(მეორა მიძღვნა ილტოსპირელს)
ლაღის არწივის მგვანაო, ყელს შაგხდომია შანაო, წაწლისად ყოილ გიხდების, მტრისთვის ნალესი დანაო. გრძნობა მომდგარი ბაგეზე, ვმალე და ვეღარ ვმალაო, ილტოსპირს როცა იქნები, შამეხმიანე ხანაო, ვადიდოთ ჩვენი წყალ-ჭალა, ჩვენი ბალღობის ლალაო, იმ რჯულ-კანონით იცხოვრე, რაც მამამ დაგიბარაო! სადა ხარ ფშავლის გაზრდილო, ფშაურ მადლს ვენაცვალები, მენაც თავს მადგა ნიადაგ, დედის ფოფინა თვალები. დრო-ჟამით ფერგადასული, ცრემლებით ნაელვარები. ნაავდრალ ივრის ტოტივით მეც მთიდან მოვექანები, მეც ილტოს წყალთან გავშალე ჩემი ცხვარ-ძროხის ფარები, იქ სადაც ფართედ გახსნილა დიდი პანკისის კარები. გულს დამრჩა სევდა-ანდერძად მთის ხატის დანაბარები: ”არ დაივიწყო სამსხვერპლო, მამა-პაპათა ძვალები, თორემ მოვლენ და წაგლეკვენ, წავალ-მოვალა ქარები.” ახმეტის მიწის სიწმინდე, გულზე მალამოდ მეფონა, აქ მკვდარიც კი გაცოცხლდება, თავი სიზმარში მეგონა, ახლაც ტანს მივლის ჟრუანტლად, ამ კუთხის დიდი წარსული, მის ყოველ გოჯზე დაინთხა სისხლი რამდენი ქართული, რომ ყოფილიყო მთა-ბარი, უტეხი, წელგამართული. მოველ და ვერ შეველეი, დედის სურნელი ვიცანი, მოვკვდი და გულზე მაყარეს მისი ნაკურთხი მიწანი, კვლავ დაბადება მომინდა, გავტეხე კუბოს ფიცარი, დღეს მთასთან ერთად ახმეტა გულში მყავს დასაფიცარი. მოდი, სადა ხარ, გეძახი, არავინ არ გამაგონა, სადმე ცივ ფშასთან ჩამოვსხდეთ, გალაღდი, რამ დაგაღონა, ერთად დავმღეროთ, დავუკრათ ჩონგურია თუ გარმონა, იმ დიდ სიყვარულს ვუმღეროთ, რამაც სამშობლოს გვამონა. თორემ ხომ იცი, საწუთრო, რა ტკბილ-მწარეთა მქნელია, სადაც სიცოცხლით გვალაღებს იქვე სამარის მთხრელია. ეს სიბრძნე მამა-პაპური არ ახალია , ძველია.
თქვენ რაინდებო, არაგვისანო....
(ნოდარ თეთრაშვილს, კახა ნამგალაურსა და ბესო თანდაშვილს)
ასეთ ბიჭებს შობს მიწა ქართული, მერე ამ მიწას თავს ეველებიან, გულზე გვაყრიან სიცოცხლის სხივად ვაჟკაცურ ღიმილს, წრფელს და ვნებიანს. რა მადლი მოსავს ღვთისმშობლის მიწას, ამ სილამაზით გვახარებს როცა? ჩვენი წარსული და მომავალი ამ ავაზების მხრებიდან მოჩანს. თქვენ რაინდებო, არაგვისანო, ჩაგსახლებიათ თვალებში ზეცა, იმ სისხლიდან ხართ დაბადებულნი, მტერმა კრწანისთან კალოდ რომ ლეწა. მიესალბუნეთ ერის ჭრილობებს, მაგ ლამაზ მხრებით ექმენით სვეტად, ნუ დაამადლით მაგ სუნთქვა -სურნელს, უფალმა თქვენთვის რაც გაიმეტა! წმინდა გიორგის ძუძუმტეებო, წამებულ ძმათა ხატ -სახეებო, აყვავებულო ტრფობის რტოებო, ერის სიცოცხლის ძელქვა-ხეებო! თქვენს აზვირთებას ელის ქვეყანა, აბჯარი ბნელში დაჟანგებულა, მხარ-მკლავი გშვენით ამირანისა, თვალს მოუხდება გზნება მგლებურად! მოდით დიდგორთან, გელით დიდება, შემოკრბით დიდი მეფის კარავთან, თქვენს შემართებას და თავდადებას დედაუფლისა დაიფარავდა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
25. ორივ ლექს მამეწონა! ორივ ლექს მამეწონა!
24. ერთი საოცარი მეგობარი მყავს, ცოცხალი ენციკლოპედია. იმას რომ ეს ლექსი წაეკითხა (პირველი) ზუსტად ასე იტყოდა : _ შენი ჭირიმე ! _ თან მარცხენა თვალის ქუთუთო აუთამაშდებოდა. ასე ემართება, როცა რაიმე კარგს წაიკითხავს. ძალიან მომეწონა პირველი ლექსი.
"ლაღის არწივის მგვანაო, ყელს შაგხდომია შანაო, წაწლისად ყოილ გიხდების, მტრისთვის ნალესი დანაო. გრძნობა მომდგარი ბაგეზე, ... "მოვკვდი და გულზე მაყარეს მისი ნაკურთხი მიწანი, კვლავ დაბადება მომინდა, გავტეხე კუბოს ფიცარი,"
კარგია ! :) პატივისცემით: ტენდი
ვმალე და ვეღარ ვმალაო," ერთი საოცარი მეგობარი მყავს, ცოცხალი ენციკლოპედია. იმას რომ ეს ლექსი წაეკითხა (პირველი) ზუსტად ასე იტყოდა : _ შენი ჭირიმე ! _ თან მარცხენა თვალის ქუთუთო აუთამაშდებოდა. ასე ემართება, როცა რაიმე კარგს წაიკითხავს. ძალიან მომეწონა პირველი ლექსი.
"ლაღის არწივის მგვანაო, ყელს შაგხდომია შანაო, წაწლისად ყოილ გიხდების, მტრისთვის ნალესი დანაო. გრძნობა მომდგარი ბაგეზე, ... "მოვკვდი და გულზე მაყარეს მისი ნაკურთხი მიწანი, კვლავ დაბადება მომინდა, გავტეხე კუბოს ფიცარი,"
კარგია ! :) პატივისცემით: ტენდი
ვმალე და ვეღარ ვმალაო,"
23. მომეწონა ორთავე ლექსი, პანკისშიც ვყოფილვარ, , 555 მომეწონა ორთავე ლექსი, პანკისშიც ვყოფილვარ, , 555
22. ასეთ ბიჭებს შობს მიწა ქართული!!!
მართლაც!!! და ასეთი ვაჟკაცების მხრებზე დგას საქართველო ასეთ ბიჭებს შობს მიწა ქართული!!!
მართლაც!!! და ასეთი ვაჟკაცების მხრებზე დგას საქართველო
20. ქართული სული იგრძნობა თქვენს ლექსებში. 5!ბრავო ქართული სული იგრძნობა თქვენს ლექსებში. 5!ბრავო
19. პირველი მიძღვნა ილტოსპირელის ლექსის კომენტარებში ვნახე და იქვე გამოვხატე ჩემი აღფრთოვანება :) მეორე ეხლა წავიკითხე... მიშას დავესესხები, მართლაც "ხმავაჟკაცური სტრიქონებია"!!! :) 555! პირველი მიძღვნა ილტოსპირელის ლექსის კომენტარებში ვნახე და იქვე გამოვხატე ჩემი აღფრთოვანება :) მეორე ეხლა წავიკითხე... მიშას დავესესხები, მართლაც "ხმავაჟკაცური სტრიქონებია"!!! :) 555!
17. ნეტავ იცოდე ელდარ, როგორ მომწონს შენი ლექსები და შენი შემოქმედება სრულად!!! კარგი ჩემგან აქ!!! გაიხარე შენა!!! ნეტავ იცოდე ელდარ, როგორ მომწონს შენი ლექსები და შენი შემოქმედება სრულად!!! კარგი ჩემგან აქ!!! გაიხარე შენა!!!
16. კარგია მომეწონა ძალიან კარგია მომეწონა ძალიან
15. ძალიან ! ! !
:) 5...
კარგი ავტორი ხართ, სიამოვნებით ვკითხულობ თქვენს ლექსებს :) ძალიან ! ! !
:) 5...
კარგი ავტორი ხართ, სიამოვნებით ვკითხულობ თქვენს ლექსებს :)
14. კარგი ხარ +5 კარგი ხარ +5
13. ძალზედ შთამბეჭდავია!ილტოსპირელს მართლა ეკუთვნის ერთი ლექსი! ძალზედ შთამბეჭდავია!ილტოსპირელს მართლა ეკუთვნის ერთი ლექსი!
12. უბრალოდ აღარ გავიმეორე, ის დამახასიათებელი მუხტი და ემოციურობა, რაც ძირითადად ახლავს ამ გვერდს უბრალოდ აღარ გავიმეორე, ის დამახასიათებელი მუხტი და ემოციურობა, რაც ძირითადად ახლავს ამ გვერდს
11. მიყვარს აქაური სისუფთავე ;;) მიყვარს აქაური სისუფთავე ;;)
10. ”არ დაივიწყო სამსხვერპლო, მამა-პაპათა ძვალები, თორემ მოვლენ და წაგლეკვენ, წავალ-მოვალა ქარები.” სიმართლე...
აყვავებულო ტრფობის რტოებო, ერის სიცოცხლის ძელქვა-ხეებო! მიყვარს როცა ასე ეფერებიან მომავალ თაობას...:) და მთავარი, ყოველ აბზაცში იგრძნობა სამშობლოს სიყვარული... ”არ დაივიწყო სამსხვერპლო, მამა-პაპათა ძვალები, თორემ მოვლენ და წაგლეკვენ, წავალ-მოვალა ქარები.” სიმართლე...
აყვავებულო ტრფობის რტოებო, ერის სიცოცხლის ძელქვა-ხეებო! მიყვარს როცა ასე ეფერებიან მომავალ თაობას...:) და მთავარი, ყოველ აბზაცში იგრძნობა სამშობლოს სიყვარული...
9. ლამაზად გარითმული ფანტაზიები დაისი. 2010-07-10 08:48:25
განა რითმებისა და ფანტაზიის გარდა სხვა არაფერია აქ? ლამაზად გარითმული ფანტაზიები დაისი. 2010-07-10 08:48:25
განა რითმებისა და ფანტაზიის გარდა სხვა არაფერია აქ?
8. ლამაზად გარითმული ფანტაზიები ლამაზად გარითმული ფანტაზიები
7. ხო, პირველი ჯობია, თუმცა არც მეორე ლექსია ურიგო... 5 ხო, პირველი ჯობია, თუმცა არც მეორე ლექსია ურიგო... 5
6. რა უნდა ვთქვა, მადლობის მეტი?! გაიხარე, შატილიონო, ასეთი ალალამართალი და ხმავაჟკაცური სტრიქონებისთვის! წრფელად წერ - ჭეშმარიტად მიხარია! 5 რა უნდა ვთქვა, მადლობის მეტი?! გაიხარე, შატილიონო, ასეთი ალალამართალი და ხმავაჟკაცური სტრიქონებისთვის! წრფელად წერ - ჭეშმარიტად მიხარია! 5
5. ირაკლის ვეთანხმები, მართლაც მასეა და თან ისეთი წასაკითხია, სასიამოვნო და ემოციით, რომ მოგანდომებს წაკითხვას. ირაკლის ვეთანხმები, მართლაც მასეა და თან ისეთი წასაკითხია, სასიამოვნო და ემოციით, რომ მოგანდომებს წაკითხვას.
4. ორივ მამწონს და პირველი უფრო ძალიან, ძალიან... ორივ მამწონს და პირველი უფრო ძალიან, ძალიან...
2. მაგარი კაცური მიძღვნაა... მაგარი კაცური მიძღვნაა...
1. 1 უფრო მომეწონა.გახიარეთ. ვაჟკაცურ ღიმილს, წრფელს და ვნებიანს. აი ეს ვნებიანმა ღიმილმა მომჭრა ყური,მეტი შენიშვნა არ მაქვვს.
5 1 უფრო მომეწონა.გახიარეთ. ვაჟკაცურ ღიმილს, წრფელს და ვნებიანს. აი ეს ვნებიანმა ღიმილმა მომჭრა ყური,მეტი შენიშვნა არ მაქვვს.
5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|