ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლაან
ჟანრი: პოეზია
4 ივნისი, 2010


მე და....

ჩამომილამაზდა საფიქრალი
გათენებასავით ჩვეული და
სიზმრები ლექსებზე გავიმშრალე
ჩემი ნაცრისფერი რვეულიდან
რომ ამომიფრინდნენ.. არ ვაპირებ
დაღლას თენებებით.. არ მჩვევია..
ყველას ყველაფერი ვაპატიე..
თუმცა, სულ მთავარი დამრჩენია
საპატიებელი _ მზეა შორი..
მინდა სულ მათბობდეს.. მე მშვენოდეს..
ვეცადე, ცოდვები მოვიშორე,
მზეს _მთვარე,
დღეს _ ღამე ვერ შევუნდე..
დეე,
    მოდი მზე არსად არ გავუშვათ,
გავიცხრათვალოთ და შევაშველოთ
ხელები _ სამყაროს დამტევები..
(სამყარო _ ხელები დედა-შვილის..)
მინდა ცისშვილების აურზაურს
მიღმა საზღვრებიდან გადავხედო..
ვინმეს უმიზეზოდ გავუგზავნო
ძველი ლექსები და არ დავხიო..
ნათქვამს სამი თვალით არ ვუყურო,
სიტყვა მელალოს და მეგიშეროს..
ტრფიალება მკლავდეს საუკუნო,
მეშველებოდნენ და ვერ მიშველონ..
ახლა ჩემში სხვისი ჩემსას გასცდა,
ვიტან საჩემოებს ჩემგან მიღმა..
ასე..
მე მე ვარ და კიდევ სხვაც და
მძულს, რომ მე
                  მე ვარ და
                            კიდევ ვიღაც..
                       


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები