| ავტორი: ალიყური ჟანრი: პოეზია 19 ივნისი, 2010 |
ფისოს წნევამ აუწია, დაედევნა ძაღლს, ძაღლი ცოფმა გაახელა, დაეწაფა წყალს, წყალი სულ გადაირია, გადაეკრა ცას, ცამ ლურჯს მაგრად შეუკურთხა, მიაშურა ბაცს, ბაცი ბეცად მიეკედლა ბრუციანის თვალს, თვალი ნათელს განედევნა, ბნელი ითრევს სკამს, სკამი ფეხმოტეხილია, გაიძახის ხლაწ, ხლაწა-ხლუწი ვინმე ყრუსთვის აღრიალებს ჩანგს, ჰანგი ფრთებდაპუტულია, ბანჯგვლი მიაქვს ქარს, ქარი გაშტერებულია, არ მოსწრია მსგავსს _ უმსგავსობა აფრიალებს სპეტაკ ბაირაღს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. რას ერჩით ხალისიანი ლექსია :D რას ერჩით ხალისიანი ლექსია :D
16. აუ შემთხვევით ხუთი ქულა დავწერე. ალალი იყოს.:) აუ შემთხვევით ხუთი ქულა დავწერე. ალალი იყოს.:)
13. ხლაწა ხლუწი ლექსია :)) ხლაწა ხლუწი ლექსია :))
12. ჟანგმა თოფი, თოფმა მგელი მგელმა თხა, თხამ ვენახი შეჭამა :D
იმდენი ალიყურია აქ ერთი არ მომხვდეს მეშინია, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა :) ბანჯგვლი რა სალექსო სიტყვაა? ჟანგმა თოფი, თოფმა მგელი მგელმა თხა, თხამ ვენახი შეჭამა :D
იმდენი ალიყურია აქ ერთი არ მომხვდეს მეშინია, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა :) ბანჯგვლი რა სალექსო სიტყვაა?
11. არაა, სკოლაში საერთოდ არ ვხუმრობდი.კაი კაცო, ნუ ინერვიულებ ამდენსაც,შეიძლება აფთიაქი არ გაქ ახლოს და რა ვუყოთ აფრიალებულ გულს მერეე?კაი,ძვირფასოო, რამდენიმე შეწყობილი სიტყვის გამო,მართლა არ ღირს ადამიანობის დაკარგვა.კარგად.
არაა, სკოლაში საერთოდ არ ვხუმრობდი.კაი კაცო, ნუ ინერვიულებ ამდენსაც,შეიძლება აფთიაქი არ გაქ ახლოს და რა ვუყოთ აფრიალებულ გულს მერეე?კაი,ძვირფასოო, რამდენიმე შეწყობილი სიტყვის გამო,მართლა არ ღირს ადამიანობის დაკარგვა.კარგად.
10. ესეე ღადაობა სკოლაში გასწვლეს? :-? საინტერესოდ ’’ხუმრობ’’ ღმერთმანი :-? მოვრჩი დიალოგს. კეთილი სურვილებით და მომავლის იმედით გემშვიდობები >):) ესეე ღადაობა სკოლაში გასწვლეს? :-? საინტერესოდ ’’ხუმრობ’’ ღმერთმანი :-? მოვრჩი დიალოგს. კეთილი სურვილებით და მომავლის იმედით გემშვიდობები >):)
9. არადა აშკარად მოსულა, სალი, წაუქცევიხარ კიდევაც, ასე ვგეშავ მე ჩემ ლექსებს. :P არადა აშკარად მოსულა, სალი, წაუქცევიხარ კიდევაც, ასე ვგეშავ მე ჩემ ლექსებს. :P
7. არ მოსულა =)) კარგი. არ მოსულა =)) კარგი.
6. ბარბი ჟანგი დაგავიწყდა :D :D ასეც ნუ განიცდი, სალო, არ ღირს ეს ლექსი ეგრე სანერვიულოდ, მით უმეტეს თუ შენამდე არ მოსულა. ბარბი ჟანგი დაგავიწყდა :D :D ასეც ნუ განიცდი, სალო, არ ღირს ეს ლექსი ეგრე სანერვიულოდ, მით უმეტეს თუ შენამდე არ მოსულა.
5. ოი,უუიი,ვაი და დედიკოოოო მიშველეეეეეეეეეე ოი,უუიი,ვაი და დედიკოოოო მიშველეეეეეეეეეე
4. თაგვმა მიწა მიწამ თოფი, თოფმა მგელი, მგელმა თხა თხამ ვენახი შეჭამა :)) :)) ეს მომწონს, შენი ლექსი არა :( თაგვმა მიწა მიწამ თოფი, თოფმა მგელი, მგელმა თხა თხამ ვენახი შეჭამა :)) :)) ეს მომწონს, შენი ლექსი არა :(
3. ეს ლექსი კანონზომიერებაზე არ არის დაწერილი და აქ თუ ძაღლი წყალს სვამს,სწორედ იმიტომაც სვამს რომ ცოფიანია! :) ეს ლექსი კანონზომიერებაზე არ არის დაწერილი და აქ თუ ძაღლი წყალს სვამს,სწორედ იმიტომაც სვამს რომ ცოფიანია! :)
2. რაკა-რუკით კი ჩაიარა, მაგრამ :) ერთი-ორ შენიშვნას მოგცემ მაინც ბოდიშისმოხდით , თუ არ მიწყენ :) 1. ცოფიანი ცხოველი პირიქით, წყალს ერიდება; :) 2. თუ ფრთებგაპუტულია, მაშინ უმჯობესია ბუნტყლი, ან ბუმბლი მიაქვს ქარს დაწერო, რადგან ფრთოსნებს ბანჯგვლი არ აქვთ; :) 3. არ მოსწრია მსგავსს... ნუ ეს გასაგებია რითმისთვისაა, მაგრამ "მოსწრია"? რა ვიცი აბა...:-? მაინც არაქართულად ჟღერს და ეგებ "რას მოესწრო, რას? : ესე დაწერო? თუ მაინცა და მაინც? :) :-* რაკა-რუკით კი ჩაიარა, მაგრამ :) ერთი-ორ შენიშვნას მოგცემ მაინც ბოდიშისმოხდით , თუ არ მიწყენ :) 1. ცოფიანი ცხოველი პირიქით, წყალს ერიდება; :) 2. თუ ფრთებგაპუტულია, მაშინ უმჯობესია ბუნტყლი, ან ბუმბლი მიაქვს ქარს დაწერო, რადგან ფრთოსნებს ბანჯგვლი არ აქვთ; :) 3. არ მოსწრია მსგავსს... ნუ ეს გასაგებია რითმისთვისაა, მაგრამ "მოსწრია"? რა ვიცი აბა...:-? მაინც არაქართულად ჟღერს და ეგებ "რას მოესწრო, რას? : ესე დაწერო? თუ მაინცა და მაინც? :) :-*
1. უმსგავსობა აფრიალებს სპეტაკ ბაირაღს. :)
სამწუხარო რეალობა :) მომეწონა :) უმსგავსობა აფრიალებს სპეტაკ ბაირაღს. :)
სამწუხარო რეალობა :) მომეწონა :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|