ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლაან
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
17 ივნისი, 2010


სხვა..

მომეჩვიე..
სანამ ნათქვამ-ნაფიქრალი გამიშრება..
შენს გულს ვნატრობ -
                ხელის გულებს...
მე რომ ვხაზე გატაცებით..
რა გგონია?
          დამტოვებს თუ დამირჩება?..

მე ნუ მკითხავ -
                როდის მერე ასე ვფენდე
სარკმლებიდან ნაოცნებარ-შენახულებს..
ფრთას ვშლი..ფრთებს ვშლი...
უნდა (მინდა) სხვა ცაში და
              სხვა სამზეოს გადავფრინდე..
სხვისი ნახელისგულარიც ვინახულო..

გამაჩერე - დრო თუ გეყოს..
        გზა თუ გეყოს -ამედევნე..
                                  გამა-შენ-ე..
მძიმე სენი - შენი სენი
          უკითხავად, უბოდიშოდ დამმართე და
ასე - საგლოვ-საწუხარით დამამშვენე..

მომიხდება..ვიცი.. ახლა
  ჰაერს- ფერადს, ვეძებ მუჭში მოსამწყვდევად
მაგრად ხელი რომ ჩავკიდო..
სანამ ღილი-
              თმენის ღილი მომაწყდება..

მომეჩვიე..
თორემ ნათქვამ-ნაფიქრალი გამიშრება..
თორემ შენს გულს-
                    შენს ხელის გულს,
მე რომ ვხაზე გატაცებით,
ხაზი--ლანა--
              სამუდამოდ,
              უკვალოდ და
                  უსათუოდ
                      წაეშლება...

მერე გული (ხელის გული) არ დაგწყდება?....



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები