# # # Широк и желт вечерний свет, Нежна апрельская прохлада. Ты опоздал на много лет, Но все-таки тебе я рада.
Сюда ко мне поближе сядь, Гляди веселыми глазами: Вот эта синяя тетрадь - С моими детскими стихами.
Прости, что я жила скорбя И солнцу радовалась мало. Прости, прости, что за тебя Я слишком многих принимала.
# # #
I ვარიანტი
საღამოს ფართო და ყვითელი სინათლე... ნაზია აპრილის სიგრილეც... მრავალი წელია, შენ დაიგვიანე, მაგრამ მიხარია, გიხილე...
მოდი და კვლავ ახლოს დამიჯექ, ძვირფასო, თვალებში სიხარულს ვხედავდე: ეს ლურჯი რვეული, ჩემთვის რომ ძვირს ფასობს, – ბავშვური ლექსებით.... ვბედავ და
გიჩვენებ! შემინდე, ვგლოვობდი, ვდარდობდი, მზეს ვერ შევხაროდი ღიმილით ძვირფასო, შენად რომ სხვა ბევრი აღვიქვი, შემინდე ეს სულის ტკივილი... 01. 08. 10
II ვარიანტი
საღამოს ყვითელი შუქი... ნაზია აპრილის სიგრილეც... მრავალი წელია გიცდი, მაგრამ მიხარია, გიხილე...
მოდი, კვლავ ახლოს დამიჯექ, თვალებში სიხარულს ვხედავდე: აი, ეს ლურჯი რვეული, ბავშვური ლექსებით.... ვბედავ და
გიჩვენებ! ვგლოვობდი, ვდარდობდი, მზეს ვერ შევხაროდი ღიმილით შენად რომ სხვა ბევრი აღვიქვი, შემინდე ეს სულის ტკივილი...
02.08.10
პ.ს. დიდი მადლობა ია-იას, რომ დამეხმარა ბოლო სტროფის სრულყოფაში.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
46. აი, ეს ლურჯი რვეული, ბავშვური ლექსებით.... ვბედავ და
აი, ეს ლურჯი რვეული, ბავშვური ლექსებით.... ვბედავ და
44. გაიხარე, მაიკო... :))) გაიხარე, მაიკო... :)))
43. მეც მეორე უფრო მომწონს, თამარ და სანდრომ რომ დადო, მაპატიე და ის ყველაზე კარგია.......;) მეც მეორე უფრო მომწონს, თამარ და სანდრომ რომ დადო, მაპატიე და ის ყველაზე კარგია.......;)
42. კარგია, პირველი უფრო :) ++ კარგია, პირველი უფრო :) ++
41. ვაახ, ორივე მომეწონა... მაგრამ თითქოს უფრო მეორე... არა?
5 ვაახ, ორივე მომეწონა... მაგრამ თითქოს უფრო მეორე... არა?
5
40. თამარ , რაღაც დამაკლდა ამ თარგმანში, რაღაც მეზედმეტა:) მოკლედ მე მგონი უნდა მიუბრუნდე:) მერე , ორივე ვარიანთში ისე გამოდის რომ საღამოა ფართო:) მე მგონი მძიმით არი გამიოსაყოფი რის სიფართოვეზეა საუბარი, და თან ფართო რომ სხვა რამით შესცვალო ვფიქრობ ჯობია. და კიდევ მგონი რომ ეს შენად შეიძლება სწორე ფორმაა მაგრამ ცოტა უხერხულად არ ზის?:) იქნებ ასეთი რამ დაწერო , მაპატიე რომ , სხვებში შენ გხედავდი ან მაპატიე რომ ყველაში გეძებდი(გხედავდი)? არ ვიცი , უკმარისობის გრძნობა მაქვს და ასე მგონია რომ სხვა თარგმანებზე ნაკლები დრო დაუტმე:) თამარ , რაღაც დამაკლდა ამ თარგმანში, რაღაც მეზედმეტა:) მოკლედ მე მგონი უნდა მიუბრუნდე:) მერე , ორივე ვარიანთში ისე გამოდის რომ საღამოა ფართო:) მე მგონი მძიმით არი გამიოსაყოფი რის სიფართოვეზეა საუბარი, და თან ფართო რომ სხვა რამით შესცვალო ვფიქრობ ჯობია. და კიდევ მგონი რომ ეს შენად შეიძლება სწორე ფორმაა მაგრამ ცოტა უხერხულად არ ზის?:) იქნებ ასეთი რამ დაწერო , მაპატიე რომ , სხვებში შენ გხედავდი ან მაპატიე რომ ყველაში გეძებდი(გხედავდი)? არ ვიცი , უკმარისობის გრძნობა მაქვს და ასე მგონია რომ სხვა თარგმანებზე ნაკლები დრო დაუტმე:)
39. მომწონსსოოოო :) მოგიკითხეთ,ქალბატონო თამარ! :-* მომწონსსოოოო :) მოგიკითხეთ,ქალბატონო თამარ! :-*
38. მომწონს თამრი+7 მომწონს თამრი+7
37. ყოჩაღ, თამრი... მართლა ორივე თარგმანი თავისებურად ლამაზია... კარგია! ზოგი ერთ ვარიანტად ვერ თარგმნის და... შენ 2–2 ვარიანტს გვთავაზობ–ხოლმე... :)))) 5 ყოჩაღ, თამრი... მართლა ორივე თარგმანი თავისებურად ლამაზია... კარგია! ზოგი ერთ ვარიანტად ვერ თარგმნის და... შენ 2–2 ვარიანტს გვთავაზობ–ხოლმე... :)))) 5
36. ქ-ნო თამარ კარგი თარგმანებია! +2 გაიხარეთ! მოგიკითხეთ
ქ-ნო თამარ კარგი თარგმანებია! +2 გაიხარეთ! მოგიკითხეთ
35. II ვარიანტი ზუსტად ახმატოვას რიტმშია და ამიტომ, ია... დიდი მადლობა! II ვარიანტი ზუსტად ახმატოვას რიტმშია და ამიტომ, ია... დიდი მადლობა!
34. მე მაინც II ვარიანტს ვანიჭებ უპირატესობას :) მე მაინც II ვარიანტს ვანიჭებ უპირატესობას :)
33. კარგად თარგმნი... არავის დასაწუნია შენი თარგმანი! 5 კარგად თარგმნი... არავის დასაწუნია შენი თარგმანი! 5
32. ყოველ შემთხვევაში - "ის კაცები (ყმები) შენი მეგონენო", მაგრამ არა წელსქვევითი ვარიანტი... :)) =))
ასეა, სანდრო, ასე...
და ნუღარ იხარჯები მეტად! რესტორანში კი არ ვართ? :D რამდენი ქულა დახარჯე უკვე? :-? სადღაც 155... ხომ? თუ ჯერ მხოლოდ 30? :)))))))))))) ყოველ შემთხვევაში - "ის კაცები (ყმები) შენი მეგონენო", მაგრამ არა წელსქვევითი ვარიანტი... :)) =))
ასეა, სანდრო, ასე...
და ნუღარ იხარჯები მეტად! რესტორანში კი არ ვართ? :D რამდენი ქულა დახარჯე უკვე? :-? სადღაც 155... ხომ? თუ ჯერ მხოლოდ 30? :))))))))))))
31. ის კაცი შენად მივიღე = ის კაცი შენ მეგონე - აქ იგულისხმება პირდაპირი მნიშვნელობა და მხოლოდ მხოლობითი რიცხვის შემთხვევაში შეიძლება დაისვას ტოლობის ნიშანი. ხოლო რაც შეეხება - ის კაცები შენად მივიღე = ის კაცები("ყმები") შენი მეგონენ. ის კაცი შენად მივიღე = ის კაცი შენ მეგონე - აქ იგულისხმება პირდაპირი მნიშვნელობა და მხოლოდ მხოლობითი რიცხვის შემთხვევაში შეიძლება დაისვას ტოლობის ნიშანი. ხოლო რაც შეეხება - ის კაცები შენად მივიღე = ის კაცები("ყმები") შენი მეგონენ.
30. რჩება წელსქვევით ვარიანტი, რომელიც უფრო მკაფიოდ წაიკითხება თუ ბოლო სიტყვას "სანი"-თ დავაბოლოვებთ. სანდრო ბერიძე. 2010-08-04 23:41:47 --------------- სანდრო, :)))))))) ВСЕ ПОНИМАЮТ ПО МЕРЕ СВОЕЙ ИСПОРЧЕННОСТИ...
რატომ წელსქვევით? იქნებ წელსზევითაც არის საინტერესო ობიექტები, მაგალითად თვალები? :))))) სასაცილო ბიჭი ხარ... :))))
და "შენად მივიღე" ნიშნავს - "შენ მეგონეო"... "ის კაცი შენად მივიღე" = "ის კაცი შენ მეგონე"!!!!
და არა "იმ კაცისა მეგონეო"... :)) :))))))) რჩება წელსქვევით ვარიანტი, რომელიც უფრო მკაფიოდ წაიკითხება თუ ბოლო სიტყვას "სანი"-თ დავაბოლოვებთ. სანდრო ბერიძე. 2010-08-04 23:41:47 --------------- სანდრო, :)))))))) ВСЕ ПОНИМАЮТ ПО МЕРЕ СВОЕЙ ИСПОРЧЕННОСТИ...
რატომ წელსქვევით? იქნებ წელსზევითაც არის საინტერესო ობიექტები, მაგალითად თვალები? :))))) სასაცილო ბიჭი ხარ... :))))
და "შენად მივიღე" ნიშნავს - "შენ მეგონეო"... "ის კაცი შენად მივიღე" = "ის კაცი შენ მეგონე"!!!!
და არა "იმ კაცისა მეგონეო"... :)) :)))))))
29. სიტყვა "შენად" კუთვნილების აღმნიშვნელია. როცა ვამბობთ შენად მივიღე, უნდა ჩანდეს საკუთრების ობიექტი, ამ შემთხვევაში ეს სხვა ადამიანები ვერ იქნებიან(ბავშვი შეიძლება გვეგულისხმა, მაგრამ მაშინ ორიგინალს მთლიანად ავცდებით), ვერც სიყვარულს ვიგულიხმებთ, რადგან სიყვარული სუბიექტის გარეშე, ჰაერში გამოკიდებული ხდება. რჩება წელსქვევით ვარიანტი, რომელიც უფრო მკაფიოდ წაიკითხება თუ ბოლო სიტყვას "სანი"-თ დავაბოლოვებთ. სიტყვა "შენად" კუთვნილების აღმნიშვნელია. როცა ვამბობთ შენად მივიღე, უნდა ჩანდეს საკუთრების ობიექტი, ამ შემთხვევაში ეს სხვა ადამიანები ვერ იქნებიან(ბავშვი შეიძლება გვეგულისხმა, მაგრამ მაშინ ორიგინალს მთლიანად ავცდებით), ვერც სიყვარულს ვიგულიხმებთ, რადგან სიყვარული სუბიექტის გარეშე, ჰაერში გამოკიდებული ხდება. რჩება წელსქვევით ვარიანტი, რომელიც უფრო მკაფიოდ წაიკითხება თუ ბოლო სიტყვას "სანი"-თ დავაბოლოვებთ.
28. საიდან მოიტანე? :-?
Прости, прости, что за тебя Я слишком многих принимала.
"შემინდე, შემინდე, რომ შენად მივიღე ამ ქვეყნად ძალიან ბევრი..."
ეს უფრო ზუსტი თარგმანია ამ სტრიქონებისა, ვიდრე:
"მაპატიე, რომ ძალიან ხშირად შენად ვიღებდი სიყვარულს სხვისას."
ანუ შენ მეგონეო და... შენ უკვე ბევრის სიყვარულში დასდე ბრალი... :)))) შეიძლება ეს იგულისხმება კიდეც, მაგრამ... რომ არ წერია ასე? ან რატომ ხარ ასე დარწმუნებული, რომ ჩემზე უკეთ გესმის რუსული ენა?
იქნებ იცი კიდეც, არ გედავები, მაგრამ... უკვე მესამე ლექსის კომენტარებში ცდილობ გაუსვა ხაზი ჩემ რუსული ენის ცოდნას... ქართული და რუსული ერთნაირად ვიცი, სანდრო... :)))))))))))) საიდან მოიტანე? :-?
Прости, прости, что за тебя Я слишком многих принимала.
"შემინდე, შემინდე, რომ შენად მივიღე ამ ქვეყნად ძალიან ბევრი..."
ეს უფრო ზუსტი თარგმანია ამ სტრიქონებისა, ვიდრე:
"მაპატიე, რომ ძალიან ხშირად შენად ვიღებდი სიყვარულს სხვისას."
ანუ შენ მეგონეო და... შენ უკვე ბევრის სიყვარულში დასდე ბრალი... :)))) შეიძლება ეს იგულისხმება კიდეც, მაგრამ... რომ არ წერია ასე? ან რატომ ხარ ასე დარწმუნებული, რომ ჩემზე უკეთ გესმის რუსული ენა?
იქნებ იცი კიდეც, არ გედავები, მაგრამ... უკვე მესამე ლექსის კომენტარებში ცდილობ გაუსვა ხაზი ჩემ რუსული ენის ცოდნას... ქართული და რუსული ერთნაირად ვიცი, სანდრო... :))))))))))))
27. ეს არ არის ჩემი თარგმანი, უბრალოდ ჩემს მიერ ნაჩვენებ ვარიანტში სწორად არის ნახმარი სიტყვა "შენად". თქვენს მიერ ნაჩვენებ ვარიანტებში კი ეს სიტყვა საუკეთესო შემთხვევაში ვულგარიზებისკენ უბიძგებს მკითხველს.
ეს არ არის ჩემი თარგმანი, უბრალოდ ჩემს მიერ ნაჩვენებ ვარიანტში სწორად არის ნახმარი სიტყვა "შენად". თქვენს მიერ ნაჩვენებ ვარიანტებში კი ეს სიტყვა საუკეთესო შემთხვევაში ვულგარიზებისკენ უბიძგებს მკითხველს.
26. :))))) სანდრო, ეს შენი თარგმანია? არაჩვეულებრივია! მხოლოდ ერთ ადგილას მეზედმეტა ერთი მარცვალი:
"თუმცა მრავალი წლით დაგაგვიანდა," -----> "თუმც მრავალი წლით დაგაგვიანდა,"
და მე ვინ მეკითხება რედაქტორთა სიის შედგენას? თუ მკითხავენ, გპირდები, აუცილებლად შეგიყვან!
ააა, შენ ადმინისტრაციული ჯგუფის შემადგენლობას ამბობ? არც იმის შედგენა უკითხავთ ჩემთვის... :))))) ისე, ჩემთვის ვერთობოდი... :) :))))) სანდრო, ეს შენი თარგმანია? არაჩვეულებრივია! მხოლოდ ერთ ადგილას მეზედმეტა ერთი მარცვალი:
"თუმცა მრავალი წლით დაგაგვიანდა," -----> "თუმც მრავალი წლით დაგაგვიანდა,"
და მე ვინ მეკითხება რედაქტორთა სიის შედგენას? თუ მკითხავენ, გპირდები, აუცილებლად შეგიყვან!
ააა, შენ ადმინისტრაციული ჯგუფის შემადგენლობას ამბობ? არც იმის შედგენა უკითხავთ ჩემთვის... :))))) ისე, ჩემთვის ვერთობოდი... :)
25. ეს ვარიანტი შეიტანეთ :) ეს ვარიანტი შეიტანეთ :)
24. მეალერსება აპრილი ნაზად, საღამო რძისფერ ნისლში ეხვევა, თუმცა მრავალი წლით დაგაგვიანდა, მე მიხარია შენთან შეხვედრა.
მაგრამ არაა იქნება გვიანი - შენმა თვალებმა სულ სხვა რამ მამცნეს... აჰა, რვეული ცისფერყდიანი ჩემი ბავშური ლექსებით სავსე.
მაპატიე, რომ დარდი მათრობდა, არ შევხაროდი ნათებას მზისას, მაპატიე, რომ ძალიან ხშირად შენად ვიღებდი სიყვარულს სხვისას.
ან ეს ვარიანტი შეიყვანეთ ურაკპარაკის ცნობილ ტომეულებში, ან მე შემიყვანეთ ხუთოსანთა დაფასავით გამოჭიმულ რედაქტორთა სიაში, - ქალბატონო თამარ :):):):):):):):):):):)
მეალერსება აპრილი ნაზად, საღამო რძისფერ ნისლში ეხვევა, თუმცა მრავალი წლით დაგაგვიანდა, მე მიხარია შენთან შეხვედრა.
მაგრამ არაა იქნება გვიანი - შენმა თვალებმა სულ სხვა რამ მამცნეს... აჰა, რვეული ცისფერყდიანი ჩემი ბავშური ლექსებით სავსე.
მაპატიე, რომ დარდი მათრობდა, არ შევხაროდი ნათებას მზისას, მაპატიე, რომ ძალიან ხშირად შენად ვიღებდი სიყვარულს სხვისას.
ან ეს ვარიანტი შეიყვანეთ ურაკპარაკის ცნობილ ტომეულებში, ან მე შემიყვანეთ ხუთოსანთა დაფასავით გამოჭიმულ რედაქტორთა სიაში, - ქალბატონო თამარ :):):):):):):):):):):)
23. სხვა სმაილიკი არ ჩანს, ანგუ-მეგა... არ ინერვიულო! :)))) სხვა სმაილიკი არ ჩანს, ანგუ-მეგა... არ ინერვიულო! :))))
22. ეს ეშმაკის სმაილი არ მსურდა :) აი ეს მსურდა და რა ვიცი ასე გამოვიდა ... ეს ეშმაკის სმაილი არ მსურდა :) აი ეს მსურდა და რა ვიცი ასე გამოვიდა ...
21. ინტირესნო.... მგონი პირველი ვარიანტი ჯობს...
:) ინტირესნო.... მგონი პირველი ვარიანტი ჯობს...
:)
20. თამარ, კარგია, მომეწონა. 5 თამარ, კარგია, მომეწონა. 5
19. ბავშვური ლექსებით.... ვბედავ და
გიჩვენებ! შემინდე, თუ დარდში ვიცხოვრე,
ასე სტრიქონის დატეხვა არ შეესაბამება ორიგინალს. სხვა შენიშვნა არ მაქვს, კარგია. ბავშვური ლექსებით.... ვბედავ და
გიჩვენებ! შემინდე, თუ დარდში ვიცხოვრე,
ასე სტრიქონის დატეხვა არ შეესაბამება ორიგინალს. სხვა შენიშვნა არ მაქვს, კარგია.
18. მართლა სასიამოვნო და რთული პროცესია თარგმანი, შესანიშნავად გამოგდით :) მართლა სასიამოვნო და რთული პროცესია თარგმანი, შესანიშნავად გამოგდით :)
17. რატო? თარგმანზეც გეთქვა ორიოდ სიტყვა... :) რატო? თარგმანზეც გეთქვა ორიოდ სიტყვა... :)
16. # # # Широк и желт вечерний свет, Нежна апрельская прохлада. Ты опоздал на много лет, Но все-таки тебе я рада.
ეს სტროფი მომწონს, თარგმანზე არაფერს ვამბობ! # # # Широк и желт вечерний свет, Нежна апрельская прохлада. Ты опоздал на много лет, Но все-таки тебе я рада.
ეს სტროფი მომწონს, თარგმანზე არაფერს ვამბობ!
15. მიყვარს თარგმანზე მუშაობა :) და თამარსაც დავესწარი მაგ პროცესში :) ვთვლი , რომ კარგად თარგმნის, ისე, რომ ავტორი არ დაიკარგის ნათარგმნში :) 555! მიყვარს თარგმანზე მუშაობა :) და თამარსაც დავესწარი მაგ პროცესში :) ვთვლი , რომ კარგად თარგმნის, ისე, რომ ავტორი არ დაიკარგის ნათარგმნში :) 555!
14. I ვარიანტზე შევჩერდი, და ბოლო სტროფმა ამომაგდო რაღაცნაირად..
გიჩვენებ! შემინდე, თუ დარდში ვიცხოვრე, მზეს ვერ ვეფერებოდი მზერით... შემინდე, შემინდე, რომ შენად მივიღე ამ ქვეყნად ძალიან ბევრი...
მზერით - ბევრი - სამმარცვლიანი რომ იყოს ეს სარითმო წყვილი, აჯობებს მგონი, თამარ, ისე როგორც პირველ ორ სტროფშია... თან მახვილიც ზუსტად მოუვა ამ შემთხვევაში... (არა?) I ვარიანტზე შევჩერდი, და ბოლო სტროფმა ამომაგდო რაღაცნაირად..
გიჩვენებ! შემინდე, თუ დარდში ვიცხოვრე, მზეს ვერ ვეფერებოდი მზერით... შემინდე, შემინდე, რომ შენად მივიღე ამ ქვეყნად ძალიან ბევრი...
მზერით - ბევრი - სამმარცვლიანი რომ იყოს ეს სარითმო წყვილი, აჯობებს მგონი, თამარ, ისე როგორც პირველ ორ სტროფშია... თან მახვილიც ზუსტად მოუვა ამ შემთხვევაში... (არა?)
13. სპოსიბო ზა ჩესტნოსტ... :)
ო ვკუსახ... ტოლკო ი სპორიატ! :))))) სპოსიბო ზა ჩესტნოსტ... :)
ო ვკუსახ... ტოლკო ი სპორიატ! :)))))
12. სკაზატ ჩესტნო, მნე ნე პონრავილოს... სკაზატ ჩესტნო, მნე ნე პონრავილოს...
11. კარგად თარგმნით თამარ. მომეწონა,+2 კარგად თარგმნით თამარ. მომეწონა,+2
10. ავხსნი განსხვავებას და იმ მიზეზსაც, რამაც ორ ვარიანტად მათარგმნინა ლექსი:
ახმატოვას რიტმი ამ ლექსში არის 8/9/8/9... ამ რიტმს იმეორებს II ვარიანტი, მაგრამ არაა ნათარგმნი ყველა სიტყვა!
სათქმელი ბოლომდე მოაქვს I ვარიანტს... მაგრამ დარღვეულია რიტმი...
ეს დაახლოებით ასეა, по пять, но большие, но вчера... а по три, сегодня, но маленкие, но по три.... :))
დანარჩენი, არჩევანი თქვენთვის მომინდვია! :))))))) ავხსნი განსხვავებას და იმ მიზეზსაც, რამაც ორ ვარიანტად მათარგმნინა ლექსი:
ახმატოვას რიტმი ამ ლექსში არის 8/9/8/9... ამ რიტმს იმეორებს II ვარიანტი, მაგრამ არაა ნათარგმნი ყველა სიტყვა!
სათქმელი ბოლომდე მოაქვს I ვარიანტს... მაგრამ დარღვეულია რიტმი...
ეს დაახლოებით ასეა, по пять, но большие, но вчера... а по три, сегодня, но маленкие, но по три.... :))
დანარჩენი, არჩევანი თქვენთვის მომინდვია! :)))))))
9. ორივე ვარიანტი კარგი თარგმანია თამარ, ქართულად არაჩვეულებრივად ჟღერს და თან ძალიან ახლოა ახმატოვას განწყობასთან. ორივე ვარიანტი კარგი თარგმანია თამარ, ქართულად არაჩვეულებრივად ჟღერს და თან ძალიან ახლოა ახმატოვას განწყობასთან.
7. პირველი უფრო...მომეწონა თამრო...5 შენ უნდა თარგმნო...:)))) პირველი უფრო...მომეწონა თამრო...5 შენ უნდა თარგმნო...:))))
6. თამრიიიი, კიდევ ერთხელ: ჩემი აღფრთოვანება შენეულ თარგმანებს... ორივემ მომგვარა ცრემლი... აუ, რა საოცრად წვდები სათქმელს და რა ლამაზად რითმავ და კინძავ. გაიხარე, გაიხარე, თამარ თამრიიიი, კიდევ ერთხელ: ჩემი აღფრთოვანება შენეულ თარგმანებს... ორივემ მომგვარა ცრემლი... აუ, რა საოცრად წვდები სათქმელს და რა ლამაზად რითმავ და კინძავ. გაიხარე, გაიხარე, თამარ
5. ჩემი გემოვნებით, II ვარიანტი მომწონს.
შემინდე, რომ შენად მივიღე ამ ქვეყნად ძალიან ბევრი...
ძალიან კარგად თარგმნით და მიხარია, ორიგინალის ტოლფას ლექსებს რომ ვკითხულობ ამ გვერდზე!
+5!!!
მოკითხვა ქალბატონ თამარს!
ჩემი გემოვნებით, II ვარიანტი მომწონს.
შემინდე, რომ შენად მივიღე ამ ქვეყნად ძალიან ბევრი...
ძალიან კარგად თარგმნით და მიხარია, ორიგინალის ტოლფას ლექსებს რომ ვკითხულობ ამ გვერდზე!
+5!!!
მოკითხვა ქალბატონ თამარს!
4. I ვარიანტი
ფართო და ყვითელი საღამოს სინათლე... ნაზია აპრილის სიგრილეც... მრავალი წელია, შენ დაიგვიანე, მაგრამ მიხარია, გიხილე...
მოდი და კვლავ ახლოს დამიჯექ, ძვირფასო, თვალებში სიხარულს ვხედავდე: ეს ლურჯი რვეული, ჩემთვის რომ ძვირს ფასობს, – ბავშვური ლექსებით.... ვბედავ და
გიჩვენებ! შემინდე, თუ დარდში ვიცხოვრე, მზეს ვერ ვეფერებოდი მზერით... შემინდე, შემინდე, რომ შენად მივიღე ამ ქვეყნად ძალიან ბევრი...
მართლა საღოლ, არ ველოდი ასეთ ლექსს :)
++ I ვარიანტი

++
2. კარგია ორივეე
თითო -თითო ლურსმანი ( : კარგია ორივეე
თითო -თითო ლურსმანი ( :
1. თაიიიიიიი! იცი რა კარგი ხარ??? ჩემია ეს ლექსი!
ორივე კარგია,მაინც გამოვარჩევ -ყვითელი საღამოს შუქი... ნაზია აპრილის სიგრილეც... მრავალი წელია გიცდი, მაგრამ მიხარია, გიხილე...
დავტოვებ აქ დიდ სიყვარულს და 5!:)
თაიიიიიიი! იცი რა კარგი ხარ??? ჩემია ეს ლექსი!
ორივე კარგია,მაინც გამოვარჩევ -ყვითელი საღამოს შუქი... ნაზია აპრილის სიგრილეც... მრავალი წელია გიცდი, მაგრამ მიხარია, გიხილე...
დავტოვებ აქ დიდ სიყვარულს და 5!:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|