ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თენგიზი
ჟანრი: პოეზია
5 სექტემბერი, 2010


დღეს უნდა დავლიო

დღეს უნდა დავლიო, დღეს უნდა გამოვთვრე,
დღეს უნდა დავგესლო არაყით ძარღვები,
რომ იქნებ შემოვრჩე ამ ტანჯვის საუფლოს,
იმედად ლოდინის, იმედად განგების.

დღეს უნდა ჩავახრჩო ჭიქაში წუხილი
და ჯიგარაშლილმა უცრემლოდ გიგალო, -
ისე, რომ ღრუბლებმა ატეხონ ქუხილი,
გრგვინვა რომ აღმოხდეთ სალ კლდეებს, პიტალოთ.

დღეს უნდა ჩავწიხლო ურვა და გოდება,
ერთი დღით რომ მაინც დავგლიჯო ბორკილი,
დღეს უნდა სარდაფში ჩამოვჯდე ლოთებთან
და გიჟურ ზმანების შევიქმნე მორჩილი.

ხვალ ალბათ ცხოვრება თავის გზით მატარებს,
ხვალ ისევ დათმენით მომიწევს ცხოვრება.
კვლავ ფიქრებს მომისევს დიდსა და პატარებს,
სევდა და წამება მეხლება მსტოვრებად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები