| ავტორი: არწივი ჟანრი: პროზა 2 აგვისტო, 2010 |
პატივს ვცემ იმიტომ, რომ სუფთა თვალები აქვს.
არ ვიცი კიდევ როდის ვნახავ და ... აქ გამახსენდა ყველაფერი და მაინც რა? სიტყვები ” ისე სევდიანად ტირი, ქუჩაში ყველა გამვლელმა, რომ ჩაგიხუტოს გულში მაინც ვერ დამშვიდდები” თვითონ კი მიღიმის და არ მიხუტებს , ალბათ გრძნობდა, მჭიდროდ თუ მიმიკრავდა სხეულზე, პატარა ბავშვივით დავიწყებდი ზლუქუნს, არადა ჩვენ ხომ მეგობრები უნდა ვყოფილიყავით. სოფი... იგივე ფოფი... პატივს ვცემ, იმიტომ რომ სუფთა თვალები აქვს, გულიდან გეუბნება სათქმელს... მიყვარს... და მეც მეამიტი ბავშვივით ავიტაცე ფრაზები. მისი თბილი თვალები მპირდებოდა სითბოს, მის მეტყველებას კი ყურს აღარ ვუგდებდი. გავიფიქრე, იქნებ კაცებსაც უყვართ თავისი სათამაშო, როგორც მე, პირველი ან ბოლო თოჯინა. მე კი მისი საყვარელი თოჯინა ვიქნებოდი. თითქოს გილიოტინაზე ვიყავი, ოღონდ სხეულს კი არა, სულს ჩემივე სხეულით ვანაწევრებდი. არ არსებობს მიზეზი ,რომლის გამოც ვერ ნახავ საყვარელ ქალს და მეც მთავრამა რეჟისორმა შოუდ ვაქციე სანახაობა. უკვე სხვა... პირველი შეხვედრა, აშკარა ფლირტი, სიცივე და მისი სითბო. მისი ტანის სუნი და ჩემი თმების სურნელი გაიჟღინთა ერთმანეთით. ვგრძნობდი როგორ ვცვლიდით სუნს მე და მისი მოსაცმელი. ღრმად ჩავისუნთქე და ყველა რეფლექსს მივაწოდე მისი სურნელი, არადა დაგავიწყდა? მე ხომ არ მიყვარს სუანმოები!. ისევ გილიოტინა, ჩემი ფეხით ავდივარ, არც ბადრაგი მიმაცილებს და არც ჯალათი ელოდება მსხვერპლს. დანაშაული? ვიგრძენი, რომ ჩემი არა ჩემი გახდა, არა ჩემი კი ჩემი. სასტუმროში წამიყვანს, მხოლოდ სიტყვებით მომეფერება, მერე კი ისევ გადაიჭერს ცხვირსახოცს. ყავას სვამს და დროგამოშვებით მიღიმის. ამ დროს კი სასტუმროს პატარა ოთახში მოძრავ ჰაერს ხმა და სუნი ერთად მოაქვს. კაიფის წყურვილია, ჰეროინის გემოს ვგრძნობ... მძაგს, მტკივა და მეზიზღება. ჩემი მავნე ჩვევაა, შენ მავნე ჩვევებს, რომ არ გავექეცი. ყველაზე ცუდი ვარ, დამნაშავეც, ბადრაგიც და ჯალათიც. ხოდა მე შენს დამნაშავე მავნე ჩვევებს ვუბადრაგებ და ვუჯალათებ ჩემი დანაშაულის საწყაულად. ჩვენ კი ჩემო უთბილესო ადამიანო მეგობრები უნდა ვყოფილიყავით... მაშინ უფრო თავისუფლად გიამბობდი ყველაფერს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ვახ ,,არწივი'' არ ვიცი ეს ავტორი ..ან ჩემი ნაწერი რატო აქვს დადებული (გაურკვევლობის სმაილი) ვახ ,,არწივი`` არ ვიცი ეს ავტორი ..ან ჩემი ნაწერი რატო აქვს დადებული (გაურკვევლობის სმაილი)
3. პირველ რიგში ვიტყვი, რომ სუფთადაა დაწერილი, ანუ გრამატიკული შეცდომების გარეშე. ეს უკვე დიდიიი პლიუსი ჩემს თვალში. მეორე, აზრი საკმაოდ საინტერესოდ, მოკლედ და დამაინტრიგებლადაა გადმოცემული. მომწონებია :) პირველ რიგში ვიტყვი, რომ სუფთადაა დაწერილი, ანუ გრამატიკული შეცდომების გარეშე. ეს უკვე დიდიიი პლიუსი ჩემს თვალში. მეორე, აზრი საკმაოდ საინტერესოდ, მოკლედ და დამაინტრიგებლადაა გადმოცემული. მომწონებია :)
2. საკმაოდ საინტერესო ჩანაფიქრი და შესრულება. საკმაოდ საინტერესო ჩანაფიქრი და შესრულება.
1. +2 ღირსეულად +2 ღირსეულად
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|