ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათი ჯანაშია
ჟანრი: საბავშვო
26 მაისი, 2010


დათუნია - სკოლის მოსწავლე

-ისევ თაფლით დაგისვრია
  რვეულები!
-რა ვქნა? დათვებს თაფლი გვიყვარს 
  ძლიერ!
-გაკვეთილზე მუდამ რატომ
  იგვიანებ ?
-მაპატიეთ, დილით ძილს ვერ
  ვძლიე!
  . . .
  საყვედურებს ვერ აუდის
  დათუნია,
  ექცევიან მუდამ ასე
  მკაცრად,
  თაფლის, ძილის სიყვარული
  დათვურია,
  ამ პატარა დათუნიამ
  რა ქნას?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს