ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათი ჯანაშია...
ჟანრი: პოეზია
29 ივნისი, 2010


მე ვარ... როგორ გითხრა? არანორმალური...

ჩემი სიმშვიდე არის ფორმალური,
ღამით, როცა გძინავს, ვარსკვლავებს ვდარაჯობ.
მე ვარ... როგორ გითხრა? - არანორმალური,
ცხოვრებით ვთამაშობ!
დღეს მაქვს პაემანი შუადღის თორმეტზე,
ალბათ, სიჩქარეში ქუსლებსაც მოვიტეხ,
თუ გსურს, მესაუბრე წესებზე, ნორმებზე,
მოგისმენ, მოგისმენ!
მერე ქარს გავატან შენს ყველა ნაბოდვარს
და პეპლის ფრთებივით ფარფატა სიყვარულს,
არ ვიგრძნობ სინანულს, გინდა დავიფიცო,
რომ მე და სინანულს
ბრძოლები გადაგვხდა უხმლო და უსისხლო,
რომ ჩვენ გვეცოტავა ეს ჩემი სხეული,
ჰოდა, გავიყარეთ უხმოდ და უსიტყვოდ.
.............................
დღეს ჩემი ნიღაბი არის ფორმალური
და ჩემი ცხოვრება, - ტრაგი-კომედია...
და მე, მთავარ როლში...
..........................
არანორმალური სევდა მომერია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები