ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მახარია
ჟანრი: პოეზია
8 აგვისტო, 2010


&&&

დილაა, ექვსი საათი და წუთი თხუთმეტი
ჯერ კიდევ ბნელა, ნაბახუსევს მოჰგავს ქალაქი.
რომელიღაცა მოედანზე, როგორც ხორცმეტი
დგას რაღაც ძეგლი და თვალებით ქუჩას ალაგებს.
მეთევზეები ბოთლით ხელში სანაპიროზე
მტკვრის პირას ზიან, ცარიელი მოსჩანს ტივები,
მერე ვიღაცა თვითმკვლელობას დააპირებს და
ანკესებს წყალში მაშველები ატივტივებენ.
უმუშევარი, მარტოხელა  კაცივით მიდის
ცხოვრება ისევ, სიკვდილით და დაბადებებით.
გარეთ გეგმავენ მშენებლობებს, სახლში ამინდის
ნაცვლად ბანკებში ორგრამიან გულს აბანდებენ.
აქა-იქ გამკრთალ სილუეტებს, ფეხის ბორძიკით
აცილებს ქუჩის მეეზოვე ბორდიულამდე,
ქალაქი კარგავს სახეს, როგორც სახლი საძირკველს
და პაემანზე უფრო ხშირად იგვიანებენ.
ტრადიცულად უყვართ ისევ დადება ხელის
გულზე და კვლავაც ტრადიციულ სადღეგრძელოთი
ყველაფერს, გარდა სიმართლისა ისევ ამხელენ
და გზას შინისკენ ღობე-ყორე კვლავ იგრძელებენ.
დილაა, ექვსი საათი და წუთი თხუთმეტი,
ჯერ კიდევ ბნელა, ნაბახუსევს მოჰგავს ქალაქი
რომელიღაცა წარსულიდან შემოვეხეტეთ
ახლა კი რაღაც ქანდაკება დგას და გვალაგებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები