ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი გოგოლიშვილი
ჟანრი: პოეზია
17 მაისი, 2010


  ჩამოტვირთვა

წვიმის ფრაგმენტებიდან

ლავანდა, წვიმდა სველი ლავანდა,
წურავდა ფოთლებს, წურავდა კადრებს,
ხოლო სამხრეთით ცისფერ ტაძართან,
ცისფერ გალობას უსტვენდა პადრე.

ღია მარტიდან ისმოდა ღია
სარკმლების შიგნით მოკლული შფოთის
კვნესა და როცა გიკრეფდი იებს,
ცალი ნეკნიდან ცალ მხრამდე ვთრთოდი,
.
იმედოვნებით სხვადასხვა აზრთა,
რომ ან კის ანდა მეტყოდი არას
და შენთან ლურჯი იების გარდა
სახელოებით მომქონდა ქარი.
.
ფერებშიც მეტად გიყვარდა ლურჯი
ოცნებები კი - კი-დემდე კიდით,
მივსებდი ვნების ცარიელს ხურჯინს
და ისევ კოცნის გარეშე ცლიდი.
.
ხოლო კბილები მითხზავდა იმედს,
როცა ბაგიდან ჟონავდი ღიმილს...
მოჰგავდა მთვარე ფიქრების მღვიმეს,
მე ბინადარი ვიყავი მღვიმის.
.
ლავანდა, წვიმდა, სველი ლავანდა,
დამქონდა დიდხანს იმ გრძნობის ლოდი,
ყველაფერი კი ისე დამთავრდა,
რომ ვერც კი მივხვდი დამთავრდა როდის.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები