 | ავტორი: გოგონა ჟანრი: პროზა 16 ივლისი, 2010 |
დღეს ჩემთან ცივა. ხვალ რომ შენთანაც აცივდეს,ეს ჩემი ბრალი იქნება ?
ორსულად არიან შენი მუზები, გინეკოლოგი არაპროფესიონალია,მაგრამ ერთადერთია, რომელიც უფასოდ ემსახურება ღარიბებს. ის ვერ გეუბნება, როდის გიწევს მშობიარობა, რომ მოემზადო მაინც. ათასი რამეა საჭირო, შენც ხომ იცი?! ორსულობის დროს, კაპრიზულები და უხასიათოები არიანო. დეპრესიაშიც ვარდებიან და ხანდახან ისეთი სურვილები უჩნდებათ, თუ პიროვნება ძლიერი არ ხარ, შეიძლება თავიც მოიკლაო. ასეთი მძიმე პერიოდები, საშინელი ასატანია. მშობიარობაც არ უნდა იყოს ადვილი. ყოველ შემთხვევაში, წყლების დაღვრიდან, გინეკოლოგის სკამამდე და მერე პირველი გაჭინთვა. დილას ჩვეულებრივ იღვიძებ. თვალებს ახელ და ელოდები შეგრძნებებს, ემოციებს. ნეტა დღეს როგორ ხასიათზე ხარ? რამე გტკივა? გაწუხებს რამე? რა გაქვს გასაკეთებელი, რა გეზარება. კომიდან გამოსულივით ათვალიერებ შენი ოთახის ზეპირად ნასწავლ კედლებს, ჭერსაც. იატაკზე ეძებ ჭიანჭველას, რომელიც ვერაფრით გაიმეტე მოსაკლავად. ესეც ფეხმძიმური წიკია. შენს მუზებს იმხელა მუცელი აქვთ, ზურგზე მწოლიარე, ვერ ხედავ შენს ფეხის თითებს. მხოლოდ მარცხენა, ცერა თითს, ისიც იმიტომ, რომ მარჯვენაზე ოდნავ დიდია. 4 წუთის და 73 წამის მერე, უკვე იცი – ჭამა არ გინდა, იმიტომ რომ რაც შენ გშია, ის ბუნებაში არ არსებობს. გტკივა თავის მარჯვენა ნაწილი და კეფაც ცოტათი. თვალებს დღეს ეზარებათ მუშაობა. დგები, გარეთ არ ცივა, ამიტომ იცვამ შენს თხელ სარაფანს, თითქმის გამჭვირვალეს, კოჭამდე რომ გწვდება, გრძელ წითურ თმას ისე იკრავ, სარკეში არც იყურები. შენს მოწყენილ სახეზე, მხოლოდ ჭორფლები იღიმიან, ცხვირზე და ლოყის რაღაც ნაწილზე რომ გაქვს. საწოლს არ ალაგებ, გადიხარ ოთახიდან პირდაპირ ბაღში. ტერფმძიმე მუზებს ანებივრებ თეთრი ვარდების ყურებით, გახურებული ტერფებით აშრობ ცვრიან ბალახს, კრიფავ ალუბლებს, რომლებსაც, როგორც წესი, არ შეჭამ. მიდიხარ ნუშის ხესთან, ჯდები, მზერას ტოტებში ხლართავ და თვალის უპეებს ასველებ მლაშე წყლით. სადინარი არხის წყალობით, გენამება ლოყებიც, ნიკაპი, კისერი, ლავიწის ძვალი და მანდ ორთქლდება. 1 წვეთი აღწევს მკერდამდე, რომელსაც სარაფნით იშრობ. სარაფანზე რჩება შენი მიწიანი ხელის კვალი. მერე თვალებს ხუჭავ, თავს მარჯვნივ ხრი და უსმენ ჩიტებს, სულ ერთნაირად რომ ჭიკჭიკებენ. უკვე ზეპირად იცი, შეგიძლია აყვე კიდევაც, გულში. არაფერზე ფიქრობ, იმიტომ რომ, განცხადება დაწერე ამ ფუნქციის ჩამორთმევაზე. რათქმაუნდა არავის ჩამოურთმევია. მაგრამ შენსას არ იშლი, ძალიან გიყვარს თავის მოტყუება. წვები ნაძვებს შორის გაბმულ ჰამაკში და იწყებ იმ სიმღერის ღიღინს, რომელსაც ვერ იტან, იმიტომ რომ სულ გინდოდა ვინმეს შენთვის ემღერა, მაგრამ არავინ გიმღეროდა. აგიკრძალეს ყავის სმა, მაგრამ ყოველ დილას მაინც ისხამდი დიდ, გამჭვირვალე ჭიქაში, არომატის გაქრობამდე ყნოსავდი და მერე საკუთარ ხელებზე ნიკაპჩამოდებული უყურებდი ჭიქის იქეთა სივრცეს, რომელიც შენდა უნებურად, ყავის ფრად იღებებოდა. დღეს გადაწყვიტე ეს აკრძალვაც ნებადართულებში გადაგეტანა და ზუსტად ტუჩის კიდეზე გქონდა გახურებული ჭიქა მიდებული, გინეკოლოგმა დაგირეკა. არასოდეს დაურეკევას აქამდე. უცნაური სიზმარი ვნახე და დღეს მოდიო. გამოცვლა არც გიფიქრია, ჩუსტები ჩაიცვი და წახვედი. გზაში იგრძენი, რომ შენმა მუზებმა წყლები დაღვარეს. ანერვიულდი, აჩქარდი ცოტა, ფიქრიც დაიწყე, გეშინია, რომ ვერ მოასწრებ მისვლას. ფიქრი, რომელიც თვითონ მეორდება შენს გონებაში არის: „მშობიარობას რომ გადაყვნენ?“ და გაჟრიალებს, არც ძალა გაქვს, რომ რამე სხვაზე იფიქრო. გონებას კარგავ, თვალების დახუჭვის წინ, ხედავ საზიზღარი ფერის შპალერს, რომელიც მხოლოდ შენი გიინეკოლოგის ოთახშია. კომაში მყოფს, საიდანღაც გესმის სიტყვები: „კი, ცოცხალია, ჯანმრთელიც, მაგრამ თვალებს ვერ ვახელინებთ.“ შენნაირი მშიშარა შვილი შეეძინათ შენს მუზებს. არ უნდა თვალის გახელა, არ უნდა დაინახოს. შენ კი ამბობ: „მე კომაში ვარ, არ შეიძლება რამე მესმოდეს.“ იკეტები თავის მოტყუებაში და ეს ისე კარგად გამოგდის, მართლა აღარ გესმის აღარაფერი. ღელავ მუზებზე, არ იცი ისინი როგორ არიან. ღმერთმა არ ქნას, მშობიარობას გადაყოლოდნენ. მაგრამ შენ კომაშ ხარ, არ შეიძლება რამე გესმოდეს.
დღეს ჩემთან ცივა. ხვალ რომ შენთანაც აცივდეს, ეს ჩემი ბრალი იქნება? (!)
16.07.10. 13:23
გვეძღვნება მე და ანანოს .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ლამაზია გამათბო +2 ლამაზია გამათბო +2
7. ორსულად არიან შენი მუზები, გინეკოლოგი არაპროფესიონალია,მაგრამ ერთადერთია, რომელიც უფასოდ ემსახურება ღარიბებს. ++++ :) ორსულად არიან შენი მუზები, გინეკოლოგი არაპროფესიონალია,მაგრამ ერთადერთია, რომელიც უფასოდ ემსახურება ღარიბებს. ++++ :)
6. მუზების ორსულობა თავისებური პრობლემაა, შენ არ ინერვიულო !... არის აქ კარგი რამეები, მაგალითად ნეკრორეალიზმის საფუძვლები და ეს უკვე კარგია , იმდენად რამდენადაც შენ იგრძნობ. მაგრამ აი თუ კომაში ხარ და არ გესმის მაშ ტყუილად მიწერია ამხელა ტექსტი !... ხაარ კომაში ?... არაა ?... 5. მუზების ორსულობა თავისებური პრობლემაა, შენ არ ინერვიულო !... არის აქ კარგი რამეები, მაგალითად ნეკრორეალიზმის საფუძვლები და ეს უკვე კარგია , იმდენად რამდენადაც შენ იგრძნობ. მაგრამ აი თუ კომაში ხარ და არ გესმის მაშ ტყუილად მიწერია ამხელა ტექსტი !... ხაარ კომაში ?... არაა ?... 5.
5. მომეწონა, კარგად და საინტერესოდ წერთ... წარმატებები! 55555 მომეწონა, კარგად და საინტერესოდ წერთ... წარმატებები! 55555
4. კორექტურა, ასევე არის სხვა ხარვეზები. სრულად კი დამაკმაყოფილებელი ნაწერია!!! წინსვლას გისურვებ!!! გაიხარე შენა!!! კორექტურა, ასევე არის სხვა ხარვეზები. სრულად კი დამაკმაყოფილებელი ნაწერია!!! წინსვლას გისურვებ!!! გაიხარე შენა!!!
3. აქ რაღაც ძალიან დიდი იმალება, მჯერა. მომეწონა :) აქ რაღაც ძალიან დიდი იმალება, მჯერა. მომეწონა :)
2. ჰო, თავისებური ნაწერია! გაიხარეთ ორივემ! 5 ჰო, თავისებური ნაწერია! გაიხარეთ ორივემ! 5
1. გაიხარეთ თქვენც და ანანომაც. კარგად წერთ. გაიხარეთ თქვენც და ანანომაც. კარგად წერთ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|