(დიდი ხნის პაუზის შემდეგ ვაგრძელებ რომანის "გაცვლა-2" წერას. ამ რომანს სათაური შეეცვლება და მომდევნო თავებიდან დაერქმევა "შორია დედამიწამდე..." )
ანგელოზებმა თეო რაღაც მრგვალი შენობის წინ დაუშვეს მიწაზე, შემდეგ იმ შენობაში შეფრინდნენ და ვარდისფერსითხიან დიდ კოლბებს მიუახლოვდნენ. კოლბები აქაურ მრგვალ, 40 ლიტრიან ბოცებს ჰგავდა, რომელშიც პატარა უცნაური არსებები ისხდნენ, თითოში – თითო, შედარებით მოზრდილი ან 2-2 მომცრო... რამდენიმე კოლბაში კიდევ უფრო სრულყოფილი არსება იჯდა. ყველა ერთმანეთის მსგავსი... ერთნაირი, არაფრისმთქმელი გამომეტყველებით... შიშმა ჩაიბუდა თეოში. ანგელოზებს გამოხედა. - ერთ-ერთი ამათთაგანი უნდა გავხდე? - ჰო, თეო... - ამას საროელობა მერჩია. - გეთანხმები, მაგრამ ახლა ვარფიმის ჯერია! ვარფიმელი უნდა გახდე... ამოირჩიე... - ერთხელ კიდევ დავათვალიერებ, – თეომ კიდევ ერთხელ ჩამოიარა კოლბების წინ და...
უცებ შეჩერდა:P ერთ-ერთი კოლბიდან პატარა არსება ნაღვლიანი თვალებით იყურებოდა. - ეს ვინ არის? – მიუბრუნდა თეო ერთ-ერთ ანგელოზს. - ჯერ არავინ... - როგორ, მასში არ არის სული? - კი, არის, მაგრამ... შეგვიძლია მისი ჩანაცვლება... - ცოდოა. უსულო სხეული არსებობს აქ? - არა, თეო... ნებისმიერს დაადე ხელი და ჩაგანაცვლებთ. - იცი რა ვქნათ? მომინახეთ რომელიმე სხეული, ამ არსების თანატოლი, რომ ერთდროულად დავიბადოთ ორივე. - ნება შენია... ეს მამრია. შენც მამრობა გინდა? - არა... მე მდედრად მოვალ! - ნება შენია... აი, ორი კოლბით აქეთ... მასზე სულ რამდენიმე საათით ადრე მოგიწევს დაბადება. - თანახმა ვარ.... - ახსენი ხუფი, - მიუბრუნდა პირველი ანგელოზი მეორეს.
ორივემ ერთად ახადეს ხუფს თავი და მაშინვე ამოფრინდა კოლბიდან თეთრი ორთქლისმაგვარი მასა, რომელმაც იქვე, თეოს თვალწინ მიიღო ადამიანის ფორმა, თეო კი კოლბაში ჩაძვრა და ხუფიც მაშინვე დაილუქა. კოლბაში მჯდარი სხეული ამოძრავდა თუ არა, ანგელოზები კვლავ ცაში აფრინდნენ და ის ჩანაცვლებული სულიც თან გაიყოლეს.
- ნეტა ვინ იყო? აშკარად სადღაც მყავდა ნანახი ეს ქალი... ვერ ვიხსენებ... გონება მერევა... სად ვარ?!... აქ რას ვაკეთებ? არ მინდა ამ ვარდისფერ წყალში ჯდომა! რატომ იმღვრევა ასე? მიშველეთ!... ვიხუთები! ვიხრჩობიიიიიი!... – თეომ გონება დაკარგა, მაგრამ მალევე გაახილა თვალები.
თეო ვარფიმელ მდედრ, ჯერ დაუბადებელ არსებად გადაიქცა.
შვიდჯერ დაბნელდა და განათდა... შვიდჯერ დაეხუჭა თვალები ვარფიმელ მდედრად ქცეულ თეოს. და ყოველთვის, როცა თვალის გახელის დრო მოდიოდა, გრძნობდა, როგორ საგრძნობლად იყო გათხელებული და დარბილებული კოლბის კედლები.
კიდევ ორიოდე გათენებაც და... კოლბის კედელი ჩაიხა და ის მოვარდისფრო ჭუჭყიანი წყალი იატაკზე ჩამოიღვარა.
იატაკს ნასვრეტები ჰქონდა, რომელშიც დაღვრილი სითხე გაედინებოდა, ახალმოვლენილი ვარფიმელი კი ამ ნასვრეტებიან მშრალ იატაკზე რჩებოდა. პატარა მდედრმა აპკადქცეული კოლბა თავიდან მოიშორა და გაიზმორა. მერე წამოდგა და 2-3 ნაბიჯი გადადგა. დაიღალა. ისევ ჩაჯდა... დიდი თვალები მოავლო გარემოს. ლითონის ცივი კედლები დაინახა ირგვლივ... მერე კოლბებზე შეაჩერა მზერა... ერთი კოლბისკენ გაექცა თვალი. ამ კოლბის კედლებიც აპკად ქცეულიყვნენ და 1-2 დღეში ჩაიხეოდნენ. თავადაც ვერ მიხვდა, ამ კოლბისკენ რატომ გაუწია გულმა. წამოდგა და სვენებ-სვენებით მიუახლოვდა მას. დიდი შავი თვალები მოაჩერდნენ კოლბის სიღრმიდან. და იყო რაღაც საოცრად ახლობელი და მიმზიდველი ამ თვალებში... - ვინ ხარ? – იკითხა მდედრმა. არაფერი უპასუხა კოლბიდან მისმა ბინადარმა. ან რა უნდა ეპასუხა? ახლა მეორე კოლბისკენ წავიდა. იმ კოლბის ბინადარმა თავიდან ზურგი აქცია და არ დაენახა... მაგრამ შემდეგ მობრუნდა და თვალებში მიაჩერდა. - შენ ვინღა ხარ? არც შენ მიპასუხებ? – ახლა მას ჰკითხა პატარა მდედრმა. - შენ თავად ვინ ხარ? რომელი კოლბის? – იკითხა ვიღაცამ მის ზურგს უკან. მოიხედა და ძალიან მაღალი, ვერცხლისფერკომბინეზონიანი უწვრილესი არსება დაინახა, შავი თვალებითა და შავი ხუჭუჭა თმით. - ამ კოლბიდან ვარ... – ხელი გაიშვირა ძირს დაგდებული აპკისკენ. - კარგი... რა დაგარქვეს? მოიცადე, ვნახავ... კოლბა № 7654198237.... – ამ არსებამ რაღაც ღილაკს დააჭირა ხელი და კედლის წინ ვირტუალური ტაბლო აინთო. შემდეგ ამ ტაბლოს წინ დაიწყო ხელის ტრიალი და... ტაბლოც საოცარი სიზუსტით ეპასუხებოდა მის ყოველ ბრძანებას. – შენ ხარ...
ამ არსებამ პატარა მდედრს შეხედა და... - რა არის ეს? რა ფერის თვალები გაქვს?! – იყვირა შეშფოთებულმა, - რა უნდა მომხდარიყო?! სად დაირღვა ნაყოფის განვითარების პროცესი? შენ... შენ შავი თვალები უნდა გქონდეს! ეს კი... ვერც მიხვდები, რა ფერისაა, არც მწვანეა, არც ლურჯი...
პატარა მდედრმა მხოლოდ უმწეოდ შეხედა და ვერაფერი უპასუხა, - ვერ მიხვდა, რას ეკითხებოდა ვერცხლისფერკომბინეზონიანი, რომელიც გამალებით ეძებდა რაღაც მონაცემს ვირტუალურ მონიტორზე. - ან რატომ გაქვს ასეთი ღია ფერის ღინღლი თავზე? არ უნდა გქონდეს ასეთი ღია ფერის თმა! შავი თმა უნდა გქონდეს!
ვერცხლისფერკომბინეზონიანმა ღილაკს დააჭირა ხელი და ოთახში კიდევ რამდენიმე ასეთი მაღალი ვარფიმელი შემოვიდა. ზოგ მათგანს შავი თმა ჰქონდა და ზოგს კი – ჩვეულებრივი, მომწვანო-მონაცრისფროდ მბზინავი მელოტი თავი. ერთ-ერთმა მელოტმა არსებამ პატარა მდედრი ხელში აიყვანა და ახლოდან დაათვალიერა. გადაატრიალ-გადმოატრიალა, თვალებშიც ჩახედა, - ვერაფერი უპოვა სხვა ნაკლი და ისევ იატაკზე დასვა. - არაფერია... სხვა ანომალიები არ აღენიშნება... იცოცხლოს!
ახლაღა მიხვდა პატარა, რომ მისი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდებოდა და შიშით მოიბუზა. მხოლოდ მაშინ დამშვიდდა, როცა ყველა მაღალი არსება ოთახიდან გავიდა. ისევ იმ გათხელებულ კოლბასთან მივიდა, საიდანაც მის ყოველ მოქმედებას აკვირდებოდა პატარა შავთვალა ვარფიმელი.
“საიდან მეცნობა ეს არსება? ნამდვილად სადღაც მინახავს... მაგრამ სად?... სად?...” ხელი ასწია და ფრთხიალად შეეხო კოლბის კედელს. თითქოს ამ შეხებას ელოდებოდაო, კოლბა გასკდა და იქიდან ღვარად წამოსულმა ვარდისფერმა სითხემ პატარა მდედრი იატაკზე წააქცია. და მაშინვე მომშრალდა იატაკი, თითქოს არაფერი დაღვრილაო. ახლა ამ ლითონის კედლებიან ოთახში ორი პაწაწა არსება იჯდა იატაკზე და ერთმანეთს ათვალიერებდნენ. - შენ ვინ ხარ? – სიჩუმე დაარღვია მდედრმა. - ლეჰარი... შენ რა გქვია? - მე? არ ვიცი... უნდა ვიცოდე? - კი... ჩვენ ტელეპატიურად გვესაუბრებოდნენ მთელი წელი და... ვიცით, ვინ ვართ, რა გვქვია, რომელ სახლში უნდა ვიცხოვროთ... შენ არ გელაპარაკებოდნენ? - არ მახსოვს... მახსოვს რომ სადღაც სხვაგან ვიყავი და რაღაც მერქვა, “თ”-ზე დაწყებული... მაგრამ, ვინ ვარ – არ ვიცი... - შენ თიო გერქვა... მაშინვე გიცანი, ახლოს რომ მოხვედი... ასეთი ფერის თვალი მხოლოდ თიოს ჰქონდა! - შენ ვინ იყავი? ან სად? - ლეჰა ვიყავი, ლოტზე... მე მიყვარდი! - და შენ როგორ მოხვდი აქ? შენც მოკვდი ჯერ? - ჰო... როცა შენ მდინარეში მკვდარი გიპოვეს, დამაინტერესა, თუ გეტკინა იმ ლოდზე დავარდნა და... მეც გადავხტი იმ წყალვარდნილიდან... - გეტკინა? - უფრო მეტად არა, ვიდრე შენ... შენნაირად... ვიცოდი, რომ ისევ გნახავდი... - როგორ? - ლოდზე რომ დავეცი, უცებ სადღაც მოვხვდი და... აი, ეს მომცეს... – ლეჰარმა მომუჭული ხელი გადაშალა და პატარა ქვის ნატეხი აჩვენა თიოს. - ლოდის ნაჩუქარი ქვა!... ნეტა ჩემი სად არის? – და უცებ იგრძნო, რომ რაღაცას ძალიან მაგრად უჭერდა ხელს. მუჭი გაშალა და ზუსტად ისეთივე ქვა დაინახა თავის ხელისგულზე, როგორიც ლეჰარს ჰქონდა.
და უცებ მეხსიერებამ თავად გასცა პასუხი იმ კითხვას, რომელიც თავში მოუვიდა, მაგრამ დასმა ვერ მოასწრო: “თუ რამე გაგიჭირდება, თავად მიხვდები, ვის უნდა უხმო, - მე, გიორგის თუ თაიას. თუ ძლიერი საყრდენი დაგჭირდება, მე მახსენე... თუ სულიერი ძალა და გამბედაობა, - გიორგის უხმე... და თუ ნახავ, რომ სიკეთითა და სინათლით, სითბოთი და სიყვარულით უნდა გაიმარჯვო, მაშინ თაია იქნება მხოლოდ შენი მშველელი.”
- შენ ლოდის ძალა ხარ, ლეჰარ... ჩემს დასახმარებლად აქ გამოგზავნილი... - არ ვიცი, თიო... მოდი, ისევ თიოს დაგიძახებ, კარგი? ან თიოლას.... ლამაზი სახელია თიოლა...
ოთახში ისევ შემოვიდა ვერცხლისფერკომბინეზონიანი წოწლოკინა ვარფიმელი მდედრი და ახლა ლეჰარს მიაჩერდა. - შენ რომელი კოლბიდან ხარ? - აქედან... - ანუ კოლბა № 7654198231... მამრი, სახელად ლეჰარი... უხ, რაღა ახლა გასკდა?! – იყვირა მან, როცა კიდევ ერთი ჩახეული კოლბიდან გადმომსკდარი ვარდისფერი სითხე შეესხა ფეხებზე, - მოდი, ბარემ ამასაც აღვრიცხავ, კოლბა № 7654198235, მამრი, სახელად ხაკბერი... - ხაკბერი?! ხაკ... – გამალებით ამუშავდა თიოლას ტვინის ყველა უჯრედი, რომ ამ სახელისთვის მიეგნო... – ის არის... ხაკია! საროდან! გამახსენდა, ყველაფერი გამახსენდა! - შენი სახელი რატომ არაა დაფიქსირებული არსად?! რა გქვია, რა გითხრეს? – მიუბრუნდა თიოლას ვერცხლისფერკომბინეზონიანი. - ეს თიოლაა... – ერთხმად იყვირეს ლეჰარმა და ხაკბერმა. - კარგი... კოლბა № 7654198236, მდედრი, სახელად თიოლა... დღეს აქ იქნებით, ხვალიდან კი სამივეს ერთ სახლში გადაგიყვანთ. არ იხმაუროთ, პატარებო... ჰმ, ნახე, რა პიქტოგრამები აქვთ სამივეს? – თავისთვის ჩაილაპარაკა ვერცხლისფერკომბინეზონიანმა და ოთახიდან გავიდა. - რაო, რა თქვა ამ მდედრმა? რა არის პიქტოგრამები? – იკითხა ლეჰარმა. - ეს ჩვენი კოდის გასაღებია... – საქმიანი სახით აუხსნა თიოლამ. შემდეგ ხაკბერს მიუბრუნდა, - ხაკ, მიცანი? - გიცანი, თუუალა... მაშინვე გიცანი... თვალებით! აქაც კარგი სახელი გქვია, თიოლა... - ჩვენ შემთხვევით არ გამოვედით კოლბებიდან ერთდროულად... ჩვენ სამივე ერთად უნდა ვიყოთ!... – დაფიქრებით თქვა თიოლამ და ოთახის შორეული კედლისკენ წავიდა.
მას ლეჰარი და ხაკბერიც მიჰყვნენ. ამ კედელთან საწოლები იდგა. პატარები ჩაწვნენ და ტკბილად დაიძინეს.
(გაგრძელება იქნება...)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
29. ძლიერი ნაწერი გაქვთ და მისაბაძი, როგორც ყოველთვის. წარმატებები ქალბატონო თამარ + + + ძლიერი ნაწერი გაქვთ და მისაბაძი, როგორც ყოველთვის. წარმატებები ქალბატონო თამარ + + +
27. გავაგრძელე და ეგრევე დამეკარგა პროზის წერის სურვილი... დაწერით დავწერ, მაგრამ... ალბათ აღარ დავდებ აქ!
პროზა უნდა დადო იქ, სადაც პროზას აფასებენ... "შ ე ფ ა ს ე ბ ა ს" კი არა "დ ა ფ ა ს ე ბ ა ს" ვგულისხმობ...
ან, თუ დავდებ, მხოლოდ "სხვაში"... ამას წყალი აღარ გაუვა! :( გავაგრძელე და ეგრევე დამეკარგა პროზის წერის სურვილი... დაწერით დავწერ, მაგრამ... ალბათ აღარ დავდებ აქ!
პროზა უნდა დადო იქ, სადაც პროზას აფასებენ... "შ ე ფ ა ს ე ბ ა ს" კი არა "დ ა ფ ა ს ე ბ ა ს" ვგულისხმობ...
ან, თუ დავდებ, მხოლოდ "სხვაში"... ამას წყალი აღარ გაუვა! :(
26. კარგია რომ გააგრძელე :) კარგია რომ გააგრძელე :)
25. გამეხარდა რომ გააგრძელე. საინტერესოდ იკითხება. მე კი ბაგირას ვეძებდი მეზობლად. ძალიან კარგია. გამეხარდა რომ გააგრძელე. საინტერესოდ იკითხება. მე კი ბაგირას ვეძებდი მეზობლად. ძალიან კარგია.
24. მოკლედ ყველა ფლანგიდან გვიტევ და გვაგიჟებ, რააა... სად რას მოიფიქრებ-ხოლმე?! :)))) მოკლედ ყველა ფლანგიდან გვიტევ და გვაგიჟებ, რააა... სად რას მოიფიქრებ-ხოლმე?! :))))
23. ეს წინა კვირას წავიკითხე და კომენტარი დამვიწყებია!!! კარგია თამარ!!! ძლიერი ხარ, როგორც ყოველთვის!!! გაიხარე შენა!!! ეს წინა კვირას წავიკითხე და კომენტარი დამვიწყებია!!! კარგია თამარ!!! ძლიერი ხარ, როგორც ყოველთვის!!! გაიხარე შენა!!!
22. თქვენი პროზა ნამდვილად მომწონს +2 თქვენი პროზა ნამდვილად მომწონს +2
21. - რაო, რა თქვა ამ მდედრმა? რა არის პიქტოგრამები? – იკითხა ლეჰარმა. - ეს ჩვენი კოდის გასაღებია... – საქმიანი სახით აუხსნა თიოლამ. შემდეგ ხაკბერს მიუბრუნდა, - ხაკ, მიცანი? - გიცანი, თუუალა... მაშინვე გიცანი... თვალებით! აქაც კარგი სახელი გქვია, თიოლა...
მარტო ჰარალეს ხათრით? ჩვენ რას გვიპირებდი? ცუდი ხარ? 5 - რაო, რა თქვა ამ მდედრმა? რა არის პიქტოგრამები? – იკითხა ლეჰარმა. - ეს ჩვენი კოდის გასაღებია... – საქმიანი სახით აუხსნა თიოლამ. შემდეგ ხაკბერს მიუბრუნდა, - ხაკ, მიცანი? - გიცანი, თუუალა... მაშინვე გიცანი... თვალებით! აქაც კარგი სახელი გქვია, თიოლა...
მარტო ჰარალეს ხათრით? ჩვენ რას გვიპირებდი? ცუდი ხარ? 5
20. ეს თავი შენი ხათრით დარჩა საიტზე... და ამის წინაც, - რომ გაგეხსენებინა, რა ხდებოდა! ეს თავი შენი ხათრით დარჩა საიტზე... და ამის წინაც, - რომ გაგეხსენებინა, რა ხდებოდა!
19. მოკლედ, შენ რომ არ მოიფიქრო, ისეთი რაა?:) კარგია, თამრი!:) მარა, გული მიგრძნობს ის ვარდისფერ სითხეში გაჩენილი ლეჰარი, რაცხა აბდლურს იზამს.:) მოკლედ, შენ რომ არ მოიფიქრო, ისეთი რაა?:) კარგია, თამრი!:) მარა, გული მიგრძნობს ის ვარდისფერ სითხეში გაჩენილი ლეჰარი, რაცხა აბდლურს იზამს.:)
18. კაი, ახლა 15-20 წუთი წყვეტს ვითომ რამეს? :-?
და თანაც, ახლა პატარა ბიჭებია მოდაშიო.... :)) მე კი არ მჯერა, მაგრამ... ბოროტი ხმები ამბობენ და... მეც თავს ვუქნევ ასკილის ტოტივით! :))) კაი, ახლა 15-20 წუთი წყვეტს ვითომ რამეს? :-?
და თანაც, ახლა პატარა ბიჭებია მოდაშიო.... :)) მე კი არ მჯერა, მაგრამ... ბოროტი ხმები ამბობენ და... მეც თავს ვუქნევ ასკილის ტოტივით! :)))
17. ოფ, არ მიყვარს მე პატარა ბიჭები :)) დაეცადა თიოლას, ჯერ ის კოლბა გამსკდარიყო, რა წესია ახლა ეს? :D
ოფ, არ მიყვარს მე პატარა ბიჭები :)) დაეცადა თიოლას, ჯერ ის კოლბა გამსკდარიყო, რა წესია ახლა ეს? :D
16. თიოლა ძალიან შემიყვარდა, გაიხარეთ ქ-ნო თამარ! გაგრძელებას ველიიიიი თიოლა ძალიან შემიყვარდა, გაიხარეთ ქ-ნო თამარ! გაგრძელებას ველიიიიი
15. რა ცოტა იყო? მაგრამ რაკი დაიწყო უკვე აღარ ვჩივი:) ერთი სული მაქქვს ვარფიმზე რა მოხდება...;) +777 რაღათმაუნდა... რა ცოტა იყო? მაგრამ რაკი დაიწყო უკვე აღარ ვჩივი:) ერთი სული მაქქვს ვარფიმზე რა მოხდება...;) +777 რაღათმაუნდა...
14. ძალიან ლამაზია...... ველი გაგრძელებას....:) ძალიან ლამაზია...... ველი გაგრძელებას....:)
13. ახლაღა მიხვდა პატარა, რომ მისი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდებოდა და შიშით მოიბუზა. მხოლოდ მაშინ დამშვიდდა, როცა ყველა მაღალი არსება ოთახიდან გავიდა. ისევ იმ გათხელებულ კოლბასთან მივიდა, საიდანაც მის ყოველ მოქმედებას აკვირდებოდა პატარა შავთვალა ვარფიმელი. მაგარი საყვარლები არიან...შავთვალა მითუმეტეს...:)
ამ კედელთან საწოლები იდგა. პატარები ჩაწვნენ და ტკბილად დაიძინეს. მაგარი ხარ თამრო...:) :-* 555555555555 ახლაღა მიხვდა პატარა, რომ მისი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდებოდა და შიშით მოიბუზა. მხოლოდ მაშინ დამშვიდდა, როცა ყველა მაღალი არსება ოთახიდან გავიდა. ისევ იმ გათხელებულ კოლბასთან მივიდა, საიდანაც მის ყოველ მოქმედებას აკვირდებოდა პატარა შავთვალა ვარფიმელი. მაგარი საყვარლები არიან...შავთვალა მითუმეტეს...:)
ამ კედელთან საწოლები იდგა. პატარები ჩაწვნენ და ტკბილად დაიძინეს. მაგარი ხარ თამრო...:) :-* 555555555555
12. რატომ არარ ელოდი? ხომ გითხრეს, "დაბრუნდება და თავად გააგრძელებსო?" ჰოდა გავაგრძელე! :)))))))) :-* რატომ არარ ელოდი? ხომ გითხრეს, "დაბრუნდება და თავად გააგრძელებსო?" ჰოდა გავაგრძელე! :)))))))) :-*
11. ვაი მეე,მე აღარ ველოდი გაგრძელებს. თიოლა-რა თბილად ითქმის ,საფერებლად:) ვაი მეე,მე აღარ ველოდი გაგრძელებს. თიოლა-რა თბილად ითქმის ,საფერებლად:)
10. ეგ ხაკბერი , მიმატყეპინა მოვისვებებდI ეხლა:) ეხლა რომ დადებ ცოტა მეტი დადე თამარ:) ხომ იცი ძალიან მაინტერესებს , რეები მოხდა მანდ:) არა ეს ლეჰარი საოცრად კარგი ბიჭი სჩანს:) ეგ ხაკბერი , მიმატყეპინა მოვისვებებდI ეხლა:) ეხლა რომ დადებ ცოტა მეტი დადე თამარ:) ხომ იცი ძალიან მაინტერესებს , რეები მოხდა მანდ:) არა ეს ლეჰარი საოცრად კარგი ბიჭი სჩანს:)
8. დამაინტერესა. თუმცა წინა თავები არ წამიკითხავს ჯერ. დამაინტერესა. თუმცა წინა თავები არ წამიკითხავს ჯერ.
7. თიოლა...ლეჰარი...ხაკბერი... ;;) რაღაც სამკუთხედი იქმნება უკვეე ;) :))) ჰო და ეს თვალის ფერი, ყველა პლანეტაზე ერთიდაიგივე რომ რჩება თეოსთვის, მაფიქრებინებს რომ...თუმცა ჯობია ავტორს დაველოდოთ ... :-* საინტერესო თავი იყო :) 555! თიოლა...ლეჰარი...ხაკბერი... ;;) რაღაც სამკუთხედი იქმნება უკვეე ;) :))) ჰო და ეს თვალის ფერი, ყველა პლანეტაზე ერთიდაიგივე რომ რჩება თეოსთვის, მაფიქრებინებს რომ...თუმცა ჯობია ავტორს დაველოდოთ ... :-* საინტერესო თავი იყო :) 555!
6. თამრო, თვალები მერუჭება...მერე შემოვალ და წავიკითხავ...:-* თამრო, თვალები მერუჭება...მერე შემოვალ და წავიკითხავ...:-*
5. 3. აბა შენ იცი, გუგუა... ისე, 17 თავის წაკითხვა ერთად - არაა ადვილი... თანაც, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს სულ სხვა სტილისა და ინფორმაციის მატარებელი რომანია.
4. არა, მიშა, პროტოტიპები კი არ გეცნო, წინა თავებიდან გაგახსენდა თავად ეს პერსონაჟები... და თუ გეცნო კიდეც, - მთლად უკეთესი, ეს ხომ დეტექტივი არ არის, რომ ბოლო გვერდამდე ვერ მიხვდე, ვინ - ვინაა? :)) :)))))))))))) და თქვენივე ნებართვით, ამის შემდეგ რომანს იმ სათაურს დავაწერ-ხოლმე, რომელიც სინამდვილაეში აქვს მას: "შ ო რ ი ა დ ე დ ა მ ი წ ა მ დ ე ..." 3. აბა შენ იცი, გუგუა... ისე, 17 თავის წაკითხვა ერთად - არაა ადვილი... თანაც, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს სულ სხვა სტილისა და ინფორმაციის მატარებელი რომანია.
4. არა, მიშა, პროტოტიპები კი არ გეცნო, წინა თავებიდან გაგახსენდა თავად ეს პერსონაჟები... და თუ გეცნო კიდეც, - მთლად უკეთესი, ეს ხომ დეტექტივი არ არის, რომ ბოლო გვერდამდე ვერ მიხვდე, ვინ - ვინაა? :)) :)))))))))))) და თქვენივე ნებართვით, ამის შემდეგ რომანს იმ სათაურს დავაწერ-ხოლმე, რომელიც სინამდვილაეში აქვს მას: "შ ო რ ი ა დ ე დ ა მ ი წ ა მ დ ე ..."
4. 55555 საინტერესოა ეს დაგვიანებული, მაგრამ ლოგიკური გაგრძელება. თამრიკოს თხრობაში იოლად არაფერი შეეშლება, უკვე გამოწრთობილი ხელით წერს! ოღონდე პერსონაჟთა პროტოტიპოები მეცნო ძალიან იოლად :) და, არ ვიცი, ეს კრგია თუ ცუდი ამ ფანტასტიკური რომანისითვის! მოკითხვები მომიფენია შენსკენ! 55555 საინტერესოა ეს დაგვიანებული, მაგრამ ლოგიკური გაგრძელება. თამრიკოს თხრობაში იოლად არაფერი შეეშლება, უკვე გამოწრთობილი ხელით წერს! ოღონდე პერსონაჟთა პროტოტიპოები მეცნო ძალიან იოლად :) და, არ ვიცი, ეს კრგია თუ ცუდი ამ ფანტასტიკური რომანისითვის! მოკითხვები მომიფენია შენსკენ!
3. მეც სუუუულ თავიდან უნდა დავიწყო :) მეც სუუუულ თავიდან უნდა დავიწყო :)
2. ოფ! ამისთვის საფუძვლიანად უნდა მოვემზადო და საღამოს ჩავუჯდე :) ;) :-* ოფ! ამისთვის საფუძვლიანად უნდა მოვემზადო და საღამოს ჩავუჯდე :) ;) :-*
1. მთავარია, მე-19 თავამდეც ამხელა პაუზა არ დაიჭირო... კარგია... ყოჩაღ! 5 მთავარია, მე-19 თავამდეც ამხელა პაუზა არ დაიჭირო... კარგია... ყოჩაღ! 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|