ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოლეე
ჟანრი: პოეზია
27 მაისი, 2010


ჯინსების თაობის სატკივარი

ავად გვახსენდება ჟამი უწინდელი,
სწორედ ამიტომაც არ გვსურს გახსენება,
ისე გაგვიფრინდა ხელთგან სატანები,
სულმა ვერ მოასწრო მგლურად გამგელება.

სისხლის აბაზანებს იღებდნენ ცხელ ცხელს
ხალხის გულებით ზურგსაც ისაპნავდნენ
ასე გასაპნული ჩვენს ძვლებზე თქარუნობდნენ,
მერე იმ ძვლებით ეშმაკს იქარგავდნენ.

მშობელს შვილს უკლავდნენ მართლაც უმიზეზოდ,
მიზანი ჰქონდათ ბნელი, ისეც უკუნეთში,
მღვდელი გაეყვანათ ხალხში უწვერებოდ,
იმას სამშობლოსთვის გული ეწვის მკერდში.

ქართველ დედისათვის ტანჯვა მოეგონათ
ყველა სატანჯველზე ბევრჯერ უარესი
შვილის მოსაკლავად ფულს ახდევინებდნენ
და გულს უგმირავდნენ ვით ქუსლს აქილევსის.

ჩემს სამშობლოში ყოფა ძნელდებოდა,
კვიცი ქართულ გვარზე ლაღად ვეღარ ხტოდა
სამჯერ ათი ვერცხლი ვერ ვიკმარეთ და
სამი მანეთი ვისღა ეყოფოდა?

გაფრინდა წლები, როგორც ნიავი
თან გაიყოლა ბნელი ანარქია
ღმერთო დასწყევლე ის დრო და ჟამი
სამი მანეთი რომ ღირდა ტყვია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები