ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიჭვი
ჟანრი: პოეზია
11 ივნისი, 2010


ერთი წელი

იანვარს თოვლით იბურვის, ჭალები არემარეო
თებერვალს წყალი ჩადგება, და გამოჩნდება  მთვარეო
მარტი გიჟია ხან თოვლი, ხან წვიმა, ხან მზე, ხან ქარი,
აპრილში გაიღვიძებენ, მწვანე ველები, მთაბარი
მაისში წითლად ღუღუნებს, თეთრი, წითელი ვარდები,
მაისში თუ არ მიყვარდი, ივნისში შემიყვარდები.
ივლისში ცხება ძალიან, ვიწვებით მთელი გონებით,
ივლისში თუ ვერ გაკოცე, აგვისტოს გეამბორები.
სექტემბერს ყველა სკოლაში,რეკენ წკრიალით ზარები
ოქტომბერს ღვინო იწურვის, და იკვლებიან ხარები.
ნოემბერს გიორგობაა, ხალხით ივსება ქუჩები,
დეკემბერს შენთან მოვდივარ, რომ ჩაგიკოცნო ტუჩები...

P.S.  პახმელიაზე წავა მგონი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები