 | ავტორი: თამარ ბუკია ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 28 ივლისი, 2010 |
(მაპატიეთ, თუ უფრო ვრცელ ნაწილებად არ ვდებ... აქ მცირე პროზა უფრო ფასდება და კითხულობენ კიდეც...)
გათენდა. პატარებმა გაიღვიძეს და ხელჩაკიდებულნი დადგნენ ოთახის ცენტრში, - ელოდნენ, როდის მოვიდოდა ვარფიმელი მდედრი მათ წასაყვანად.
თიოლამ შენიშნა, რომ კიდევ ერთი კოლბა იყო გასახეთქად მზად. - ლეჰარ, შეხედე... კიდევ ერთი იბადება... - ჰო, ეს მუკაა... - მუკა... მდედრია თუ მამრი? - მამრი უნდა იყოს. ასე მახსოვს!
ამის თქმა და კოლბის ჩახევა ერთი იყო... წყლის ნაკადმა მუკა კოლბიდან გადმოაგდო და იატაკს დაანარცხა. დიდი შავი თვალები ააფახულა მუკამ, წვრილი ხელები მუხლებზე შემოიხვია და თიოლას მიაჩერდა. თიოლამ ხელი გაუწოდა და წამოდგომაში მიეხმარა. - შენ სულ აქ იყავი? მე არ მახსოვხარ... იმ კოლბაში სხვა უნდა ყოფილიყო... – თქვა მუკამ წიკვინა ხმით. - ვინ? – იკითხა თიოლას ნაცვლად ლეჰარმა. - სხვა მდედრი... შავი თვალებით. - მე რა ფერის მაქვს თვალები? - არ ვიცი, რა ქვია ამ ფერს... არ უთქვამთ... მაგრამ შავი არ არის.... სხვანაირია... - ძალიან ცუდი ფერია? - არა... ძალიან ლამაზი, მაგრამ სხვანაირი.
ამის გაგონებაზე ლეჰარი და ხაკბერი თიოლას მიუახლოვდნენ და თვალებში ჩააშტერდნენ... ხაკბერმა ჯერ ცალი თითით მოსინჯა თიოლას თვალი, შემდეგ თავი ახლოს მიუტანა და ენა აუსვა, - ოდნავ მლაშე გემო იგრძნო. - არ არის გემრიელი... - უნდა შეგეჭამე? – იკითხა შეშინებულმა თიოლამ. - არა... გემრიელი არ ხარ... - ლამაზია და ნუ იქნება გემრიელი, მერე რა? – მუკაც მიუახლოვდა და ცალი თითი ჩამოუსვა თვალზე, - სველია... - არ შემჭამოთ! – ხმა აუკანკალდა თიოლას. - არ შეგჭამენ... ნუ გეშინია... მე აქ ვარ... – თავი გამოიდო ლეჰარმა და თიოლა ზურგს უკან დაიყენა. - პატარებო, საჭმელად... – შემოვიდა ოთახში ვიღაც მდედრი და ოთხივე მეორე ოთახში გაყვანა დააპირა, - უი, მე სამი მითხრეს... შენ ვინ ხარ? რომელი კოლბიდან?
მდედრმა ახალი ჩანაწერი გააკეთა ჟურნალში: მუკა, მამრი, № № 7654198237.... შემდეგ ოთხივე გაიყვანა და თითო ტუბი მისცა ხელში: - ჭამეთ!
პატარებმა ტუბები რძიანი ბოთლებივით მოიყუდეს და წოვა დაუწყეს. ბოლომდე დაცალეს ტუბის შემცველობა. შემდეგ იმ მდედრს გაჰყვნენ, რომელმაც ერთ სახლში მიიყვანა. უზარმაზარ ოთახში სამი საწოლი იდგა. მალე მეოთხეც მოიტანეს და კეთელთან დადგეს.
ყველაზე მეტად ლეჰარი აქტიურობდა. ყველა ნიშაში შეიხედა, ყველა კარი გამოაღო... მეტი საცხოვრებელი ოთახი ვერ ნახა. იყო სააბაზანო, ტუალეტი და ერთიც უცნაური კაბინეტი, პულტებითა და ბევრი ღილაკით აღჭურვილი მაგიდით, უზარმაზარი ეკრანით კედელზე და კიდევ რაღაც უცნაური მოწყობილობით, რომელიც ოთახის კუთხეში იდგა. - ოთხივემ ერთ სახლში უნდა ვიცხოვროთ? – იკითხა ლეჰარმა. - ხო, ლეჰარ... – უპასუხა მდედრმა. - კარგია, მხიარულად ვიქნებით.
* * * სწრაფად გადიოდა დრო. პატარები ძალიან სწრაფად იზრდებოდნენ, მაღლდებოდნენ...
ზედამხედველები პატარებს 6 თვის განმავლობაში უვლიდნენ მხოლოდ, შემდგომში კი მხოლოდ აკვირდებოდნენ მათ მოქმედებას. ამ ზედამხედველებს ერთი რამ აოცებდათ, - ამ პატარების უცნაური ურთირთდამოკიდებულება. არც ერთ ვარფიმელს არაფრად მიაჩნდა სხვა მისი თანამოძმე, ესენი კი თვალებში შეჰყურებდნენ ერთმანეთს, საჭმელს არ ჭამდნენ ერთმანეთის გარეშე. ოთახის კუთხეში მდგარი უცნაური მოწყობილობა საჭმლის მიმღები აპარატი იყო. დღეში სამჯერ მიდიოდნენ პატარები ამ აპარატთან და ოთხ ცალ ტუბს იღებდნენ იქიდან. ტუბში რაღაც მსუყე მასა იყო ჩატუმბული. ეს საკვები იმდენად ნოყიერი იყო, რომ სრულიად უკმაყოფილებდათ შიმშილს.
კედელთან მიდგმული საწოლებიც ისე დადგეს, რომ თიოლა ამ სამი მამრის ცენტრში აღმოჩნდა. მოეწონა ასე ძილი, - თან სამივეს ხედავდა და თან სრულიად დაცულად გრძნობდა თავს.
გარეთაც ხელიხელჩაკიდებულნი დადიოდნენ: ლეჰარი და ხაკბერი შუაში ჩაიყენებდნენ-ხოლმე თიოლასა და მუკას და ისე გამოდიოდნენ გარეთ. ვარფიმელები გაოგნებულნი უყურებდნენ უცნაურფერისთვალებიან და მზისფერთმებიან პატარა მდედრს, რომელსაც სამი პატარა შავთვალა მამრი მოსდევდა გვერდით სრულიად სერიოზული სახეებით.
სამივე პატარა მამრს თიოლას ცნობისმოყვარეობა და ჩხირკედელა ბუნება აოცებდა. პირველყოვლისა, იმ კაბინეტში ყველა ღილაკი მოსინჯა და “აითვისა”. ერთ-ერთ ღილაკზე დაჭერისას უცნაური ვიბრაცია იგრძნეს ფეხქვეშ პატარებმა, - თითქოს იატაკი ვიბრირებდა. მერე ღილაკი ჩაქრა და ვიბრაციაც შეწყდა. - ეს რა იყო? – იკითხა ხაკბერმა. - არ ვიცი... - ქვემოთ რაღაც გაიხსნა... დიდი, მთელი იატაკის ზომისა, - მშვიდად თქვა მუკამ. - შენ რა იცი, მუკა?! - ჩემით მივხვდი... აი, აქ ვიცი, მაგრამ არ მახსოვს, საიდან, - მუკამ თავზე მიიდო ხელი. - მე აქ ვიღაც მელაპარაკება-ხოლმე, - ჩაერთო საუბარში ლეჰარი და მანაც თავზე მიიდო ხელი. - ვინ გელაპარაკება? - არ ვიცი... მაგრამ სულ მეკითხება, ჩემ ქვას რა უყავიო... - მერე? რა უყავი ქვას? - არაფერი... აქ მაქვს შენახული... – ლეჰარმა ჯიბიდან ამოიღო პატარა ქვა და თიოლას გაუწოდა. - შეინახე... არ დაკარგო! – უთხრა თიოლამ და ისევ ნათურებს მიუბრუნდა. მაგრამ ვიდრე სხვა ღილაკს დააჭერდა ხელს, ახლა ხაკბერი ალაპარაკდა: - მე აქ რაღაც სურათები მახსოვს... არ მახსოვს საიდან, მაგრამ... მახსოვს, - ხაკბერიც თავზე იკიდებდა ხელს. - რა სურათებია, ხაკ? - ის სურათები აქ არ არის... აქ არ არის ისეთი ბუნება. და კიდევ ვიღაცას ვხედავ... მდედრს... შენნაირი თვალები აქვს, მაგრამ შენ არ გგავს... არც თუუალას ჰგავს... - შენ რა გაქვს მანდ, თიოლა? – მუკა მიუახლოვდა და თიოლას დაადო თავზე ხელი. - მე? ვიღაც მამრის გამოსახულება მიჩნდება-ხოლმე თავში... ის მეუბნება, ნურაფრისა შეგეშინდებაო... მე შენთან მიგულეო... ის ძალიან შორსაა, მაგრამ თან ძალიან ახლოს... აქვე, სადღაც... და თეოს მეძახის. ვუთხარი, “თეო კი არა, თიოლა ვარ-მეთქი”, მაგრამ... მაინც თეო ვარ მისთვის. - და რას გეუბნება, ვინ არის? - არ ვიცი... მეორე დღეს ვიღაც დიდი მამრი მოვიდა და მათი ღილაკები დაბლოკა, როგორც აუხსნეს, 3 წლით. მიხვდნენ პატარები, რომ დაშვებულ ზღვარს გადაამეტეს.
დაბადებიდან ერთი წლის შემდეგ ოთხივეს დაურიგეს იარაღი, რომლის ერთი ბოლოც ვარფიმელთა დემატერიალიზაციისთვის, ხოლო მეორე ბოლო კი - დაშლილი ვარფიმელის მატერიალიზაციისთვის იყო განკუთვნილი. იარაღი, ტყვიის ნაცვლად, მხოლოდ უცნაური სხივის ნაკადს უშვებდა. ერთი ბოლოდან გამოსული სინათლე – კაშკაშა წითელი ფერისა იყო, მეორე კი – მომწვანო-ოქროსფერი. სწორედ ამ მომწვანო-ოქროსფერი სხივით ხდებოდა ვარფიმელთა მატერიალიზაცია.
პატარებმა არც დემატერიალიზაცია იცოდნენ და არც მატერიალიზაცია. ერთმანეთს მიუშვირეს იარაღები და ერთმანეთი გაანათეს... ზოგი წითელი სხივით აშუქებდა, ზოგიც მომწვანო-ოქროსფერით... არაფერი მომხდარა, არც ერთს არაფერი დამართია და მათაც შუქები გამორთეს. - ეს რად გვინდა? – იკითხა თიოლამ. - არ ვიცი, ალბათ სათამაშოდ... – უპასუხა ხაკბერმა და თიოლას თვალში ჩაანათა წითელი სხივი. - გაწიე, მეტკინა... - რატომ? – ახლა საკუთარ თვალში ჩაინათა წითელი სხივი, მაგრამ მაშინვე გამორთო, წვა იგრძნო თვალში.
ამ დროს ოთახში უფროსი მდედრი შემოვიდა, რომელიც ზედამხედველობდა პატარებს. ხაკბერმა მისკენ მიმართა იარაღი და... - არ ჩართო, გაგიჟდი? დავიშლები, - იყვირა მდედრმა და... გაქრა! - ეს რა ქენი, ხაკბერ, დაშალე? – შიშისგან გაუფართოვდა თვალები მუკას. - სწრაფად, მწვანე სხივი მივაშველოთ, - იყვირა თიოლამ, როცა მდედრის გაქრობა ნახა საკუთარი თვალებით. თავისი იარაღიდან მომწვანო-ოქროსფერი სხივი მიუშვირა და... მდედრიც უცებ გაჩნდა მათ წინ, თითქოს იატაკიდან ამოიზარდაო. - არასოდეს მოიქცეთ ასე! ჯერ არ იცით იარაღის მოხმარება... - როგორ არ ვიცით? რომ არ გვცოდნოდა, თქვენ დაშლილი დარჩებოდით, - სცადა მუკამ თიოლას ცოდნის წარმოჩენა. - და ისიც იცით, რომ შეიძლება ვეღარ მოგესწროთ ჩემი მატერიალიზება? - რატომ ვერ უნდა მოგვესწრო? შვიდი წამი ხომ გვქონდა?! - კარგი, ნუ ლაპარაკობ ბევრს! ჭამეთ უკვე? - კი, ვჭამეთ... - მაშინ აბა საწოლებში, დროზე! – თქვა ზედამხედველმა და ოთახიდან გავიდა.
(გაგრძელება იქნება, ალბათ!)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
43. ფანტასტიურია, მაგრამ ვერ გავიგე შეფასება რატომ არ შეიძლება? ფანტასტიურია, მაგრამ ვერ გავიგე შეფასება რატომ არ შეიძლება?
42. ძალიან საინტერესოა, თამრი!...:)))))))) ძალიან საინტერესოა, თამრი!...:))))))))
41. თამარ, ამას მომავლის ადამიანებზე ხომ არ წერ? თამარ, ამას მომავლის ადამიანებზე ხომ არ წერ?
40. თამარ, ამას მომავლის ადამიანებზე ხომ არ წერ? თამარ, ამას მომავლის ადამიანებზე ხომ არ წერ?
39. თამარ, ამას მომავლის ადამიანებზე ხომ არ წერ? თამარ, ამას მომავლის ადამიანებზე ხომ არ წერ?
38. თამარ, ამას მომავლის ადამიანებზე ხომ არ წერ? თამარ, ამას მომავლის ადამიანებზე ხომ არ წერ?
37. თამარ, ამას მომავლის ადამიანებზე ხომ არ წერ? თამარ, ამას მომავლის ადამიანებზე ხომ არ წერ?
36. თამარ, ამას მომავლის ადამიანებზე ხომ არ წერ? თამარ, ამას მომავლის ადამიანებზე ხომ არ წერ?
35. თამარ, ამას მომავლის ადამიანებზე ხომ არ წერ? თამარ, ამას მომავლის ადამიანებზე ხომ არ წერ?
33. ალბათ არ ვიცი მე... უნდა იყოს გაგრძელება : D ++ ალბათ არ ვიცი მე... უნდა იყოს გაგრძელება : D ++
32. პრივეტ, თამრი! (უცხო) ჩიტმა ამბავი მომიტანა, ბუკიამ წიგნი გამოსცაოოოო!!! გილოცამ(ვ) :) :) სამ დღეში თბილისში ვიქნები, უაცილებლად დაგიკავშირდები ან ტელეფონზე, ან მეილზე... "...Жди меня и я вернусь, только очень жди " :) გკოცნი. პრივეტ, თამრი! (უცხო) ჩიტმა ამბავი მომიტანა, ბუკიამ წიგნი გამოსცაოოოო!!! გილოცამ(ვ) :) :) სამ დღეში თბილისში ვიქნები, უაცილებლად დაგიკავშირდები ან ტელეფონზე, ან მეილზე... "...Жди меня и я вернусь, только очень жди " :) გკოცნი.
31. მოკითხვა თამარს.....
მოკითხვა თამარს.....
30. რა საინტერესოა! გაგრძელება აუცილლლლებელია, როგორც ახალი ზღაპარი მეორე საღამოს ბავშვისთვის! 555
და მოკითხვანი თამარს! რა საინტერესოა! გაგრძელება აუცილლლლებელია, როგორც ახალი ზღაპარი მეორე საღამოს ბავშვისთვის! 555
და მოკითხვანი თამარს!
29. მაგარია+777:) ველი გაგრზელებას... მაგარია+777:) ველი გაგრზელებას...
28. მდიდარი ფანტაზიით არის გაჯერებული... და საოცრად ხალისიანად იკითხება. გამიტაცა ნაწერმა და გაგრძელება მომინდა :) მდიდარი ფანტაზიით არის გაჯერებული... და საოცრად ხალისიანად იკითხება. გამიტაცა ნაწერმა და გაგრძელება მომინდა :)
27. ლამაზია და ნუ იქნება გემრიელი
როგორც ეზრა პაუნდი ამბობს: "ქალი თუ ლამაზია, რამდენიც უნდა ილაპარაკოს"... +5!!! მოკითხვა ქალბატონ თამარს! (მცირე მასშტაბის პროზას აწი ავითვისებ ხოლმე) ლამაზია და ნუ იქნება გემრიელი
როგორც ეზრა პაუნდი ამბობს: "ქალი თუ ლამაზია, რამდენიც უნდა ილაპარაკოს"... +5!!! მოკითხვა ქალბატონ თამარს! (მცირე მასშტაბის პროზას აწი ავითვისებ ხოლმე)
26. უცნაურფერისთვალებიან და მზისფერთმებიან პატარა მდედრს...
მიყვარს მეც თიოლაა:) თამრი, წიგნს გილოცავ. მიხარია და კიდევ ბეეევრ, ბეევრ წიგნს გისურვებ. გკოცნიიიიიიიიი უცნაურფერისთვალებიან და მზისფერთმებიან პატარა მდედრს...
მიყვარს მეც თიოლაა:) თამრი, წიგნს გილოცავ. მიხარია და კიდევ ბეეევრ, ბეევრ წიგნს გისურვებ. გკოცნიიიიიიიიი
25. ჩემო უცნაურო ქალბატონო!:) თაი,მე მიყვარს შენი თიოლა. ჩემო უცნაურო ქალბატონო!:) თაი,მე მიყვარს შენი თიოლა.
24. თამარ, ჩემსკენ რომ გამოივლი, ჯემალაი წამოიმძღვარიე თან :) თამარ, ჩემსკენ რომ გამოივლი, ჯემალაი წამოიმძღვარიე თან :)
23. უფრო სწორედ ვირთაგვები ,კი არა ვარფიმუკუნები:) და შენ სხვათა წევრი გახდი, გადადე რა პროზაში და დაამატეთ Eრი განყოფილება , შEუფასებელი პროზა, ყველას გაუხარდება , რამაგარ რაღაცცებს ვწერთ შეუფასებელიაო, აბა პროზა პროზაში არ უნდა იდოს? იგი სხვა , სხვა კი სხვაა , შუა უდევს დიდი ძღვარი:) უფრო სწორედ ვირთაგვები ,კი არა ვარფიმუკუნები:) და შენ სხვათა წევრი გახდი, გადადე რა პროზაში და დაამატეთ Eრი განყოფილება , შEუფასებელი პროზა, ყველას გაუხარდება , რამაგარ რაღაცცებს ვწერთ შეუფასებელიაო, აბა პროზა პროზაში არ უნდა იდოს? იგი სხვა , სხვა კი სხვაა , შუა უდევს დიდი ძღვარი:)
22. დიდი , პატარა ვირთაგვა ბავშვები სჩანან:) თამარ ერთი ცოთახნით დემატერერიალიზაცია გაუკეტე მაგ ხაკხერას, 6 წამით მაინც :) დიდი , პატარა ვირთაგვა ბავშვები სჩანან:) თამარ ერთი ცოთახნით დემატერერიალიზაცია გაუკეტე მაგ ხაკხერას, 6 წამით მაინც :)
21. რა ხალისია აქ ყოველთვის!!! თამარ გილოცავ წიგნს!!! ეს ერთი და სხვა მრავალი წარმატებები შენ!!! გაიხარე შენა!!! რა ხალისია აქ ყოველთვის!!! თამარ გილოცავ წიგნს!!! ეს ერთი და სხვა მრავალი წარმატებები შენ!!! გაიხარე შენა!!!
20. ძილში გევღვიძე და კიდვენ მუელ. რასდა მივაჭირო ხელი, რაფერ ვერ იგიხსენ ვერ ვხტები. ჩუუღმავდი ახლა რას დავწერ. ხუთი დავსწერედა იცოდე. 5. ასე დიგიწერე. ხო დავსწერე. რაისთვინ მაბრალეფ ტყვილეფს სწერო? 5-ს ვერ ხედავ თუ რა მჭირს? წევკითხე მეორე დღეს ვიღაც დიდი მამრი მოვიდაო მაქამდე, ხვალდა დავამთავრო. ვსიო. წიგნი ჰალალათ გიმიხარდა. მაიდა ვსვათ ძილში გევღვიძე და კიდვენ მუელ. რასდა მივაჭირო ხელი, რაფერ ვერ იგიხსენ ვერ ვხტები. ჩუუღმავდი ახლა რას დავწერ. ხუთი დავსწერედა იცოდე. 5. ასე დიგიწერე. ხო დავსწერე. რაისთვინ მაბრალეფ ტყვილეფს სწერო? 5-ს ვერ ხედავ თუ რა მჭირს? წევკითხე მეორე დღეს ვიღაც დიდი მამრი მოვიდაო მაქამდე, ხვალდა დავამთავრო. ვსიო. წიგნი ჰალალათ გიმიხარდა. მაიდა ვსვათ
19. აააჰჰ....უცხოპლანეტელები :D ძილ-ბურანში ვარ მე :)) აააჰჰ....უცხოპლანეტელები :D ძილ-ბურანში ვარ მე :))
18. ვარფიმელები... :)) სხვა რა არსება შეიძლება იყოს ვარფიმზე? :-? :))))))) ვარფიმელები... :)) სხვა რა არსება შეიძლება იყოს ვარფიმზე? :-? :)))))))
17. რა არსებები არიან? :D :D რა არსებები არიან? :D :D
16. ჯემალა,, მაგიჯებ თუ რაფრაა შენი საქმე? "სხვა" რომ არ ფასთება, არ უთმიათ მაი ამბავი? მიაჭირე აბა ხელი, თუ გამუა რამე?! ისე არ იქნენ შენი მტრები და ჩემი დამაწყევრები! =)) =)) ჯემალა,, მაგიჯებ თუ რაფრაა შენი საქმე? "სხვა" რომ არ ფასთება, არ უთმიათ მაი ამბავი? მიაჭირე აბა ხელი, თუ გამუა რამე?! ისე არ იქნენ შენი მტრები და ჩემი დამაწყევრები! =)) =))
15. ხუთი დავსწერედა იცოდე, 5, აჰა გიგიკოპირე, მედა წევდე პირველ კლასში თუ შენ? გემეჯიბრე=)) ხუთი დავსწერედა იცოდე, 5, აჰა გიგიკოპირე, მედა წევდე პირველ კლასში თუ შენ? გემეჯიბრე=))
14. უუფ, დიდი მადლობელი, ჯემალა.... ჩეგეფუნჩხე ყიაში! :))))))) უუფ, დიდი მადლობელი, ჯემალა.... ჩეგეფუნჩხე ყიაში! :)))))))
13. გოვ მაი სიტყვა არდა გეთქვა. წიგნი დიგიბეჭდია და გილოცავდა იცოდე. გოვ მაი სიტყვა არდა გეთქვა. წიგნი დიგიბეჭდია და გილოცავდა იცოდე.
12. ხო, და 5 სად დასწერე, ჯემალავ? :)) მატყვილეფ, ხომ? ხო, და 5 სად დასწერე, ჯემალავ? :)) მატყვილეფ, ხომ?
11. რეიზა, ჯემალავ, წეიდებილებ პაწა თუ რაფრაა შენი საქმე? :) მასე, ორაბზაციანები - "დედა ენაში" წერია და... რეიზა დაგაბრუნო, ჭოვ, I კლასში? რეიზა, ჯემალავ, წეიდებილებ პაწა თუ რაფრაა შენი საქმე? :) მასე, ორაბზაციანები - "დედა ენაში" წერია და... რეიზა დაგაბრუნო, ჭოვ, I კლასში?
10. თამარვ რაისთვინ მექცევი მასე იმიხსენ პაბრაცკი, ხო გითხარ დიდეფს ვერ ვკითხულოფ, ბოლოში მავიწყდება თავში რა სწერიაო. რაისთვინ მაწვალეფ? ამის გაგონებაზეო რომ დეიწყო აბზაცი მაქამდე წევკითხე და ხუთი დავსწერედა იცოდე, 5 თამარვ რაისთვინ მექცევი მასე იმიხსენ პაბრაცკი, ხო გითხარ დიდეფს ვერ ვკითხულოფ, ბოლოში მავიწყდება თავში რა სწერიაო. რაისთვინ მაწვალეფ? ამის გაგონებაზეო რომ დეიწყო აბზაცი მაქამდე წევკითხე და ხუთი დავსწერედა იცოდე, 5
9. საინტერესოდ იკითხება. საინტერესოდ იკითხება.
8. დიდი მადლობა, მაიკო! პრეზენტაცია - სექტემბერში იქნება! დიდი მადლობა, მაიკო! პრეზენტაცია - სექტემბერში იქნება!
7. ძალიან საინტერესოა.... მე მომწონს და ხალისითაც ვკითხულობ...:) თამარ, გილოცავ შენი რომანის წიგნად გამოცემას ...ფორუმში ვნახე და ძალიან გამიხარდა....:) ძალიან საინტერესოა.... მე მომწონს და ხალისითაც ვკითხულობ...:) თამარ, გილოცავ შენი რომანის წიგნად გამოცემას ...ფორუმში ვნახე და ძალიან გამიხარდა....:)
5. .. ხაკბერმა ჯერ ცალი თითით მოსინჯა თიოლას თვალი, შემდეგ თავი ახლოს მიუტანა და ენა აუსვა, - მეგონა იმ ლამაზ თვალს გამოსთხრიდა პირში გააქანებდა...:))))))
აი, ამბავი?...ეს 4 ცელქი ვარფიმელი როგორც ჩანს ბევრ საოცრებებს ჩაიდენენ...:)
.. ხაკბერმა ჯერ ცალი თითით მოსინჯა თიოლას თვალი, შემდეგ თავი ახლოს მიუტანა და ენა აუსვა, - მეგონა იმ ლამაზ თვალს გამოსთხრიდა პირში გააქანებდა...:))))))
აი, ამბავი?...ეს 4 ცელქი ვარფიმელი როგორც ჩანს ბევრ საოცრებებს ჩაიდენენ...:)
4. იარაღი, ტყვიის ნაცვლად, მხოლოდ უცნაური სხივის ნაკადს უშვებდა. ერთი ბოლოდან გამოსული სინათლე – კაშკაშა წითელი ფერისა იყო, მეორე კი – მომწვანო-ოქროსფერი. სწორედ ამ მომწვანო-ოქროსფერი სხივით ხდებოდა ვარფიმელთა მატერიალიზაცია.
რამხელა ფანტაზია გაქვთ, თამარ..... და სიხალისე. იარაღი, ტყვიის ნაცვლად, მხოლოდ უცნაური სხივის ნაკადს უშვებდა. ერთი ბოლოდან გამოსული სინათლე – კაშკაშა წითელი ფერისა იყო, მეორე კი – მომწვანო-ოქროსფერი. სწორედ ამ მომწვანო-ოქროსფერი სხივით ხდებოდა ვარფიმელთა მატერიალიზაცია.
რამხელა ფანტაზია გაქვთ, თამარ..... და სიხალისე.
3. იმიტომ, რომ "სხვა" - არ ფასდება და... არც გული დაგწყდება ადამიანს, - "დავწერე და არავის აინტერესებსო." წაიკითხავენ - წაიკითხავენ... გამიხარდება! არ წაიკითხავენ და... აი, დარდი! ისევ მათ დააკლდებათ, ამ რომანს კი არა? :)) ;)) :)))))))) იმიტომ, რომ "სხვა" - არ ფასდება და... არც გული დაგწყდება ადამიანს, - "დავწერე და არავის აინტერესებსო." წაიკითხავენ - წაიკითხავენ... გამიხარდება! არ წაიკითხავენ და... აი, დარდი! ისევ მათ დააკლდებათ, ამ რომანს კი არა? :)) ;)) :))))))))
2. თამ :) და რატომ ეს ჟანრი "სხვა"-? რაღაც სენივითაა უკვე ეს საიტზე... :( თამ :) და რატომ ეს ჟანრი "სხვა"-? რაღაც სენივითაა უკვე ეს საიტზე... :(
1. ნუუ რა ბედნიერად ცხოვრობს ეს თიოლაა?! :D ;;)
ხაკბერმა ჯერ ცალი თითით მოსინჯა თიოლას თვალი, შემდეგ თავი ახლოს მიუტანა და ენა აუსვა, - ოდნავ მლაშე გემო იგრძნო. - არ არის გემრიელი... - უნდა შეგეჭამე? – იკითხა შეშინებულმა თიოლამ. - არა... გემრიელი არ ხარ... =)) ეს მუკა სად ჩააკვეხეე? :-? :D:D:D ხაკბერს არაფერი დააკლო მაგის გამო თორეეე.... :D ჩემთან გექნება საქმეე :D:D:D :-P ნუუ რა ბედნიერად ცხოვრობს ეს თიოლაა?! :D ;;)
ხაკბერმა ჯერ ცალი თითით მოსინჯა თიოლას თვალი, შემდეგ თავი ახლოს მიუტანა და ენა აუსვა, - ოდნავ მლაშე გემო იგრძნო. - არ არის გემრიელი... - უნდა შეგეჭამე? – იკითხა შეშინებულმა თიოლამ. - არა... გემრიელი არ ხარ... =)) ეს მუკა სად ჩააკვეხეე? :-? :D:D:D ხაკბერს არაფერი დააკლო მაგის გამო თორეეე.... :D ჩემთან გექნება საქმეე :D:D:D :-P
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|