 | ავტორი: თამუ ჟანრი: პროზა 1 ივლისი, 2010 |
ტელეფონში მშრალი სიცილი გაისმა. - რა უნდა ვიცოდე?- ნახევრად სიცილში იკითხა მან. - რა ვიცი, აბა, თქვენ ხომ მე მხედავთ, თუ გრძნობთ, ახლა, ახლა, ვეღარ მხედავთ. - გხედავთ? საიდან მოიტანეთ, რომ გხედავთ. ან რა საჭიროა ეს უაზრო ლაპარაკი,- სერიოზულად იკითხა უცნობმა. კრისტის ღიმილი სახეზე შეეყინა, არ ელოდა ასეთ ცვლილებებს, უნდოდა რაღაცით გამოესყიდა უაზრო კითხვა, რომელიც დასვა. თუმცა, თვითონაც არ იცოდა, საერთოდ რატომ ლაპარაკობდა უცნობთან. - დღეს რა არის ჩვენი თემა?- იკითხა კრისტიმ თავისდაუნებურად. - აი, ეს მომწონს !- ალბათ გაიღიმა უცნობმა. - მე მახსოვს, ბოლოს ჩვენ შევეხეთ ყველაზე ძვირფასს, ყველაზე სათუთს, ყველაზე გამოუცნობ თემას ღმერთს. გინდა გავაგრძელოთ? - კარგი!- დათანხმდა კრისტი. - კარგი, მაგრამ თქვენ არ გიპასუხიათ ჩემს კითხვაზე, რას აკეთებდით? კრისტის შერცხვა ეთქვა, მეზობლის სხვენში მის ნივთებში ვიქექებოდიო. - სხვენზე ვიყავი წიგნის ჩამოსატანად!- დაბნეული კილოთი უპასუხა უცნობს. - წიგნის? რა წიგნის? - ძნელად შევარჩიე ჰერმან ჰესე, - ჰერმან ჰესეს რომელი? - იკითხა უცნობმა. - “ტრამალის მგელი”, - იყო პასუხი. - ჰო. “ტრამალის მგელი” კარგია, მანდ თვითმკვლელობით შეპყრობილი მწერლის ისტორიაა. ეგ უფრო ავტობიოგრაფიას ჰგავს. - მე ადრე მაქვს წაკითხული, თითქმის აღარც მახსოვს. ვიფიქრე, გავიხსენებ, გავერთობი რაღაცით...- კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა კრისტის, მაგრამ უცნობმა შეაწყვეტინა: - კიდევ რას აკეთებდით სხვენში? კრისტი გაშრა. - მითხარით, რატომ გაჩერდით?- მომთხოვნი კილოთი იკითხა უცნობმა. - იცით, იქ სხვენში... სხვენი დიდია. მეზობლის ნახევარში ორი დიდი სკივრი ვიპოვე, შიგ ბევრი ძველმანია და კიდევ ალბომი, სურათების ალბომი... - და თქვენ სხვის ნივთებში დაიწყეთ ქექვა?- უცნობს ხმა ისეთივე მშრალი გაუხდა, როგორც პირველად დარეკვის დროს. - იცით, იმდენად დიდი იყო ინტერესი, რომ, - თავის მართლება დაიწყო კრისტიმ, მაგრამ თვითონაც ვერ ხვდებოდა, რატომ იქცეოდა ასე. - რა იყო იმ ალბომში? - ოჯახის ალბომია, ძველი, ორმოციანი წლების, ძალიან სასიამოვნო ოჯახის, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ბავშვი თითქოს არ იზრდებოდა, დროის ცვალებადობასთან ერთად, გოგონა მომდევნო სურათებში უკვე ქალი იყო. აი, ბავშვი კი, რომელიც თავიდან დედის კალთაში იჯდა, ისევ პატარა ადგილს იკავებდა შემდეგ სურათებში. უი, სულ დამავიწყდა, ბავშვის გამოსახულება ყველა სურათზე ამოჭრილია. - ამბობ, ბავშვი არ იზრდებაო, ამოჭრილიაო და რას ფიქრობ, რატომ? - ვერანაირად ვერ მივხვდი, თითქოს ბავშვი არ იზრდება. - ესე იგი, მახინჯი...- უცნობს ხმა ჩაუწყდა. - ღმერთო ჩემო, რა საშინელებაა, ალბათ, ალბათ, მახინჯი, მაგრამ მშობლები... ის გოგონა, ისეთი ლამაზია, ისეთი კარგები არიან.- სინანულით თქვა კრისტიმ. - ალბათ, ალბათ, მაგრამ დამიჯერე, რომ ის მახინჯი ისევე უყვარს ღმერთს, როგორც შენ. - თქვენ რა იცით, რომ მე ღმერთს ვუყვარვარ?- სულელური კითხვა დასვა კრისტიმ. - თუ გადაუხვევთ ჩვენს მყარ სარწმუნოებას სულ რამდენიმე წუთით, რეინკარნაციის კანონით, შენ წინა ცხოვრებაში წესიერი ცხოვრების წესით გიცხოვრია. აქედან გამომდინარე, გამჩენმა ყოველივე კარგი, რაც კი შეიძლება მოგანიჭოს, ფენოტიპის სახით მოგცა. ხედავ, რომ ამაში გაგიმართლდა, შენ ლამაზი ტანი, კოხტა სახე და ... თუმცა, ეს ბევრჯერ უკვე გითხარი. - ესე იგი, თქვენ გინდათ თქვათ, რომ იმ ბავშვს თუ ... იმ ადამიანს, რომელიც სურათზეა ამოჭრილი, ცოდვილი წინაცხოვრების მერე ღმერთმა მახინჯი სხეული არგუნა? - შეაწყვეტინა უცნობს ლაპარაკი კრისტიმ. - ჰო! სწორედ ასეა. ეს ბუდისტური მოძღვრების თანახმად, მაგრამ ჩვენ ხომ ქრისტიანები ვართ, ქრისტემ ყოველგვარი კანონი ძველი აღთქმიდან გააუქმა ერთადერთი ყველაზე ძნელი კანონით - სიყვარულით. შენ ფიქრობ, რომ ეს არ არის ძნელი? - იკითხა უცნობმა. - სიყვარული? სულაც არა, ნუთუ არსებობს ადამიანი, რომელსაც არასოდეს ყვარებია? - გულუბრყვილოდ იკითხა კრისტიმ. უცნობს გაეცინა. - ერთი ადამიანის სიყვარული არ არის საკმარისი - შენ ყველა უნდა გიყვარდეს, წარმოიდგინე ის მახინჯი ბიჭი ... - თქვენ იცით, რომ ის ბავშვი ბიჭია? - ეშმაკურად იკითხა კრისტიმ. უცნობის ხმის ინტონაციას აშკარად ემჩნეოდა დაბნეულობა. - ვთქვათ, ბიჭია! ის ხომ თავისი სიმახინჯით ყველას თვალში სიბრალულს, შიშს, ზიზღს იწვევდა. მას კი ყველა უნდა უყვარდეს. ის, ვინც მისკენ ხელს გაიშვერს და მახინჯს, გონჯს, ჯუჯას დაუძახებს და ისიც, რა თქმა უნდა, დედას ვგულისხმობ, - ალბათ, დედის გარდა არც არავინ ეფერებოდა, - წარმოიდგინე, ეს ყველაფერი ხომ ასე ძნელია, კრისტის სიბრალულით თვალები ცრემლით აევსო, ნერწყვი გადაყლაპა და ნახევრად ტირილით უპასუხა: - ალბათ, ძალიან ძნელი. - აი, ღმერთი კი სიყვარულში მორჩილებას ითხოვს. უფრო უარესი, წარმოიდგინე, მოგიკლეს შვილი, შენ შენი შვილის მკვლელს უნდა შეუნდო, აპატიო და რაც მთავარია, ისევე უნდა გიყვარდეს, როგორც ის, ვინც მართლა გიყვარს. შეძლებ? - ღმერთო ჩემო, ალბათ ვერასოდეს! - საწყლად თქვა კრისტიმ. - უნდა შეგეძლოს, ღმერთმა ხომ თავისი ერთადერთი ძე იესო ქრისტე ჯვარს აცვა შენი, ჩემი, იმ მახინჯი ბიჭის და მთელი კაცობრიობის გადასარჩენად. - კი მაგრამ, ღმერთს ხომ შეეძლო იესოს გადარჩენა? ის ხომ ყოვლისშემძლე ღმერთია! - მიამიტი ბავშვივით იკითხა კრისტიმ. - რა თქმა უნდა, შეეძლო, მაგრამ შენ გავიწყდება, თუმცა, ალბათ არც იცი, შენ ასე ფიქრობ, არც არასოდეს წაგიკითხავს ბიბლია,- თქვა უცნობმა და გაჩუმდა. - არა, არ წამიკითხავს, თუმცა, ყოველთვის მქონდა სურვილი, - დარცხვენით თქვა კრისტიმ. - იოანე თავის სახარებაში ამბობს: „დასაბამიდან იყო სიტყვა, სიტყვა იგი იყო ღმერთთან და სიტყვა იგი იყო ღმერთი“ - ესე იგი, შექმნიდან სამყაროსი იესო, ძე ღვთისა, იყო მამასთან, ღმერთთან, ჩვენი ღმერთი არის წმინდა სამება, მამა, ძე და სული წმინდა. რაც შეეხება იმას, თუ რატომ გაწირა საკუთარი ერთადერთი შვილი ღმერთმა, აქ იოანეს მე-10 თავში გვეუბნება თვითონ იესო: „ვერავინ წარმართავს მას, მაგრამ მე თვით ვწირავ მას, მე მაქვს ხელმწიფება მის გასაწირავად და მაქვს ხელმწიფება მის დასაბრუნებლად, ეს მცნება მამაჩემისგან მივიღე“ - აქ იესო თავის სიცოცხლეს გულისხმობს. აქედან გამომდინარე, ეს ყოველივე გათვლილი იყო თავიდანვე. ძველ აღთქმის მიხედვით, ცოდვების გასაწმენდად იყო ცხვარი, იგი იკვლებოდა და მისი სისხლით იწმინდებოდა ადამიანის ცოდვები, მაგრამ ღმერთმა დაინახა, რომ ეს ადამიანებს ჩვევად ექცათ, ამიტომ უცოდველი კრავივით დაიკლა იესო ქრისტე და მისი სისხლით იწმინდება დღესაც ყოველი მომნანებელი ადამიანის ცოდვები. მე მგონი, შევძელი მოკლედ ამეხსნა შენთვის მთავარი არსი ახალი აღთქმისა. ეს თემა იმდენად ძნელია, რომ ჩვენ მთელი ცხოვრება არ გვეყოფა ამაზე სასაუბროდ. ერთს კი გეტყვი, იესოს ეს სიტყვები თუ შესძელი და გააკეთე, ბედნიერი იქნები: „მოექეცით ადამიანებს ისე, როგორც გინდათ, რომ გექცეოდნენ ისინი“- შეძლებ? - იკითხა მან. - ვეცდები, - მორჩილი მოწაფესავით დაჰპირდა კრისტი უცნობს. - ერთი მინდა გითხრა: არც ერთი წიგნი, არც ერთი ძლიერი ფილოსოფოსის თუ ფსიქოლოგის შედევრი არც კი შეიძლება შევადაროთ ბიბლიას. ეს წიგნი თავიდან ბოლომდე, თითოეული სიტყვა თუ აბზაცი შეუდარებელი სწავლებაა ადამიანთა მოდგმისათვის. მე მთელი ჩემი ცხოვრება ვეძებდი, გადავიკითხე ფროიდი, ფრომი, კანტი, ნიცშე და სხვა მრავალი, მაგრამ დამერწმუნე, რომ ეს ყველა არაფერია იმ დიდ ღვთაებრივ წიგნთან, რომელსაც ბიბლია ჰქვია. - უცნობს ხმა ჩაუწყდა, ყურმილში მშრალი ხველა გაისმა, შემდეგ რაღაც ბროლის წკრიალის მსგავსი . - ალბათ წყალი დაისხა ჭიქაში უცნობმა. - გაიფიქრა კრისტიმ. - ცუდად ხომ არ ხართ?- მორიდებით იკითხა მან. - ეგ არაფერი, ჯერ კიდევ მაქვს დრო - ჩახლეჩილი ხმით ძლივს წარმოთქვა მან. - თქვენ ხშირად ახსენებთ დროს, რას გულისხმობთ?- ინტერესით ჰკითხა კრისტიმ. - კარგი, გაგანდობ ერთ საიდუმლოს - ალბათ გაიღიმა უცნობმა- მე უკვე ძლიერ მოხუცი ვარ, ნუ მკითხავ ნურაფერს ჩემზე. მე თუ ჩავთვლი საჭიროდ, თვითონ გეტყვი.
- იქნებ რაიმე გჭირდებათ, რით შემიძლია დაგეხმაროთ?- მოწყალების კილოთი ჰკითხა კრისტიმ. - თქვენ მე უკვე მეხმარებით. შემეკითხებით, რითიო? თქვენ მე მისმენთ, ეს კი საკმარისია ჩემთვის. მე ხომ არავინ მყავს, ვისაც შემიძლია ველაპარაკო, ჩემი აზრი გავანდო. ამისთვის დიდი მადლობა. დღეისთვის გვეყოფა საუბარი. ცოტა არ იყოს, დავიღალე. - თქვა უცნობმა და ყურმილში წყვეტილი ზუმერი გაისმა. კრისტის გონებაში ჩქარი კადრივით გაიარა უცნობის პირველმა ზარმა. შემდეგ დაუძლეველი შიშის დიდმა მონაკვეთმა, შემდეგ კულმინაციას მიღწეულმა შოკმა; უცებ გაახსენდა, როგორ უთხრა უცნობმა, “შენ ლამაზი ხარ, მე კი”... - შემდეგ სადარბაზოს კიბეებზე ტომრებს რომ ეჭიდებოდა ვიღაც, რომელსაც ძლივს მოჰკრა კრისტიმ თვალი; მერე ალბომი, ამოჭრილი ადგილი. დღეს კი უცნობმა ბავშვის ამოჭრილ ადგილს რატომღაც ბიჭი უწოდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ყველა ძალიან მიყვარხართ. რა თქმა უნდა გაგრძელება აქვს, ალბად ერთად დავდებ ბოლო ნაწილს, თქვენც გარდა მაინც არავინ კითხულობს. და არ იფიქროთ რომ ეს მწყინს. ძნელია მონიტორზე პროზის კითხვა. ყველა ძალიან მიყვარხართ. რა თქმა უნდა გაგრძელება აქვს, ალბად ერთად დავდებ ბოლო ნაწილს, თქვენც გარდა მაინც არავინ კითხულობს. და არ იფიქროთ რომ ეს მწყინს. ძნელია მონიტორზე პროზის კითხვა.
7. მოგიკითხეთ დიდი სითბოთი :) 5555 მოგიკითხეთ დიდი სითბოთი :) 5555
6. კარგია... დროზე დადე-ხოლმე... ნუ ალოდინებ ურაკის მოსახლეობას! :))))) 5 კარგია... დროზე დადე-ხოლმე... ნუ ალოდინებ ურაკის მოსახლეობას! :))))) 5
5. დავტოვე ჩემი 5 აქ და მოკითხვაც...:) დავტოვე ჩემი 5 აქ და მოკითხვაც...:)
4. თამუ, ხომ აგრძელებ? აბა, რა გითხრა?! ძალიან საინტერესოა, თან ვიცი შენი ხელწერა!!! გაიხარე შენა!!! თამუ, ხომ აგრძელებ? აბა, რა გითხრა?! ძალიან საინტერესოა, თან ვიცი შენი ხელწერა!!! გაიხარე შენა!!!
3. კარგია,თამუ :) კარგია,თამუ :)
2. ჰმ... როგორც კი "ბიჭი " თქვა ეგრევე მივხვდი, რომ ის მახინჯია ეგ უცნობი...ალბომიდან ამოჭრილი... საინტერესოა, რაღაც დეტექტივივით მეკითხება :) ხო და გაგრძელება უნდა იყოს მგონი :) ასე დამთავრება არ შეიძლებაა ;;) ჰმ... როგორც კი "ბიჭი " თქვა ეგრევე მივხვდი, რომ ის მახინჯია ეგ უცნობი...ალბომიდან ამოჭრილი... საინტერესოა, რაღაც დეტექტივივით მეკითხება :) ხო და გაგრძელება უნდა იყოს მგონი :) ასე დამთავრება არ შეიძლებაა ;;)
1. კარგად წერთ თამუ! წინა ოთხი ნაწილი არ წამიკითხავს, ამიტომ ბოლოში რაღაც ვერ გავიგე... ამით ამთავრებთ თუ მეშვიდე ნაწილსაც უნდა ველოდოთ? ++ კარგად წერთ თამუ! წინა ოთხი ნაწილი არ წამიკითხავს, ამიტომ ბოლოში რაღაც ვერ გავიგე... ამით ამთავრებთ თუ მეშვიდე ნაწილსაც უნდა ველოდოთ? ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|