 | ავტორი: დავით შემოქმედელი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 13 აგვისტო, 2010 |
სოფლის ბოლოში, ხმამდუმარი, ბერი ტაძარი თვლემს და გულფრესკებშემოძარცვულ ტკივილებს ნაღვლობს, გახსოვს, იმ ზაფხულს გახოტრილი ჭალის ხედები, მზე დასწოლოდა ჰორიზონტთან კუზიან მაღლობს, ვთიბეთ და ვთიბეთ აფოფრილი ძნები გუნდებად, შუადღეს ედო ალხი ივლისის. გაითიბება ჩვენი წლებიც, წავლენ ნისლებად, ხვალ კი, რა გველის, მამავ, ვინ იცის?! უცნაურია, ამ ცხოვრების კუპრის ნახარშში, როგორ გვეზრდება ეკლებივით არსობის შიში, მამა, რამდენჯერ გამიჭირდა ამ ცივ ქალაქში, ამ ყრუ ბეტონით გადატიხრულ საკნების ჩრდილში. იქნებ უბრალო, სულ უბრალო წმინდა რამეა, ასე აზარტით რომ დავეძებთ სიზმრად თუ ცხადში, გრანელის ცრემლი ყველა ცრემლზე უფრო მწარეა, როცა გარდაცვლილ ტაძარზე ფიქრს დავიწყებ მაშინ. ...მამა, ანბანიც ვერ გავუგე მე ამ ცხოვრებას... 1982წელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. მამა, ანბანიც ვერ გავუგე მე ამ ცხოვრებას... მამა, ანბანიც ვერ გავუგე მე ამ ცხოვრებას...
13. ტკივილიანი ლექსია! ტკივილიანი ლექსია!
12. უცნაურია, ამ ცხოვრების კუპრის ნახარშში, როგორ გვეზრდება ეკლებივით არსობის შიში,
რა კარგად წერთ ბატონო დავით! :) უცნაურია, ამ ცხოვრების კუპრის ნახარშში, როგორ გვეზრდება ეკლებივით არსობის შიში,
რა კარგად წერთ ბატონო დავით! :)
10. იქნებ უბრალო, სულ უბრალო წმინდა რამეა, ასე აზარტით რომ დავეძებთ სიზმრად თუ ცხადში, იქნებ ასეა... იქნებ უბრალო, სულ უბრალო წმინდა რამეა, ასე აზარტით რომ დავეძებთ სიზმრად თუ ცხადში, იქნებ ასეა...
9. გაითიბება ჩვენი წლებიც, წავლენ ნისლებად, ხვალ კი, რა გველის, მამავ, ვინ იცის?! გაითიბება ჩვენი წლებიც, წავლენ ნისლებად, ხვალ კი, რა გველის, მამავ, ვინ იცის?!
8. გრანელის ცრემლი ყველა ცრემლზე უფრო მწარეა, როცა გარდაცვლილ ტაძარზე ფიქრს დავიწყებ მაშინ. ...მამა, ანბანიც ვერ გავუგე მე ამ ცხოვრებას...
კარგი ლექსია! გრანელის ცრემლი ყველა ცრემლზე უფრო მწარეა, როცა გარდაცვლილ ტაძარზე ფიქრს დავიწყებ მაშინ. ...მამა, ანბანიც ვერ გავუგე მე ამ ცხოვრებას...
კარგი ლექსია!
7. ეჰ კარგია ახლგაზრდობა მაინც სხვა სილაღით ეწერინება ხოლმე კაცსა ეჰ კარგია ახლგაზრდობა მაინც სხვა სილაღით ეწერინება ხოლმე კაცსა
6. უცნაურია, ამ ცხოვრების კუპრის ნახარშში, როგორ გვეზრდება ეკლებივით არსობის შიში,
საინტერესო, ლამაზი და მოკლედ რომ ვთქვა, უძლიერესი ლექსია!!! უცნაურია, ამ ცხოვრების კუპრის ნახარშში, როგორ გვეზრდება ეკლებივით არსობის შიში,
საინტერესო, ლამაზი და მოკლედ რომ ვთქვა, უძლიერესი ლექსია!!!
5. ახალგაზრდული საიტია და მივცეთ ნიჭს გზა ფართო, ნიშნებს აღარ მიწერენ და კომენტარებიც უფრო საინტერესო გახდა.ვნახოთ მომავალში, ხან როგორ განწყობაზე ვიქნები და ხან როგორზე. ახალგაზრდული საიტია და მივცეთ ნიჭს გზა ფართო, ნიშნებს აღარ მიწერენ და კომენტარებიც უფრო საინტერესო გახდა.ვნახოთ მომავალში, ხან როგორ განწყობაზე ვიქნები და ხან როგორზე.
4. ბერი ტაძარი თვლემს და გულფრესკებშემოძარცვულ ტკივილებს ნაღვლობს...
თქვენც ამ "სხვაში" დაიწყეთ წერაა? :-?
ბერი ტაძარი თვლემს და გულფრესკებშემოძარცვულ ტკივილებს ნაღვლობს...
თქვენც ამ "სხვაში" დაიწყეთ წერაა? :-?
3. კარგი ლექსია,თანამედროვეობისთვისაც შესაფერისი.
ამდენი ხნის წინ დაწერილი.. კარგი ლექსია,თანამედროვეობისთვისაც შესაფერისი.
ამდენი ხნის წინ დაწერილი..
2. მამა, რამდენჯერ გამიჭირდა ამ ცივ ქალაქში...
...მამა, ანბანიც ვერ გავუგე მე ამ ცხოვრებას...
პირველად არ წავიკითხე ეს ლექსი
მამა, რამდენჯერ გამიჭირდა ამ ცივ ქალაქში...
...მამა, ანბანიც ვერ გავუგე მე ამ ცხოვრებას...
პირველად არ წავიკითხე ეს ლექსი
1. "სოფლის ბოლოში, ხმამდუმარი, ბერი ტაძარი თვლემს და გულფრესკებშემოძარცვულ ტკივილებს ნაღვლობს, გახსოვს, იმ ზაფხულს გახოტრილი ჭალის ხედები, მზე დასწოლოდა ჰორიზონტთან კუზიან მაღლობს"
განსაკუთრებით სათუთად ვგრძნობ აქ მშობლიური მიწის სურნელს, სადაც წლები "ითიბება" "ნისლებად"...სადაც ყოფნა-არყოფნის მარადიული კითხვა უჩნდება მოკვდავს და ცხოვრების ვერაფერი გაუგია... თუმცა, ბედნიერებაა, რომ ეს ყველაფერი მშობელ მიწაზე ხდება... "სოფლის ბოლოში, ხმამდუმარი, ბერი ტაძარი თვლემს და გულფრესკებშემოძარცვულ ტკივილებს ნაღვლობს, გახსოვს, იმ ზაფხულს გახოტრილი ჭალის ხედები, მზე დასწოლოდა ჰორიზონტთან კუზიან მაღლობს"
განსაკუთრებით სათუთად ვგრძნობ აქ მშობლიური მიწის სურნელს, სადაც წლები "ითიბება" "ნისლებად"...სადაც ყოფნა-არყოფნის მარადიული კითხვა უჩნდება მოკვდავს და ცხოვრების ვერაფერი გაუგია... თუმცა, ბედნიერებაა, რომ ეს ყველაფერი მშობელ მიწაზე ხდება...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|