ურაკპარაკელმა ლექსმა შემთხვევით მხარი გაკრა ლიტ.ჯე-ელ ლექსს და მათ შორის შემდეგ საუბარი გაიმართა:
- ბიჭო თვალებში ვერ იყურები? ნელა გაიარე რააააა.
- შენ ბიჭო რითმაში ხომ არ გეშლება? წესიერად მელაპარაკე თორე რომ დაგარტყამ გაგაფრენ თავფურცელზე.
- ვერლიბრი ვერ მომჭამო რა შენ სტრიქონებით გასუქებულო, იმდენს გირტყამ, იმდენს გირტყამ რომ ავტორმა ვეღარ გიცნოს მართლა.
- ვინ დაგწერა შენ უზრდელო მითხარი ერთი, ეგ სიტყვები თუ არ აგახსნევინო ნახე, თუ მაგარი ხარ შენით მებლატავე, ტრიოლეტებს რომ მიხსენებ აქ.
- ბიჭო შენ ვაფშე ბალადას იცნობ?
- რომელ ბალადას უფროსს?
- არა, მარცხენას.
- კი ვიცნობ, ახლა გამოვიდა ეგ გავლენიდან, კაი ხანი იჯდა... და რა მერე?
- რა კი არა ეგ ჩემი გაზრდილია ძმაო, სულ პატარა კუპლეტი რომ იყო და შიშველი დარბოდა, მას შემდეგ ვიცნობ.
- სულ არ მაინტერესებს მე ეგ ბალადა ჩემსას გიხსნი და შენც ამიხსენი რა პონტში დამეჯახე? თუ ვერ ამიხსნი პოემასთან ვიბაზროთ.
- მე პოემაც მაგარი მკიდია და შედევრიც, ლექსი ვიცი ლექსი, ურითმო და ყველა ზიზილპიპილოების გარეშე, ბარეორივით კიდევ რიტმში არ ვზივარ და გამოთქმით არ ვაკითხებ თავს არავის, უბრალო კაცი ვარ, ჩემთვის ვშრომობ რაღაცას და შენნაირები მაგრად არ მევასება.
- ვისაც პოემა არ ევასება მე მისი სათაური...........
- ვახ ჩემი, ეს რა მითხრა, შენ თუ ადნაკლასნიკებში ერთიანები არ დაგიწერო და მერე არ დაგბლოკო მე ვიყო - ვარდს გაეფურჩქნა კოკორი.
- ასი წელი მაგით ვერ შემაშინო შე საბავშვო ლექსო, სადაც შემხვდები იქ დაგადებ ცენზურას, მერე მეტაფორებს დაგახევ და გაგაპაროდიებ.
- თავი არ გადამათარგმნიო ბიჭო, ერთ კითხვაზე მიპასუხე აბა, გეკითხებიან კაი ლექსობა გინდა თუ ტორტიო, რომელს აირჩევ?
...............
- იასნა ტორტს, კაი ლექსი ისედაც ვარ.
- მაშინ რატომ დაფიქრდი?
- არ დავფიქრებულვარ მარცვალი გადამცა და დავახველე.
ვახ ჩემი, ეს რა მითხრა, შენ თუ ადნაკლასნიკებში ერთიანები არ დაგიწერო და მერე არ დაგბლოკო მე ვიყო - ვარდს გაეფურჩქნა კოკორი. <<<<ვაიმეეე რა მაგარიაააააააააააააა:D:D:D:D:D
გენიალურიიი, აუუ წავიღე ეს ჩემთან რა მართლა უმაგრესიააა :D :)

მე არ ვიცი ამ ნიკის უკან ვინ დგას, მაგრამ მისი ნაწერებიდან აშკარად ჩანს, რომ ავტორი უაღრესად ნიჭიერი და პროფესიონალია. ჩემი მხრიდან ერთი უწყინარი შენიშვნა, უფრო სწორედ, შენიშვნა კი არა, რჩევა მაქვს, დიდსა და მასშტაბურ თემას მოახმარე უფლის მიერ ბოძებული ნიჭი და ნუ ფლანგავ. კეთილი სურვილებით-სანდრო ბერიძე.

=)) ვახ ჩემი, ეს რა მითხრა, შენ თუ ადნაკლასნიკებში ერთიანები არ დაგიწერო და მერე არ დაგბლოკო მე ვიყო - ვარდს გაეფურჩქნა კოკორი. იქნებ "ოდნოები" შეგეცვალა რაიმე ლიტერატურული ტერმინით? უკეთესი იქნებოდა ვგონებ :) და "სუსტი ლექსია" ეს ტერმინიც ჩასვი სადმე :)) შე სუსტო ლექსო =))