნდე თქო. ვგრძნობდი რომ არ მიპასუხებდა, იმასაც ვგრძნობდი, რომ არ უნდა დამეწერა, მაგრამ მაინც დავწერე. არ მიპასუხა. “უზნეო!” ჩავილაპარაკე და მისი დატოვებული უცნაური ფერის ბლოკნოტი მანქანაში შევაგდე. ჩემს ფიქრზე თვითონ გამეცინა, “ის არის უზნეო ხომ!?” იმდენი ქნა, მარტო თავისუფალ დროს კი არა, სულ იმაზე ვფიქრობდი. რას ვფიქრობდი არ ვიცი, მაგრამ ეგრე იყო. მჯეროდა, რომ არ უყვარდა შოკოლადი, ცოტას ლაპარაკობდა, რაღაცაზე გული ქონდა ნატკენი, ჩვენი შეხვედრის დროს მე ვილაპარაკებდი, ის მომისმენდა. სურათს არ გადამაღებინებდა და პირველ შეხვედრაზე საჩუქარს არ მომიტანდა. მე მივუტან! მე ვაჩუქებ... ვერ მოვიფიქრე. არ მეხერხება საჩუქრების კეთება. საშინელი პარტნიორი ვარ. საერთოდ ძალიან მაინტერესებს, რომ გამიცნობს, მერეც ასეთი რომანტიული იქნება? მე უკვე შევეგუე წასვლებს. მაგრამ ამის წასვლა არ მინდა. გაფიქრებაზე, გულში ჟრუანტელი მივლის. ალბათ შევიცვლები. რატომ გაგაბრუეთ ჩემი ამბებით? აბა საქმე არაფერი გქონდათ. რომელი შემთხზველი მე ვარ, ისტორიები ვიგონო, ამიტომ ჩემზე მოგიყევით. დღეს ვარდისფერპერანგიანმა, ლენონის ძალიან მაგარი სურათი მაჩუქა, ლენონებიც (სათვალეები) მოაყოლა. არ მქონდა ზუსტად. მე ეხლა სამსახურში ვარ. საღამოს რას ვაპირებ არ ვიცი. კატისთვის რძის დასხმა დამავიწყდა – ჩემი სიკვდილი! 37 წლის მერე. ვფიქრობ, რომ ვარდისფერპერანგიანი ჩემი დაბადების დღისთვის გამოჩნდება, ეცოდინება როდის მაქვს, კი. ჩემი დაბადების დღე, 3 თვის მერე არის... შენ კიდევ, ჩემი ისტორიის კითხვაზე დროის მხარჯველო, მიიხედ მოიხედე, იქნებ შენც გიზის ვიღაც წინ, ან წინ არ გიზის, მაგრამ ისე არსებობს... მიდი, აჩუქე რამე, ხომ ხედავ, მუშაობს. ბოლოს მაინც ყველა გრძნობებს ეძებს. სიყვარულზე გაბრაზებულები, იმ ურჩხულს გვანან, მზეთუნახავი რომ უყვარდება და მერე ვალსის ცეკვას იწყებს მასთან ერთად, მის გამო ბეწვსაც იკრიჭავს და კოვზის ხმარებას სწავლობს. ბოლოს ისიც სხვანაირად იყურება და ჰო! შეყვარებულია. წავედი ეხლა მე. შენნაირად მოცლილი კი არ ვარ. იფიქრე კარგზე. ეგეთიც არსებობს. კეთილი სურვილებით, ლუშ.
02.05.10 05:19
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. წავედი ეხლა მე. შენნაირად მოცლილი კი არ ვარ. 05:19
სულ არა :D ზედმეტად კარგი და დადებითია :) წავედი ეხლა მე. შენნაირად მოცლილი კი არ ვარ. 05:19
სულ არა :D ზედმეტად კარგი და დადებითია :)
12. azriani loyaze chqmeta ar gamigia:D :D:D:D:D azriani loyaze chqmeta ar gamigia:D :D:D:D:D
11. მადლობა, მჭირდებოდა თქვენი სიტყვები :) დიდი ხანია, გგულშემატკივრობთ, ძალიან მომწონხართ მადლობა, მჭირდებოდა თქვენი სიტყვები :) დიდი ხანია, გგულშემატკივრობთ, ძალიან მომწონხართ
10. es wanakitxi maqqvs,ratomgac ar damikomentarebia. ho, me fortoxlisferi perangi minda...:) kargia, momecona es wanakitxi maqqvs,ratomgac ar damikomentarebia. ho, me fortoxlisferi perangi minda...:) kargia, momecona
9. იმაზე უფრო საინტერესო ხარ, ვიდრე ამასთან შეგუება კაცებს ძალუძთ:) თუმცა ეგეთიც ხომ არსებობს:) მხოლოდ შენ რომ გხედავს და შენით არსებობს... ;;) იმაზე უფრო საინტერესო ხარ, ვიდრე ამასთან შეგუება კაცებს ძალუძთ:) თუმცა ეგეთიც ხომ არსებობს:) მხოლოდ შენ რომ გხედავს და შენით არსებობს... ;;)
8. რომ მოიცლი კიდევ დაწერე რა რამე ამისებური. მძიმე და ცივი დღე გამითბა :-* ვარდისფერპერანგიანები რომ სტრანნი ხალხი იყვნენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი
მოწიწებით, მარად ბრედის ანჯელინა ჯოლი/პიტი რომ მოიცლი კიდევ დაწერე რა რამე ამისებური. მძიმე და ცივი დღე გამითბა :-* ვარდისფერპერანგიანები რომ სტრანნი ხალხი იყვნენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი
მოწიწებით, მარად ბრედის ანჯელინა ჯოლი/პიტი
7. ..
მაგარი სათაური აქვს.. შემომითრია.. პროზის კითხვის ნერვები რომ მქონდეს.. მონიტორზე.. წავიკითხავდი უეჭველი.. ..
მაგარი სათაური აქვს.. შემომითრია.. პროზის კითხვის ნერვები რომ მქონდეს.. მონიტორზე.. წავიკითხავდი უეჭველი..
6. მიყვარს ეს გოგო(ნა) :-* :-*
კარგი ხარ,როგორც ყოველთვის :-* მიყვარს ეს გოგო(ნა) :-* :-*
კარგი ხარ,როგორც ყოველთვის :-*
5. მოწონება ჩემგან! ცუდია არ ფასდება! მოწონება ჩემგან! ცუდია არ ფასდება!
4. ჰმ, მომეწონა მე ეს ძალიან...
არ ვართ მეგობრები, არც ვთამაშობთ მეგობრობანას კარგი ნაცნობობია და მორჩა. მეგონა მომწონდა, მაგრამ მერე დავადგინე, როომ არც ასე ცუდადაა საქმე. ჰო. ვერ ვიტან ჭამის დროს რომ მიყურებენ. აღაც ვიცი რა ვქნა. ჰო. მე უკვე შევეგუე წასვლებს. მაგრამ ამის წასვლა არ მინდა. გაფიქრებაზე, გულში ჟრუანტელი მივლის. ალბათ შევიცვლები. ჰო. ბოლოს მაინც ყველა გრძნობებს ეძებს. ჰო. იფიქრე კარგზე. ეგეთიც არსებობს. ...და კიდევ ჰო. ჰმ, მომეწონა მე ეს ძალიან...
არ ვართ მეგობრები, არც ვთამაშობთ მეგობრობანას კარგი ნაცნობობია და მორჩა. მეგონა მომწონდა, მაგრამ მერე დავადგინე, როომ არც ასე ცუდადაა საქმე. ჰო. ვერ ვიტან ჭამის დროს რომ მიყურებენ. აღაც ვიცი რა ვქნა. ჰო. მე უკვე შევეგუე წასვლებს. მაგრამ ამის წასვლა არ მინდა. გაფიქრებაზე, გულში ჟრუანტელი მივლის. ალბათ შევიცვლები. ჰო. ბოლოს მაინც ყველა გრძნობებს ეძებს. ჰო. იფიქრე კარგზე. ეგეთიც არსებობს. ...და კიდევ ჰო.
3. 25 წლის არ ვარ ჯერ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ 24-ის ვარ, მაგრამ მაინც, მთავარია რომ 25-ის არ ვარ.
არ მაქვს ჰოლივუდის კბილები, მაგრამ თბილისისას რას ერჩის!?
სადაც საერთოდ რამის გარჭობა შეიძლებოდა მაგარია :)) დაე ვიყო მოცლილი და უსაქმური,ოღონდ შენ აქ ასეთი კარგი რაღაცეები დაგვახვედრე ხოლმე. სულ :) :) ..ღირდა ვაჟა-ფშაველას "სტუმარ-მასპინძელისთვის" განკუთვნილ დროში ამის წაკითხვა :D 25 წლის არ ვარ ჯერ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ 24-ის ვარ, მაგრამ მაინც, მთავარია რომ 25-ის არ ვარ.
არ მაქვს ჰოლივუდის კბილები, მაგრამ თბილისისას რას ერჩის!?
სადაც საერთოდ რამის გარჭობა შეიძლებოდა მაგარია :)) დაე ვიყო მოცლილი და უსაქმური,ოღონდ შენ აქ ასეთი კარგი რაღაცეები დაგვახვედრე ხოლმე. სულ :) :) ..ღირდა ვაჟა-ფშაველას "სტუმარ-მასპინძელისთვის" განკუთვნილ დროში ამის წაკითხვა :D
2. ისე ცუდად ვიყავი, არ მეგონა რამე თუ გამაცინებდა, არადა ვიცინე. თან ძალიან ბევრი... ისე ცუდად ვიყავი, არ მეგონა რამე თუ გამაცინებდა, არადა ვიცინე. თან ძალიან ბევრი...
1. ამისთვის შემოვედი ეხლა მეეე. გადასარევი განწყობა შემიქმნა ამ ნაწერმა (ყურებამდე გაკრეჭილი ღიმილაკი)
აუცილებლად ვიფიქრებ კარგზე, ან რატომ არ უნდა ვიფიქრო, ერთ კვირაში ფეხმოტეხილი აღარ ვიქნები, მიხარიაააა, ხოდა ვიფიქრებ კარგზე. :D
ვბოდავ, გამაძევეთ :D ამისთვის შემოვედი ეხლა მეეე. გადასარევი განწყობა შემიქმნა ამ ნაწერმა (ყურებამდე გაკრეჭილი ღიმილაკი)
აუცილებლად ვიფიქრებ კარგზე, ან რატომ არ უნდა ვიფიქრო, ერთ კვირაში ფეხმოტეხილი აღარ ვიქნები, მიხარიაააა, ხოდა ვიფიქრებ კარგზე. :D
ვბოდავ, გამაძევეთ :D
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|