გღალატობ.. ყველა გამვლელთან, ყველა ღიმილთან, ყველა მზერასთან.. გღალატობ.. სულით, სხეულით.. ცნობიერით თუ ქვეცნობიერით.. და მხოლოდ იმიტომ რომ ერთადერთად გაქციო!
დიდი ხანია დრო დავკარგე. მაცდური თვალებიდან ვნება გამოვირეცხე და მოფერებას ვსესხულობ. მე – დარდჩაწნული არსებით დავეძებ ღალატს, რათა უკვდავგყო. ხო, ვწვები ყველა მამაკაცთან, – წარსულიდან ვიპარავ ჩვენი ურთიერთობის ნეტარ წუთებს და სხვებს ვანიჭებ მათ. მე არასოდეს დავწვები შენთან, არ მოგცემ ნებას შემოიჭრა ჩემში, რადგან.. მიყვარხარ.
ეს იყო.
– შენ გამიჩინე მამაკაცებისადმი ზიზღი. განვაცხადე მტკიცედ. თითქოს ამ აღმოჩენით აღშფოთებული ვიყავი. ჩაეცინა სადღაც, ტუჩის კუთხეში. – რატომ? მერე საქმიანად მოვიკალათე ბუდას პოზაში და ხელებით დავიწყე ახსნა, გაფაციცებით. – შენთან სიახლოვის დროს ყველა კაცი მეზიზღება, როგორც კი ოდნავ მაინც დავუშვებ ხოლმე აზრს, რომ სხვამაც შეიძლება მომეფეროს. მათი ვნებიანი მზერაც კი მთრგუნავს.. რა მიქენი ეს? შენს გამო მამაკაცები მეზიზღება.. დავასრულე ნახევრად ხუმრობით და ხელები კისერზე შემოვხვიე, როგორც პატარა ბავშვებმა იციან ხოლმე. – ჩვენ ხომ ჯერ არც კი ვწოლილვართ ერთმანეთთან? სიცილის ვეღარ იკავებდა, ართობდა ჩემს თამაშში ჩაბმა. – და მაინც.. ნუთუ ვერ გრძნობ რომ ერთნი ვართ? მერე გაგუდვამდე მკოცნა.. იმდენი ხანი მეფერა, სანამ მართლა არ გამიჩინა მამაკაცებისადმი ზიზღი.
მე მიყვარს ცეკვა. დაუცლელ ენერგიას ვდებ მასში, ყველაზე ნამდვილს, ყველაზე ცეცხლოვანს.. დარბაზში მქრქალი შუქი როკავდა მუსიკის ფონზე. სისხლისფერი კაბა.. ნაქსოვი ბოლერო და მხრებზე გადაგდებული უდარდელობა. ჭიქას ჭიქაზე ვცლიდი და ვცდილობდი მეფიქრა ისევ არაფერზე. მერე იმდენი ვიფიქრე რომ მივხვდი ამ არაფრად გაქციე.. ვიღაც ურცხვად მელამუნებოდა სხეულზე და კოცნებით მიდაღავდა ხელისგულებს. მომუჭული მქონდა ხელები, ამ მსურდა სიცოცხლის ხაზს შეხებოდა უცხო მამაკაცი, რომლის არაპროპორციული ღიმილი ნერვებს მიშლიდა. ვერაფრით ვიჯერებდი რომ ქვეყნად მხოლოდ შენთვის გავჩნდი და ეს იმაზე მეტად მიშლიდა ნერვებს ვიდრე მისი ღიმილი. ბევრთან ვიცეკვე. უფრო ზუსტად კი მე ვცეკვავდი და ჩემს ირგვლივ ფონი იცვლებოდა. დილისკენ მოვწყდი ერთიანად.. ქანცგაწყვეტილი, არეული ნაბიჯებით მივუახლოვდი კარს. ვიგრძენი როგორ შემაჩერა ვიღაცის ძლიერმა ხელმა. მომატრიალა და თვალებში ჩამაცქერდა ჯიქურ. მას პროპორციული ღიმილი ჰქონდა და ამღვრეული მზერა. “მგონი მთვრალია”, გავიფიქრე და ხმამაღლა გამეცინა, რადგან თავად სასმელს უკვე ტვინში ვგრძნობდი. – შიშველი მინდა გნახო. მის სიტყვებზე კიდევ უფრო ხმამაღლა გავიცინე და მაცდურად ავათვალიერ–ჩავათვალიერე. – გინდა შენი მუზა ვიყო? ღიმილმა ტუჩი გამიპო და დავაყოლე უცებ. – ლექსებს თუ დამიწერ, შენი ვიქნები, ამ ღამით მაინც. საიდან მოვიტანე ეს სისულელე? მუზის ამპლუა არასოდეს მეპიტნავებოდა, რადგან ქიმერული მისწრაფებები არ მქონია, არც დიდად უნიჭო სიტყვების რახა–რუხი მხიბლავდა. ამ კაცს კი ზუსტად ისეთი თვალები ჰქონდა უნიჭო პოეტებს რომ აქვთ ხოლმე, რომლებიც უსუსური რითმებით აწყობენ ლექსის მსგავს უფორმობას. ეჭვი შემეპარა რომ საერთოდ რამის დაწერას შესძლებდა.. – იყოს ასე. დამეთანხმა უცებვე. ხელკავი გამომდო და შავი ჯიპისკენ წამიძღვა. არასოდეს ვყოფილვარ ასეთი გათიშული. იმდენად სწრაფად მიქროდა მანქანა, რომ თავბრუ დამახვია ფანჯარაში ყურებამ. თვალები დავხუჭე და შენი ძებნა დავიწყე გონებაში. ვერსად მიგაკვლიე. წუთით ისიც კი ვიფიქრე რომ დაგივიწყე, მაგრამ პროპორციულღიმილიანი კაცის შეხებამ ისეთი ზიზღი მომგვარა, რომ მივხვდი, შენ არსად წასულხარ, ისევ ჩემში იყავი.. არ მახსოვს როგორ ავედით მის სახლში, არც ის მახსოვს როგორ მხდიდა, როგორ მკოცნიდა.. არა, მახსოვს, იმდენად ზედმიწევნით მახსოვს, რომ ვფიქრობ ეს ყველაფერი თავად მოვიგონე. ლექსის ფასად გიღალატე, დიდ პოეტს..
დილით ლოგინში მომიტანა ყავა და დიდ ხანს მბურღა კითხვებით. ვერ დაიჯერა, რომ ქალიშვილი გოგო უცხო კაცთან დავწექი. თავი მისკდებოდა, მაგრამ ამის მიუხედავად ისევ ხმამაღლა გამეცინა. გამახალისა მისმა სერიოზულმა მიდგომამ ამ საკითხის მიმართ და მეც სერიოზული სახე მივიღე, მეტიც! სტატისტიკა მოვიშველიე. – ქალების 10% როცა კარგავს ქალიშვილობას, ზედმიწევნით იცის როგორ გამოიყენებს შემდეგ ამ ფაქტს, ხოლო დანარჩენი 90 % კი გრძნობის ფონზე აკეთებს ამას. უნდოდ მომჩერებოდა, ვერ გაიგო რეები მოვუბოდე. მე კი კომპეტენტურად დავაყოლე. – მე არ ვარსებობ, ამიტომაც არ შევდივარ არცერთ სიაში. ამ სიტყვებზე სახე ღიმილმა გაუნათა. და მიუხედავად იმისა რომ მას პროპორციული ღიმილი ჰქონდა, მაინც შემაჟრჟოლა.
– მე შენ ყველა მამაკაცთან უნდა გიღალატო! ტელეფონი ძლიერ ჩამებღუჯა და მტკიცე ხმით ვესაუბრებოდი. ყურმილში სიჩუმე ჩამოწვა. გაოგნებამდე მიმყავდა ზოგჯერ.. ისევ მე გავაგრძელე. – მე არასოდეს დავწვები შენთან, გესმის? არასოდეს! კიდევ მინდოდა რაღაც მეთქვა, მაგრამ ყელში ცრემლები გამეჩხირა, ვერაფრით მოვახერხე ამოსუნთქვა. ტელეფონი გავთიშე.. მას მერე არასოდეს მისაუბრია მასთან. იმაზე მეტი დრო გავიდა, ვიდრე მეგონა, შეიძლება ითქვას მთელი საუკუნე. უცებ მივხვდი რა კარგია მოკვდავობა.. ტელეფონი საერთოდ გავთიშე და ემბრიონის პოზაში გათენებამდე ვიწექი იატაკზე.
სხეულზე მეტყობა ნაიარევები, დილამდე ვერაფრით დამეძინა და დაკვირვებით ვათვალიერებდი ჩემი სხეულის ყოველ ნაწილს. ის ფსიქიკურად არამდგრადია, მე კი ყველაზე ცოცხალი გვამი ვარ. საწოლის მეორე მხარე თითქოს არ არსებობდა. გახედვის არანაირი სურვილი არ გამჩენია. გუშინდელი ღამის კადრებიც მყოფნიდა გუნების ასამღვრევად. ზიზღი მქონდა ყელში გაჩხერილი და ვერაფრით გადამეყლაპა. სუნთქვას მიშლიდა.. არასოდეს მიფიქრია რომ ოდესმე გავიღვიძებდი სხეულის გვერდით, რომელსაც სახელსაც კი ვერ ვუწოდებდი. ბოლო ხანებია საერთოდ ვცდილობ არაფერზე ვიფიქრო. რამდენად გამომდის ეს ცალკე ამბავია. არასოდეს მიმიმართავს მისთვის სახელით, საერთოდ ვცდილობ ნაკლები ველაპარაკო. ის იჩემებს, რომ მისი ქალი ვარ, მაგრამ მე არცერთ შემთხვევას არ ვუშვებ ხელიდან, რომ არ ვუღალატო. ის მცემს, ამას კი იმით ხსნის, რომ ბოზებს ასე უნდა მოექცე. ასეთ დროს ტვინში სისხლი მასხამს და ბოლო ხმაზე ვუყვირი, თუკი ბოზი ვარ, რისთვის არ მიმატოვებ და რატომ ცხოვრობ ისევ ჩემთან–მეთქი. მერე კი ისევ თავიდან იწყება ყველაფერი.. ფეხებზე შემომეხვევა ხოლმე და მუდარით მეხვეწება ახალი ცხოვრების დაწყებას. მე მეზიზღება ის და უფრო მეტად ჩემი თავი, რადგან მასთან ვიზიარებ ჩემს ცხოვრებას უნებურად. თავი გავიქნიე ინსტინქტურად, მოგონებების მოშორების მიზნით. ზეწარი შემოვიხვიე და აივანზე გავედი. საღამოს სუსხნარევი სიო უბერავდა, შემოდგომა იკრებდა ძალებს. ეძინა ყველაფერს გარშემო, ან სულაც მკვდარი იყო ყოველი.. ოთახის სიღრმიდან ხმაური შემომესმა, გახედვა არც მიფიქრია. ჩადრიანი მზე ცის კუთხეში აწურულიყო და ფრთხილად თრთოდა. ქუჩებში უკაცრიელი სიცივე დაბორიალობდა და შიშველ ხეებს ეზრდებოდა ფესვებში. კანკალებდნენ ტოტებზე ეულად მიბუზული ბეღურები.
არცერთ მამაკაცთან არ ვწოლილვარ გრძნობით და არცერთთან მიგრძვნია მთლიანობა. მე ხომ ისედაც მთელი ვიყავი შენით.. მეზიზღებიან მამაკაცები, რადგან შენ არსებობ..
ეს მართლა იყო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ეს წეღან ვნახე.
რთული და ერთმანეტში გადაწნული დაუსრულებელი ფსიქოლოგიური და ემოციური''თამაშები''
ვიცი ეს''თამაში''
ანგრევს ყველაფერს,გფიტავს ბოლომდე...
და ამაშია მისი მომხიბვლელობა.
თამაშია და არც თამაშია.. შენს მიერ შექმნილი რეალობაა,რომელშიც ყველაზე დიდი საზღაური უნდა გადაიხადო-ყველაფერი...
მომწონს აქ. ეს წეღან ვნახე.
რთული და ერთმანეტში გადაწნული დაუსრულებელი ფსიქოლოგიური და ემოციური``თამაშები``
ვიცი ეს``თამაში``
ანგრევს ყველაფერს,გფიტავს ბოლომდე...
და ამაშია მისი მომხიბვლელობა.
თამაშია და არც თამაშია.. შენს მიერ შექმნილი რეალობაა,რომელშიც ყველაზე დიდი საზღაური უნდა გადაიხადო-ყველაფერი...
მომწონს აქ.
5. ზიზღი მქონდა ყელში გაჩხერილი და ვერაფრით გადამეყლაპა. სუნთქვას მიშლიდა..
საზიზღარი გრძნობაა... ნაწერი კი... ნაწერზე გეტყვი, რომ მთავარი გმირი ბოლომდე ვერ გარკვეულა, რა უნდა. აქვს მიზანი, ოდნავ უმიზნო, ოღონდ. ასე მომეჩვენა :) მომეწონა
ზიზღი მქონდა ყელში გაჩხერილი და ვერაფრით გადამეყლაპა. სუნთქვას მიშლიდა..
საზიზღარი გრძნობაა... ნაწერი კი... ნაწერზე გეტყვი, რომ მთავარი გმირი ბოლომდე ვერ გარკვეულა, რა უნდა. აქვს მიზანი, ოდნავ უმიზნო, ოღონდ. ასე მომეჩვენა :) მომეწონა
4. საინტერესო ნაწერია საინტერესო ნაწერია
3. ტელეფონი საერთოდ გავთიშე და ემბრიონის პოზაში გათენებამდე ვიწექი იატაკზე
არცერთ მამაკაცთან არ ვწოლილვარ გრძნობით და არცერთთან მიგრძვნია მთლიანობა. მე ხომ ისედაც მთელი ვიყავი შენით.. მეზიზღებიან მამაკაცები, რადგან შენ არსებობ..
ლედი ჰეროინ მუდმივად მაკვირვებ და დრესაც აი ასე ვზივარ და გათიშული ვკითხულობ უკვე მერამდენედ შენს ნაწერს...მომწონხარ ასეთი თავისუფალი,უკომპლექსო და გიჟი.. :-*
– ქალების 10% როცა კარგავს ქალიშვილობას, ზედმიწევნით იცის როგორ გამოიყენებს შემდეგ ამ ფაქტს, ხოლო დანარჩენი 90 % კი გრძნობის ფონზე აკეთებს ამას. უნდოდ მომჩერებოდა, ვერ გაიგო რეები მოვუბოდე. მე კი კომპეტენტურად დავაყოლე. – მე არ ვარსებობ, ამიტომაც არ შევდივარ არცერთ სიაში. ;) ტელეფონი საერთოდ გავთიშე და ემბრიონის პოზაში გათენებამდე ვიწექი იატაკზე
არცერთ მამაკაცთან არ ვწოლილვარ გრძნობით და არცერთთან მიგრძვნია მთლიანობა. მე ხომ ისედაც მთელი ვიყავი შენით.. მეზიზღებიან მამაკაცები, რადგან შენ არსებობ..
ლედი ჰეროინ მუდმივად მაკვირვებ და დრესაც აი ასე ვზივარ და გათიშული ვკითხულობ უკვე მერამდენედ შენს ნაწერს...მომწონხარ ასეთი თავისუფალი,უკომპლექსო და გიჟი.. :-*
– ქალების 10% როცა კარგავს ქალიშვილობას, ზედმიწევნით იცის როგორ გამოიყენებს შემდეგ ამ ფაქტს, ხოლო დანარჩენი 90 % კი გრძნობის ფონზე აკეთებს ამას. უნდოდ მომჩერებოდა, ვერ გაიგო რეები მოვუბოდე. მე კი კომპეტენტურად დავაყოლე. – მე არ ვარსებობ, ამიტომაც არ შევდივარ არცერთ სიაში. ;)
2. მომეწონა..და ...წავედი..უნდა ვიფიქრო...საინტერესო იყო..ყოჩაღ! მომეწონა..და ...წავედი..უნდა ვიფიქრო...საინტერესო იყო..ყოჩაღ!
1. ვოვ, მსჯელობა ირეალური და შეუცნობელის ჭიდილია, რაც მე მახასიათებს ხოლმე ასე რომ მადლობა, კარგიაააააა +2 ვოვ, მსჯელობა ირეალური და შეუცნობელის ჭიდილია, რაც მე მახასიათებს ხოლმე ასე რომ მადლობა, კარგიაააააა +2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|