 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 7 აგვისტო, 2010 |
გაიჭრა ჩემი ,,კაროლ-კოზირი''! ყველაზე გვიან ხმამ დამტოვა, რადგან მთავარი მაინც ხმაა, ვითომხავერდის მოსასხამიდან მოლაპლაპე დაშნის პირივით გამომკრთალი ირონიები. ხმაა მთავარი, სხვას რომ არაფერს გაგაგონებს, ყურის ნიჟარის ხვეულებში ჩაგუბებული.
თვალები?! - სველი მიწისფერი, ცხვირი - ძგიდეგამრუდებული, ერთი პროფილი სწორი ჰქონდა, მეორე - ოდნავ მოფერდილი. იქნებ ამიტომ ერთ არსებაში ორი სხვადასხვა კაცი ჩანდა, რომ რიგრიგობით, ან ერთდროულად მყვარებოდა და მჯავრებოდა. როცა ღელავდა, უთამაშებდა ნესტოები და შუბლზედაც, წარბებშუიდან ჩამოყრილი თმების ძირამდე ამობურცული რისხვის ვენა აღარ ცხრებოდა. და ქვედა ტუჩის ერთ კუთხეში უთეთრდებოდა ძლივს შესამჩნევი ნაიარევი. ტორები ჰქონდა უხეში და ვეებერთელა რომ იმის მუჭში მე კი არა, მთელი სამყარო ჩატეულიყო, და ვაი, მაშინ, თუ სამყაროს წვენს გაადენდა. და მე ყველაფერ ამას ვიტანდი, რადგან ჩუმ-ჩუმად ან ხმაურით სულ ვღალატობდი, (თუმცა ღალატი რა შუაშია, თუ ერთგულება არავისგან მოგეთხოვება). და საბოლოოდ მაინც გავტყდი, - - ეს ვერაგი არარსებობა არ ეპატია და დამთავრდა სიყვარულიც, წარღვნით კი არა, უხმაუროდ, დუნედ, თანდათან, როგორც მდინარე, არაფერს რომ არ უერთდება, ჩაილია თავისსავე ძველ კალაპოტში. გამოშრა ფსკერი და ნაგვალევში ჭიანჭველების გულმოდგინე ქალაქებია.
შენ კი - ცხადი ხარ, ნამდვილი ხარ და უცნაურად აუტანელი, თითქოს ჩავკბიჩე ოქროსფერი კარალიოკი და ხურმა შემრჩა, - ჩამიკეტა სიმწკლარტემ ყელი.
ქორო:
თუ განსაცდელი მოახლოვდა, ამით შეიტყობ: გონი ირევა, დგება ჟამი შფოთვის და ბოდვის.
კარალიოკი მოილევა,- - ხურმა ჩატკბება, ამასობაში აცივდება, ზამთარი მოდის!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. მაქვს ეს წაკითხული სადღაც და დადებითად შეფასებულიც! მაქვს ეს წაკითხული სადღაც და დადებითად შეფასებულიც!
18. იხ. ილუსტრაცია: ოგიუსტ როდენის ,, მოფიქრალი"
ძვირფასებო, ეს ლექსი აქ ადრე ნინო დარბაისელის სახელით მედო. მისი ავტოკომენტარი ასეთია:
,,ზემოთა პოსტში მოთავსებული ლექსი განსხვავებულთა ერთობის უცნაური კანონზომიერების პრობლემას ეძღვნება. დასაწყისის ,,კაროლი`` და ფინალის კარალიოკი არა მხოლოდ ევფონიურად, არამედ კონცეპტუალურადაც კავშირშია., ამავე დროს, კომპოზიციურად კრავს ტექსტს. ქოროს სიტყვების დასაწყისში გამოყენებულია ანტიკური ფრთიანი გამოთქმა :``როდესაც განგებ ადამიანს განსაცდელს უმზადებს, ჯერ გონებას გამოაცლის`` ლექსზე მუშაობისას ერთი ჩანაფიქრიც მქონდა. ქართულ ლირიკაში ქალის მხატვრულ გამოსახვას ათასწლოვანი ისტორია აქვს. თუ ადრეულ საუკუნეებში მისი გარეგნობა ძირითადად კლიშე-შედარებებითა და კლიშე-მეტაფორებით გადმოიცემოდა და შეესაბამებოდა იმდროინდელ ესთეტიკურ იდეალს, მოყოლებული გურამიშვილის ეპოქიდან , მასში კონკრეტიკა მატულობს. რაც შეეხება მამაკაცის სახეს, ამ მხრივ კონკრეტიკისკენ სვლა დღემდე უჭირს ჩვენს ქალურ პოეზიას. ძირითადად არსებობს ვიღაც იქს-მამაკაცი, რომელიც მიმტოვებელი, არათანამგრძნობელი, ვერგამგებია, იშვიათად - გამგებიც კი ( უფრო - მეგობრობის მოტივისას)... მოკლედ, რაღაც ამორფული არსებაა. თანხმობა - თანამყოფობა მასთან, ჩვენი თანამედროვე პოეზიის ერთი ტენდენციის თანახმად , მხოლოდ სექსში,(ეროტიკული და პორნო -პოეზია) ან შეუღლების ადრეულ სტადიაზე თუ მიიღწევა ( ე.წ. იდილიური ლირიკის ნიმუშები, ჩვეულებრივ - ეროტიზმის გარკვეული დოზით). ადრე ერთ ლექსში ვცადე მამაკაცის სახეში კონკრეტული ნიშნების შემოტანა (``თამაშგარე"). მასში გამოსახულია ახალგაზრდა კაცი, რომელიც სტადიონიდან გამოგდებული, დაბოღმილი ზის ბორდიურზე. ეს მეორე ცდაა და მასში გამოვიყენე ოგიუსტ როდენის ქანდაკება `` მოფიქრალი``(მის სახელს ქართულად ზოგჯერ ``მოაზროვნედაც რომ თარგმნიან). სუბიექტური გამოცდილებიდან : ბავშვობისას როდენის ამ ქანდაკების ბრინჯაოს პატარა ასლი ოჯახში გვქონდა, უფროსები ქარიან ამინდში ღია ფანჯარას ანჯამებქვეშ უდებდნენ, ხან კედელზე სურათის დაკიდებისას ლურსმნის მისაჭედებლადაც იყენებნენ მის ბრტყელ ძირს. ბავშვები მისით ხან ვთამაშობდით, ხან თხილის დამტვრევას ვცდილობდით, რაღაცნაირად, ოჯახის მუნჯი წევრივით იყო. მერე, ახალ სახლში გადასვლისას დაგვეკარგა და ჩემს სიზმრებში გადმონაცვლებული უკვე მეტყველებდა. მასზე ერთი ''პრე პოემიც'' მაქვს და ვერასოდეს სასურველ კონდიციამდე ვერ მივიყვანე დამუშავება. მამაკაცის ჩემეული იდეალი დიდად არის დავალებული მისგან და ამ მხრივ , ალბათ, გამონაკლისი სულაც არა ვარ.
იხ. ილუსტრაცია: ოგიუსტ როდენის ,, მოფიქრალი"
ძვირფასებო, ეს ლექსი აქ ადრე ნინო დარბაისელის სახელით მედო. მისი ავტოკომენტარი ასეთია:
,,ზემოთა პოსტში მოთავსებული ლექსი განსხვავებულთა ერთობის უცნაური კანონზომიერების პრობლემას ეძღვნება. დასაწყისის ,,კაროლი`` და ფინალის კარალიოკი არა მხოლოდ ევფონიურად, არამედ კონცეპტუალურადაც კავშირშია., ამავე დროს, კომპოზიციურად კრავს ტექსტს. ქოროს სიტყვების დასაწყისში გამოყენებულია ანტიკური ფრთიანი გამოთქმა :``როდესაც განგებ ადამიანს განსაცდელს უმზადებს, ჯერ გონებას გამოაცლის`` ლექსზე მუშაობისას ერთი ჩანაფიქრიც მქონდა. ქართულ ლირიკაში ქალის მხატვრულ გამოსახვას ათასწლოვანი ისტორია აქვს. თუ ადრეულ საუკუნეებში მისი გარეგნობა ძირითადად კლიშე-შედარებებითა და კლიშე-მეტაფორებით გადმოიცემოდა და შეესაბამებოდა იმდროინდელ ესთეტიკურ იდეალს, მოყოლებული გურამიშვილის ეპოქიდან , მასში კონკრეტიკა მატულობს. რაც შეეხება მამაკაცის სახეს, ამ მხრივ კონკრეტიკისკენ სვლა დღემდე უჭირს ჩვენს ქალურ პოეზიას. ძირითადად არსებობს ვიღაც იქს-მამაკაცი, რომელიც მიმტოვებელი, არათანამგრძნობელი, ვერგამგებია, იშვიათად - გამგებიც კი ( უფრო - მეგობრობის მოტივისას)... მოკლედ, რაღაც ამორფული არსებაა. თანხმობა - თანამყოფობა მასთან, ჩვენი თანამედროვე პოეზიის ერთი ტენდენციის თანახმად , მხოლოდ სექსში,(ეროტიკული და პორნო -პოეზია) ან შეუღლების ადრეულ სტადიაზე თუ მიიღწევა ( ე.წ. იდილიური ლირიკის ნიმუშები, ჩვეულებრივ - ეროტიზმის გარკვეული დოზით). ადრე ერთ ლექსში ვცადე მამაკაცის სახეში კონკრეტული ნიშნების შემოტანა (``თამაშგარე"). მასში გამოსახულია ახალგაზრდა კაცი, რომელიც სტადიონიდან გამოგდებული, დაბოღმილი ზის ბორდიურზე. ეს მეორე ცდაა და მასში გამოვიყენე ოგიუსტ როდენის ქანდაკება `` მოფიქრალი``(მის სახელს ქართულად ზოგჯერ ``მოაზროვნედაც რომ თარგმნიან). სუბიექტური გამოცდილებიდან : ბავშვობისას როდენის ამ ქანდაკების ბრინჯაოს პატარა ასლი ოჯახში გვქონდა, უფროსები ქარიან ამინდში ღია ფანჯარას ანჯამებქვეშ უდებდნენ, ხან კედელზე სურათის დაკიდებისას ლურსმნის მისაჭედებლადაც იყენებნენ მის ბრტყელ ძირს. ბავშვები მისით ხან ვთამაშობდით, ხან თხილის დამტვრევას ვცდილობდით, რაღაცნაირად, ოჯახის მუნჯი წევრივით იყო. მერე, ახალ სახლში გადასვლისას დაგვეკარგა და ჩემს სიზმრებში გადმონაცვლებული უკვე მეტყველებდა. მასზე ერთი ``პრე პოემიც`` მაქვს და ვერასოდეს სასურველ კონდიციამდე ვერ მივიყვანე დამუშავება. მამაკაცის ჩემეული იდეალი დიდად არის დავალებული მისგან და ამ მხრივ , ალბათ, გამონაკლისი სულაც არა ვარ.
17. ლექსი კი მართკლაც კარგია:) ლექსი კი მართკლაც კარგია:)
16. ცხვირი - ძგიდეგამრუდებული ასე რომ იყოს ; ცხვირი? ცხვირი (მოღონული) ან მოღრეცილი, რავიცი როგორც ქონდა, იმიტომ რომ ვისაც ხატავთ ის ბოდიში ამ ტერმინს გამოვიყენებ,, ისეთი "მასტი" ჩანს რომ ძგიდე გმრუდებულ;ი უბრალოდ არ უხდება ხასიატსაც და მტელ პორტრეთსი ყალბად ზის , პ[ირდაპირ უნდა იყოს ცხვირმოგრეხილი, ცხვირგატეხილი და მორჩა , ხასიატს და პორტრეტს ასე უფრფრო უხდება, ია ტაკ დუმაიუ:) ცხვირი - ძგიდეგამრუდებული ასე რომ იყოს ; ცხვირი? ცხვირი (მოღონული) ან მოღრეცილი, რავიცი როგორც ქონდა, იმიტომ რომ ვისაც ხატავთ ის ბოდიში ამ ტერმინს გამოვიყენებ,, ისეთი "მასტი" ჩანს რომ ძგიდე გმრუდებულ;ი უბრალოდ არ უხდება ხასიატსაც და მტელ პორტრეთსი ყალბად ზის , პ[ირდაპირ უნდა იყოს ცხვირმოგრეხილი, ცხვირგატეხილი და მორჩა , ხასიატს და პორტრეტს ასე უფრფრო უხდება, ია ტაკ დუმაიუ:)
15. ყველაზე გვიან ხმამ დამტოვა, რადგან მთავარი მაინც ხმაა, ვითომხავერდის მოსასხამიდან მოლაპლაპე დაშნის პირივით გამომკრთალი ირონიები. ხმაა მთავარი, სხვას რომ არაფერს გაგაგონებს, ყურის ნიჟარის ხვეულებში ჩაგუბებული.
ეს ლექსი მომეწონა! :) მართალი ლექსია! 5 ყველაზე გვიან ხმამ დამტოვა, რადგან მთავარი მაინც ხმაა, ვითომხავერდის მოსასხამიდან მოლაპლაპე დაშნის პირივით გამომკრთალი ირონიები. ხმაა მთავარი, სხვას რომ არაფერს გაგაგონებს, ყურის ნიჟარის ხვეულებში ჩაგუბებული.
ეს ლექსი მომეწონა! :) მართალი ლექსია! 5
14. ვიყავ. წავიკითხე. წავედი... ვიყავ. წავიკითხე. წავედი...
13. თუ არ ვცდები, მგონი უკვე იდო...
გაორება...ხშირია, მტკივნეულიც... ორი პროფილი - ფინალი გაორებული განცდით: ოქროსფერი კარალიოკი, რომელსაც ხურმის მწკლარტე გემო დაჰყვება - რაღაცას ვთმობთ რაღაცის ფასად! (მე ასე გავიგე) ორიგინალური გადაწყვეტაა.. თუ არ ვცდები, მგონი უკვე იდო...
გაორება...ხშირია, მტკივნეულიც... ორი პროფილი - ფინალი გაორებული განცდით: ოქროსფერი კარალიოკი, რომელსაც ხურმის მწკლარტე გემო დაჰყვება - რაღაცას ვთმობთ რაღაცის ფასად! (მე ასე გავიგე) ორიგინალური გადაწყვეტაა..
12. არაუშავს რა არაუშავს რა
11. ეს წაკითხული მაქვს? ალბათ.მეცნობა.
მივაჭედე რულსმნები. ეს წაკითხული მაქვს? ალბათ.მეცნობა.
მივაჭედე რულსმნები.
10. არასწორმიმართულებიანი ძიება! არასწორმიმართულებიანი ძიება!
9. თუ განსაცდელი მოახლოვდა, ამით შეიტყობ: გონი ირევა, დგება ჟამი შფოთვის და ბოდვის.
მართლაც!-მოგიკითხე ნინო :) თუ განსაცდელი მოახლოვდა, ამით შეიტყობ: გონი ირევა, დგება ჟამი შფოთვის და ბოდვის.
მართლაც!-მოგიკითხე ნინო :)
8. 6. ჩემი ვერსიით, თვითონ "ძგიდეგამრუდებულის" ნაცვალად, "ძგიდემორღვეული", ან "ძგიდემოგრეხილი" რომ იყოს და "მოფერდილი რაჩეს, გამოსავალია...ვფიქრობ, აქ სახის სიმეტრიის არაჰარმონიულობაზეა აქცენტი, ანუ "მიგრეხილ-მოგრეხილობაზე" დაისი. 2010-08-07 11:39:31
ძგიდემორღვეული ცხვირიი?!!! :-O ვაიმეეე!!! :D
დიახაც! ცხვირი - ძგიდეგამრუდებული! და არაც და არამც ცხვირი - ძგიდემორღვეული, ან ცხვირი- ძგიდემოგრეხილი :D ქალბატონო ნინო, იმედია არ შეცდებით :) ;) 6. ჩემი ვერსიით, თვითონ "ძგიდეგამრუდებულის" ნაცვალად, "ძგიდემორღვეული", ან "ძგიდემოგრეხილი" რომ იყოს და "მოფერდილი რაჩეს, გამოსავალია...ვფიქრობ, აქ სახის სიმეტრიის არაჰარმონიულობაზეა აქცენტი, ანუ "მიგრეხილ-მოგრეხილობაზე" დაისი. 2010-08-07 11:39:31
ძგიდემორღვეული ცხვირიი?!!! :-O ვაიმეეე!!! :D
დიახაც! ცხვირი - ძგიდეგამრუდებული! და არაც და არამც ცხვირი - ძგიდემორღვეული, ან ცხვირი- ძგიდემოგრეხილი :D ქალბატონო ნინო, იმედია არ შეცდებით :) ;)
7. ძლიერი შესრულება.. კარგი რამეა მართლა... +2 შენ ავტორო ძლიერი შესრულება.. კარგი რამეა მართლა... +2 შენ ავტორო
6. ჩემი ვერსიით, თვითონ "ძგიდეგამრუდებულის" ნაცვალად, "ძგიდემორღვეული", ან "ძგიდემოგრეხილი" რომ იყოს და "მოფერდილი რაჩეს, გამოსავალია...ვფიქრობ, აქ სახის სიმეტრიის არაჰარმონიულობაზეა აქცენტი, ანუ "მიგრეხილ-მოგრეხილობაზე" ჩემი ვერსიით, თვითონ "ძგიდეგამრუდებულის" ნაცვალად, "ძგიდემორღვეული", ან "ძგიდემოგრეხილი" რომ იყოს და "მოფერდილი რაჩეს, გამოსავალია...ვფიქრობ, აქ სახის სიმეტრიის არაჰარმონიულობაზეა აქცენტი, ანუ "მიგრეხილ-მოგრეხილობაზე"
5. მადლობა, დაისი ძვირფასო! სიტყვაზე ''მოფერდილი'' ვფიქრობ. ჯერჯერობით ყველა სინონიმი, რაც მის ადგილას საცდელად ჩავსვი, ხასიათს უკარგავს, სურაათი თითქოს მეკარგება. თქვენ ხომ არა გაქვთ რაიმე ვერსია? მადლობა, დაისი ძვირფასო! სიტყვაზე ``მოფერდილი`` ვფიქრობ. ჯერჯერობით ყველა სინონიმი, რაც მის ადგილას საცდელად ჩავსვი, ხასიათს უკარგავს, სურაათი თითქოს მეკარგება. თქვენ ხომ არა გაქვთ რაიმე ვერსია?
4. - ეს ვერაგი არარსებობა არ ეპატია და დამთავრდა სიყვარულიც, წარღვნით კი არა, უხმაუროდ, დუნედ, თანდათან
აპლოდიმენტების ღირსი ლექსი, ერთადთრეთი სიტყვა ''მოფერდილი" თითოს წყობას არღვევს...
იმედია, აქაური "ძლიერი სქესის მოტირალთა" კორპუსი არ აგიჯანყდება - ეს ვერაგი არარსებობა არ ეპატია და დამთავრდა სიყვარულიც, წარღვნით კი არა, უხმაუროდ, დუნედ, თანდათან
აპლოდიმენტების ღირსი ლექსი, ერთადთრეთი სიტყვა ``მოფერდილი" თითოს წყობას არღვევს...
იმედია, აქაური "ძლიერი სქესის მოტირალთა" კორპუსი არ აგიჯანყდება
3. შენ კი - ცხადი ხარ, ნამდვილი ხარ და უცნაურად აუტანელი, თითქოს ჩავკბიჩე ოქროსფერი კარალიოკი და ხურმა შემრჩა, - ჩამიკეტა სიმწკლარტემ ყელი.
ქორო:
თუ განსაცდელი მოახლოვდა, ამით შეიტყობ: გონი ირევა, დგება ჟამი შფოთვის და ბოდვის.
კარალიოკი მოილევა,- - ხურმა ჩატკბება, ამასობაში აცივდება, ზამთარი მოდის!
უამგრესიაა :))))))))))))))))) შენ კი - ცხადი ხარ, ნამდვილი ხარ და უცნაურად აუტანელი, თითქოს ჩავკბიჩე ოქროსფერი კარალიოკი და ხურმა შემრჩა, - ჩამიკეტა სიმწკლარტემ ყელი.
ქორო:
თუ განსაცდელი მოახლოვდა, ამით შეიტყობ: გონი ირევა, დგება ჟამი შფოთვის და ბოდვის.
კარალიოკი მოილევა,- - ხურმა ჩატკბება, ამასობაში აცივდება, ზამთარი მოდის!
უამგრესიაა :)))))))))))))))))
2. უფ! მერარმდენედ წავიკითხე?! მომწოოოონს!!!!!! უფ! მერარმდენედ წავიკითხე?! მომწოოოონს!!!!!!
1. ჰმ... უძლიერესია! 555! ჰმ... უძლიერესია! 555!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|