 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 9 აგვისტო, 2010 |
მე ვარ დედალი კვერცხისმდებელი და ღმერთს ავხედე, რამდენჯერაც წყალი დავლიე.
საკენკისაკენ მივუძღოდი დილით წიწილებს, შებინდებულზე - - მივაშურებდი საბუდარს, სადაც მელოდებოდა კვერცხი სანიშნედ დატოვებული. კრიახ-კრიახით და კაკანით ვიკლებდი არეს. ნისკარტიც სხვაზე მწარე მქონდა, ჭრელი მამლისაც სხვაზე მეტად ვიცოდი გემო.
მერე დაიწყო: ხარი დაკლეს და, ღორი დაკლეს და, ცხვარი დაკლეს და - - ზედ დააკლეს თითო ქათამი, და საბოლოოდ ჩემს მამალსაც, მოფართხალეს სისხლიანი დანის წვერით ირგვლივ მიწა შემოუთხარეს.
მერე ვისწავლე გაღვიძება სხვების მამლების ყივილის ხმაზე, მერე თავისით მოირღვა ღობე, მერე არვინ წამოაყენა, იქნებ გაფრენაც შემეძლო, მაგრამ განა იზრდება გასაფრენად - - ვარიობისას დიასახლისის მკაცრი მაკრატლით დაჭრილი ფრთები, ან მიჩვეულებს წასასვლელი სად ეგულებათ?
ცარიელია ეზო ჩემი გადაკენკილი, ანთია ცეცხლი, ავად ღუიან ნაკვერჩხლები, და ზედადგარზე შემოდგმულ ქვაბს ორთქლი ამოსდის. მუცელი ისევ ჩაკვერცხილი მაქვს. ახლა წყალს დავლევ ნაგუბრიდან და საბოლოოდ, ისევ შენკენ ამოვიხედავ, უკვე მოდიან, ღმერთო, რა ჩუმი ნაბიჯებია, ღმერთო, როგორ ლაპლაპებს დანა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
30. მომეწონა, თითქოსდა სახალისოც არი ადამიანების გადასახედით, მაგრამ აბა ქათამს კითხე:) მომეწონა, თითქოსდა სახალისოც არი ადამიანების გადასახედით, მაგრამ აბა ქათამს კითხე:)
29. არ ვიცოდი ეს.
თემათა მრავალფეროვნება.
5. არ ვიცოდი ეს.
თემათა მრავალფეროვნება.
5.
28. მადლობა, მარი ძვირფასო! კიდევ ერთხელ ვიხალისე. მადლობა, მარი ძვირფასო! კიდევ ერთხელ ვიხალისე.
27. ავტორი ჩვენი ადოლფ კომუნისტი (რათქმა უნდა) :)
@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@
(პაროდია)
მე ვარ დედალი სპილოს კვერცხს რომ დებს, მამალს გავხედე, რამდენჯერაც ვუმუხთლე მამალს.
ბაღში დამყავდა დილით წიწილები, შებინდებულზე - - მივაშურებდი საბუდარს სადაც სულ ერთი ჭაბუკი მელოდა. (შემდეგ ფილმიც გადაიღეს) თუ ჩემი კვერცხი ფრთაფურცელზე გავიდოდა კრიახ-კრიახით და კაკანით ვიკლებდი საქპორტალს, ნისკარტიც სხვაზე მწარე მქონდა, სქელი სპილოსიც სხვაზე მეტად ვიცოდი გემო.
მერე დაიწყო: ხარი დაკლეს და, ღორი დაკლეს და, ცხვარი დაკლეს და - ვარდების რევოლუციამაც არ დააყოვნა, - ზედ დააკლეს თითო ქათამი, და საბოლოოდ ჩემს მამალსაც, მოფართხალეს სისხლიანი დანის წვერით არჩევნებზე ირგვლივ ხუთი შემოუხაზეს.
მერე ვისწავლე გაღვიძება სხვა მამლების მიერ მოწყობილ ბუდელნიკებზე. მერე თავისით მოირღვა ღობე, მერე არვინ წამოაყენა. იქნებ გაფრენაც შემეძლო, მაგრამ განა იზრდება კარგი ლექსის დაწერით - ფრთები? იაღოველებს წასასვლელი სად გეგულებათ?
ცარიელია ეზო ჩემი გადაკენკილი, ანთია ცეცხლი, ავად ღუიან ნაკვერჩხლები, და ზედადგარზე შემოდგმულ ქვაბს ორთქლი ამოსდის. მუცელი ისევ ჩაკვერცხილი მაქვს. საიდან, როგორ, ვეღარ ვხვდები, ვეღარ ვაზროვნებ. ახლა წყალს დავლევ ნაგუბრიდან და საბოლოოდ, ისევ სპილოსკენ დავიწყებ მზერას. უკვე მოდიან, ღმერთო, რა ჩუმი ნაბიჯებია, ღმერთო....
ერთი მიდი და სხვა კანალზე გადართე ლანა.
არ მოგბეზრდა ეს ანიმალ პლანეტ-ი ქალო?
ავტორი ჩვენი ადოლფ კომუნისტი (რათქმა უნდა) :)

26. ძვირფასებო! ამ ლექსის შესანიშნავი პაროდია იდო ,, ურაკპარაკზე''. სამწუხაროდ, ავტორი აღარ მახსოვს და ტექსტსაც ვერ ვპოულობ. იქნებ ვინმემ იცის და გადმოიტანოს აქ. ძვირფასებო! ამ ლექსის შესანიშნავი პაროდია იდო ,, ურაკპარაკზე``. სამწუხაროდ, ავტორი აღარ მახსოვს და ტექსტსაც ვერ ვპოულობ. იქნებ ვინმემ იცის და გადმოიტანოს აქ.
24. გეიმეტეს დანისათვის კვერცხისმდები დედალ-ვარია? რა ვუთხარი მე მაგათ. გეიმეტეს დანისათვის კვერცხისმდები დედალ-ვარია? რა ვუთხარი მე მაგათ.
23. შთამბეჭდავია! შთამბეჭდავია!
22. იეჰოვას მოწმე ძვირფასო! ეს დაყოვნება როგორ შეიძლება იყოს მხოლოდ რამდენიმეწამიანი? ქალ-ვაჟი - ერთმანეთის მუდმივი გამღიზიანებლები - ერთ ჩაკეტილ სივრცეში - წისქვილში ხანგრძლივად, მოწმის, მეწისქვილის მუდმივი იქმყოფობით. გამონათებებად - მისი გარეთ გასვლები-ღა რომ რჩება... ქალის არსებაში კვალს ტოვებს და, ჩათვალეთ, რომ სუბლიმირებული სახით, ოდესღაც პოეტურ ტექსტად გარდაიქმნება. ( ცხადია, არ გჭირდებათ განმარტება, რომ ავტორი და ლექსის სუბიექტი იდენტურნი არ არიან) იეჰოვას მოწმე ძვირფასო! ეს დაყოვნება როგორ შეიძლება იყოს მხოლოდ რამდენიმეწამიანი? ქალ-ვაჟი - ერთმანეთის მუდმივი გამღიზიანებლები - ერთ ჩაკეტილ სივრცეში - წისქვილში ხანგრძლივად, მოწმის, მეწისქვილის მუდმივი იქმყოფობით. გამონათებებად - მისი გარეთ გასვლები-ღა რომ რჩება... ქალის არსებაში კვალს ტოვებს და, ჩათვალეთ, რომ სუბლიმირებული სახით, ოდესღაც პოეტურ ტექსტად გარდაიქმნება. ( ცხადია, არ გჭირდებათ განმარტება, რომ ავტორი და ლექსის სუბიექტი იდენტურნი არ არიან)
21. ქ. ნინო, ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო იქ ვეღარ ვტოვებ კომენტარს, ამიტომ აქ გამოგეხმაურებით
”კონკრეტული გამღიზიანებლის გამო აღმოცენებული და დაუკმაყოფილებელი სექსუალური ლტოლვა - აღარ იწვევს იმ ,, პეპლურ`` სასიამოვნო შეგრძნებებს, ენდორპინის გამოყოფის გამო თავიდან რომ ეუფლება ადამიანს, რადგან განმუხტვა არ ხდება, ტკივილშიც კი გადაიზრდება .... ღმერთმა ყველა დაიფაროს და სხვადასხვა პათოლოგიებსაც კი იწვევს ქალის ორგანიზმსა და ფსიქიკაში.- არ მგონია ეს გაუგებარი იყოს, იეჰოვა ძვირფასო.”
გაუგებარი, არ არის ქ. ნინო. მესმის, რისი თქმაც გინდათ, მაგრამ, შეკითხვა მაქვს - რამდენიმე წამიანი დაყოვნება გამოიწვევს კი ასეთ კატასტროფულ შედეგებს? - მე მგონი არანაირ კვალსაც არ დატოვებს, გარდა - სასიამოვნო შეგრძნებისა. პოეტური ტექსტის ამოცანა ხომ მხატვრული დამაჯერებლობაა პირველ რიგში და არა - ფსიქოლოგიური წიაღსვლა.
http://urakparaki.com/?m=4&ID=35657#comments ქ. ნინო, ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო იქ ვეღარ ვტოვებ კომენტარს, ამიტომ აქ გამოგეხმაურებით
”კონკრეტული გამღიზიანებლის გამო აღმოცენებული და დაუკმაყოფილებელი სექსუალური ლტოლვა - აღარ იწვევს იმ ,, პეპლურ`` სასიამოვნო შეგრძნებებს, ენდორპინის გამოყოფის გამო თავიდან რომ ეუფლება ადამიანს, რადგან განმუხტვა არ ხდება, ტკივილშიც კი გადაიზრდება .... ღმერთმა ყველა დაიფაროს და სხვადასხვა პათოლოგიებსაც კი იწვევს ქალის ორგანიზმსა და ფსიქიკაში.- არ მგონია ეს გაუგებარი იყოს, იეჰოვა ძვირფასო.”
გაუგებარი, არ არის ქ. ნინო. მესმის, რისი თქმაც გინდათ, მაგრამ, შეკითხვა მაქვს - რამდენიმე წამიანი დაყოვნება გამოიწვევს კი ასეთ კატასტროფულ შედეგებს? - მე მგონი არანაირ კვალსაც არ დატოვებს, გარდა - სასიამოვნო შეგრძნებისა. პოეტური ტექსტის ამოცანა ხომ მხატვრული დამაჯერებლობაა პირველ რიგში და არა - ფსიქოლოგიური წიაღსვლა.
http://urakparaki.com/?m=4&ID=35657#comments
20. ივინც ამ ლექსს წაიკითხავს, ქათამს ვეღარ დაკლავს მემგონი ლელა-65. ისეც დავკლავ მზემაღლა:)))
მომეწონა+777 ივინც ამ ლექსს წაიკითხავს, ქათამს ვეღარ დაკლავს მემგონი ლელა-65. ისეც დავკლავ მზემაღლა:)))
მომეწონა+777
19. აქაც მე ვარ იქაც მე ვარ,სხვაგვარად არ ძალმიძს და მზე ვარ მზე ვარ :) აქაც მე ვარ იქაც მე ვარ,სხვაგვარად არ ძალმიძს და მზე ვარ მზე ვარ :)
18. აქაც მე ვარ იქაც მე ვარ,სხვაგვარად არ ძალმიძს და მზე ვარ მზე ვარ :) აქაც მე ვარ იქაც მე ვარ,სხვაგვარად არ ძალმიძს და მზე ვარ მზე ვარ :)
17. ეს ლექსი კი არა...მთელი დისერტაციაა ქათმის ცხოვრებაზე...:) ეს ლექსი კი არა...მთელი დისერტაციაა ქათმის ცხოვრებაზე...:)
16. მადლობა ძვირფასებო! თამარ საყვარელო! სიტყვა ,,ქათამი'' - მეტისმეტად კონკრეტულია სათაურისთვის. დანა - განზოგადების მეტ პოტენციასა და ინტრიგას შეიცავს .
ქვაბი - იმ ლექსს ვუწოდე იმის გამო, რომ იდეა მისი დაწერისა დამებადა არისტოტელეს ,,მეტაფიზიკის'' ცნობილი გამონათქვამიდან: ,,რა უფრო სჭირდება ადამიანს?- ლექსი თუ ქვაბი? ქვაბი საჭმლისთვის არის საჭირო, ლექსი კი ადამიანს სჭირდება მას შემდეგ, როცა შიმშილს დაიკმაყოფილებს'' ... (ზეპირი ციტირებაა, მაპატიე) ... ჰოდა, მე მოვინდომე, შემეერთებინა ლექსი და ქვაბი, ანუ შემექმნა ,,ლექს- ქვაბი". თანაც , თითქმის ისევე, როგორც ,,დანის'' შემთხვევაში, სიტყვა ''ქვაბი'' წინასწარ, ტესტის გაცნობამდე, მკითხველის ცნობიერებაში სხვადასხვაგვარად შეიძლება დეკოდირდეს, როგორც ჭურჭელი და როგორც ადგილი - გამოქვაბული. ფსიქოანალიტიკური თვალსაზრისით გააზრებაც არ არის გამორიცხული, როგორც მშობლიური, დედისეული წიაღისა, ისევე , როგორც დანა - მამისეულ არქეტიპს უკავშირდება. მადლობა ძვირფასებო! თამარ საყვარელო! სიტყვა ,,ქათამი`` - მეტისმეტად კონკრეტულია სათაურისთვის. დანა - განზოგადების მეტ პოტენციასა და ინტრიგას შეიცავს .
ქვაბი - იმ ლექსს ვუწოდე იმის გამო, რომ იდეა მისი დაწერისა დამებადა არისტოტელეს ,,მეტაფიზიკის`` ცნობილი გამონათქვამიდან: ,,რა უფრო სჭირდება ადამიანს?- ლექსი თუ ქვაბი? ქვაბი საჭმლისთვის არის საჭირო, ლექსი კი ადამიანს სჭირდება მას შემდეგ, როცა შიმშილს დაიკმაყოფილებს`` ... (ზეპირი ციტირებაა, მაპატიე) ... ჰოდა, მე მოვინდომე, შემეერთებინა ლექსი და ქვაბი, ანუ შემექმნა ,,ლექს- ქვაბი". თანაც , თითქმის ისევე, როგორც ,,დანის`` შემთხვევაში, სიტყვა ``ქვაბი`` წინასწარ, ტესტის გაცნობამდე, მკითხველის ცნობიერებაში სხვადასხვაგვარად შეიძლება დეკოდირდეს, როგორც ჭურჭელი და როგორც ადგილი - გამოქვაბული. ფსიქოანალიტიკური თვალსაზრისით გააზრებაც არ არის გამორიცხული, როგორც მშობლიური, დედისეული წიაღისა, ისევე , როგორც დანა - მამისეულ არქეტიპს უკავშირდება.
15. 14. ჩაკვერცხილი მომეწონა! საავტორო უფლება დაცულია მაგ სიტყვაზე? სერგეი. 2010-08-09 20:38:37
ეს ცნობილი სიტყვაა, სერგეი.
ყოჩაღ, ნინო... საოცრად მომეწონა ლექსი,
მაგრამ, რატომ "დანა"? სათაურად "ქათამი" უფრო უპრიანი არ იქნებოდა? თორემ იქ "ქვაბიო", ახლა "დანა"... შემდეგი ლექსი კოვზზე ან ჩანგალზე უნდა იყოს? :)))) 14. ჩაკვერცხილი მომეწონა! საავტორო უფლება დაცულია მაგ სიტყვაზე? სერგეი. 2010-08-09 20:38:37
ეს ცნობილი სიტყვაა, სერგეი.
ყოჩაღ, ნინო... საოცრად მომეწონა ლექსი,
მაგრამ, რატომ "დანა"? სათაურად "ქათამი" უფრო უპრიანი არ იქნებოდა? თორემ იქ "ქვაბიო", ახლა "დანა"... შემდეგი ლექსი კოვზზე ან ჩანგალზე უნდა იყოს? :))))
14. მმაგარრრ... სერიოზულ... ჩაკვერცხილი მომეწონა! საავტორო უფლება დაცულია მაგ სიტყვაზე? მოკითხვა! 555-55-55-5555-5-555........ მმაგარრრ... სერიოზულ... ჩაკვერცხილი მომეწონა! საავტორო უფლება დაცულია მაგ სიტყვაზე? მოკითხვა! 555-55-55-5555-5-555........
13. კი, მაღტყლა კარგია და ძალიან მიხარია , ამ ეტაპზე მაინც ფრზტოსნად რომ არ დავიბადე:) კი, მაღტყლა კარგია და ძალიან მიხარია , ამ ეტაპზე მაინც ფრზტოსნად რომ არ დავიბადე:)
12. მაგრად მომეწონა და :( მაგრად მომეწონა და :(
11. ჭრელი მამლისაც სხვაზე მეტად ვიცოდი გემო.
:)
იქნებ გაფრენაც შემეძლო, მაგრამ განა იზრდება გასაფრენად - - ვარიობისას დიასახლისის მკაცრი მაკრატლით დაჭრილი ფრთები, ან მიჩვეულებს წასასვლელი სად ეგულებათ?
რა ლამაზად ლაპარაკობთ ამ კვერცხისმდებელი დედლის პირით... :)
მუცელი ისევ ჩაკვერცხილი მაქვს. ახლა წყალს დავლევ ნაგუბარიდან და საბოლოოდ, ისევ შენკენ ამოვიხედავ...
როგორი განცდებია?! :( ასე მგონია ცივად მოხარშულ დედალს ვეღარასდროს შევჭამ... :(
ჭრელი მამლისაც სხვაზე მეტად ვიცოდი გემო.
:)
იქნებ გაფრენაც შემეძლო, მაგრამ განა იზრდება გასაფრენად - - ვარიობისას დიასახლისის მკაცრი მაკრატლით დაჭრილი ფრთები, ან მიჩვეულებს წასასვლელი სად ეგულებათ?
რა ლამაზად ლაპარაკობთ ამ კვერცხისმდებელი დედლის პირით... :)
მუცელი ისევ ჩაკვერცხილი მაქვს. ახლა წყალს დავლევ ნაგუბარიდან და საბოლოოდ, ისევ შენკენ ამოვიხედავ...
როგორი განცდებია?! :( ასე მგონია ცივად მოხარშულ დედალს ვეღარასდროს შევჭამ... :(
10. ჯ ე მ ა ლ მოი აგზენ ბიჭო შარაფი ნა გეიჩითოს :)
მართლა კაი ლექსია რაღაცნაირად, აქ კი მართლა გამეცინა:
"ნისკარტიც სხვაზე მწარე მქონდა, ჭრელი მამლისაც სხვაზე მეტად ვიცოდი გემო"
:)
ჯ ე მ ა ლ მოი აგზენ ბიჭო შარაფი ნა გეიჩითოს :)
მართლა კაი ლექსია რაღაცნაირად, აქ კი მართლა გამეცინა:
"ნისკარტიც სხვაზე მწარე მქონდა, ჭრელი მამლისაც სხვაზე მეტად ვიცოდი გემო"
:)
9. ძალიან კარგია,ასე არასოდეს მომწონებია თქვენი ლექსი.
წარმატებები
2 ძალიან კარგია,ასე არასოდეს მომწონებია თქვენი ლექსი.
წარმატებები
2
8. როგორი ხედვაა, მომეწონა და +2 როგორი ხედვაა, მომეწონა და +2
7. "იქნებ გაფრენაც შემეძლო, მაგრამ განა იზრდება გასაფრენად - - ვარიობისას დიასახლისის მკაცრი მაკრატლით დაჭრილი ფრთები, ან მიჩვეულებს წასასვლელი სად ეგულებათ?"
მტკივნეული ყოფის კარგი მხატვრულ-ალეგორიულ-მეტაფორული ხედვა... ცხოვრება ხანდახან ისე გაკვეცს "ფრთებს", რომ ბასრი დანა მონაგონია, არ იცი, რას ჩაეჭიდო, საით წახვიდე, თუ, საერთოდ, შესაძლებელია "დაჭრილი ფრთებით" წასვლა... ლაპლაპა დანას, ცხოვრების ბოლო "ყლუპის" შემდეგ, მხსნელისკენ მივყავართ... (არ ვიცი, რამდენად სწორად გავიგე, თქვენ ხომ სააზროვნოს გვთავაზობთ ხოლმე...) "იქნებ გაფრენაც შემეძლო, მაგრამ განა იზრდება გასაფრენად - - ვარიობისას დიასახლისის მკაცრი მაკრატლით დაჭრილი ფრთები, ან მიჩვეულებს წასასვლელი სად ეგულებათ?"
მტკივნეული ყოფის კარგი მხატვრულ-ალეგორიულ-მეტაფორული ხედვა... ცხოვრება ხანდახან ისე გაკვეცს "ფრთებს", რომ ბასრი დანა მონაგონია, არ იცი, რას ჩაეჭიდო, საით წახვიდე, თუ, საერთოდ, შესაძლებელია "დაჭრილი ფრთებით" წასვლა... ლაპლაპა დანას, ცხოვრების ბოლო "ყლუპის" შემდეგ, მხსნელისკენ მივყავართ... (არ ვიცი, რამდენად სწორად გავიგე, თქვენ ხომ სააზროვნოს გვთავაზობთ ხოლმე...)
6. "იქნებ გაფრენაც შემეძლო, მაგრამ განა იზრდება გასაფრენად - - ვარიობისას დიასახლისის მკაცრი მაკრატლით დაჭრილი ფრთები, ან მიჩვეულებს წასასვლელი სად ეგულებათ?"
მტკივნეული ყოფის კარგი მხატვრულ-ალეგორიულ-მეტაფორული ხედვა... ცხოვრება ხანდახან ისე გაკვეცს "ფრთებს", რომ ბასრი დანა მონაგონია, არ იცი, რას ჩაეჭიდო, საით წახვიდე, თუ, საერთოდ, შესაძლებელია "დაჭრილი ფრთებით" წასვლა... ლაპლაპა დანას, ცხოვრების ბოლო "ყლუპის" შემდეგ, მხსნელისკენ მივყავართ... (არ ვიცი, რამდენად სწორად გავიგე, თქვენ ხომ სააზროვნოს გვთავაზობთ ხოლმე...) "იქნებ გაფრენაც შემეძლო, მაგრამ განა იზრდება გასაფრენად - - ვარიობისას დიასახლისის მკაცრი მაკრატლით დაჭრილი ფრთები, ან მიჩვეულებს წასასვლელი სად ეგულებათ?"
მტკივნეული ყოფის კარგი მხატვრულ-ალეგორიულ-მეტაფორული ხედვა... ცხოვრება ხანდახან ისე გაკვეცს "ფრთებს", რომ ბასრი დანა მონაგონია, არ იცი, რას ჩაეჭიდო, საით წახვიდე, თუ, საერთოდ, შესაძლებელია "დაჭრილი ფრთებით" წასვლა... ლაპლაპა დანას, ცხოვრების ბოლო "ყლუპის" შემდეგ, მხსნელისკენ მივყავართ... (არ ვიცი, რამდენად სწორად გავიგე, თქვენ ხომ სააზროვნოს გვთავაზობთ ხოლმე...)
5. ვინც ამ ლექსს წაიკითხავს, ქათამს ვეღარ დაკლავს მემგონი :) ვინც ამ ლექსს წაიკითხავს, ქათამს ვეღარ დაკლავს მემგონი :)
3. მომეწონა, კარგადაა ასახული სიტუაცია!
5 მომეწონა, კარგადაა ასახული სიტუაცია!
5
2. სამწუხაროა, როცა ცისკენ აფრენის სურვილის გაჩენისთანავე გაჭრიან ფრთებს "მკაცრი მაკრატლით" (მერე ეს ბასრი აიარაღები მთელი ცხოვრება გელანდება) და გრჩება ერთადერთის იმედი - ვისკენაც წყლის ყოველი დალევისას იხედები...
555555 სამწუხაროა, როცა ცისკენ აფრენის სურვილის გაჩენისთანავე გაჭრიან ფრთებს "მკაცრი მაკრატლით" (მერე ეს ბასრი აიარაღები მთელი ცხოვრება გელანდება) და გრჩება ერთადერთის იმედი - ვისკენაც წყლის ყოველი დალევისას იხედები...
555555
1. ჭრელი მამლისაც სხვაზე მეტად ვიცოდი გემო.
:) ჭრელი მამლისაც სხვაზე მეტად ვიცოდი გემო.
:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|