ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გივი ჩიღვინაძე
ჟანრი: პოეზია
28 მაისი, 2010


სხივები გზაზე


სიყმაწვილის დღეებიდან
ამ სურათსაც ვარჩევ სხვებში:
ჭორვილაში ვიქეიფეთ,
ვბრუნდებოდით საჩხერეში.
გადახრილი მზე ბრწყინავდა,
სამაისო იდგა დარი,
ორ გოგონას სოფლის გზაზე
დაბნეოდა თეთრი ბალი.
დაბნეოდა, დაერცხვინათ,
თან რა ლაღებს და რა კარგებს,
დახმარება შევთავაზეთ,
მაგრამ სტუმრებს არ გვაკადრეს.
ახლაც გულზე მაწევს ნაზად,
დახრილ თვალთა მშვიდი ეშხი,
გოგონების სახის დარად
ჩანდა ბალი მზის სხივებში.
ნელ ნიავში ირხეოდნენ
მათი ანცი დალალები,
გავუღიმეთ, გაგვიღიმეს,
დავეთხოვეთ დანანებით.
ემატება ამ დღეს ფერი
იმ სხივების მოგონებით,
რა კრიალა ზეცა იყო,
რა მზისთვალა გოგონები!
მოშრიალე ხის ჩრდილები
გზაზე ხშირად გვაჩერებდნენ,
მზის სხივებიც გვიღიმოდნენ
ჭორვილიდან საჩხერემდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები