ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალიყური
ჟანრი: პოეზია
24 მაისი, 2010


როცა შენ ამას წაიკითხავ

      {რას გეტყვით იცით, ყველამ თქვენ ქეციან თავებს მიხედეთ!
      ნუ აჭერთ დაცემულს ფეხს, ის ხომ მკვდარია უკვე.......}


  შერეკილები გადაშენდნენ საუბედუროდ,
კვალიც არ დარჩათ გასათელად სასიამოვნო.
სამაგიეროდ გაჯეჯილდნენ გენიოსები,
მოსე მწერალის ეპოქაა დამდგარი თითქოს.
კაცობრიობამ დაუნიზმის რეკორდი მოხსნა,
მკერდზე მედალიც დაიკიდა, ოქროს წყალით გადალუმპული.
ათი მცნებაც რომ უკუღმა გადაუკითხავთ
მგელი ცხვარია,  ცხვარი კიდე განტევების ვაცი ყოფილა,
მგელი ცხვარია, ცხვარი ვაცია,
აი ლოგიკა, ლუციფერის სიბრძნისეული,
ნეტა ოდესმე თუ დაუვლის წრეს დედამიწა, ალოგიკურად,
როგორც ცხოვრება შერეკილი გენიოსების!?















კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები