ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯ ე მ ა ლ ა
ჟანრი: დრამატურგია
15 აგვისტო, 2010


პირველი მოქმედება

                                   
მოქმედი გმირები:

ქ ე თ უ ს ა - მინუს ფონოგრამით (არ ჩანს);
ჯ ე მ ა ლ ა;
გ უ ლ შ ე მ ა ტ კ ი ვ ა რ ი;
ს ხ ვ ა დ ა ს ხ ვ ა  ი ე რ ა რ ქ ი ი ს  წ ე ვ რ ე ბ ი;


          მორიგი დღე ან ღამე, უმზეოდ, უღრუბლოდ, უმთვაროდ. უვარსკვლავოდ, უქეთუსოდ.

ჯ ე მ ა ლ ა :
დაიკარგა ქვეყნად მზე და აღარ არის სამართალი,
ვახ სოფელო, რა შეგცოდე, რით ვერ დაგიბრუნე ვალი,
რომ ამინთე დასაწვავად ამ ქვის გულში ტრფობის ალი.
ჩემთვის ვიყავ, ის მყოფნიდა, დამიმატე დარდად ქალი.

რ ჩ ე უ ლ ი  წ ე ვ რ ი : ასეთ სათაურიან ნაწარმოებებს არ ვკითხულობ;

ჯ ე მ ა ლ ა :
მე რომ მომაქცია ქალმა, ისემც მოგექცეთ თქვენ მტერი,
ერთი დანახვისთანავე გავხდი მისი ფეხის მტვერი,
ისეც ბნელა, აღარ მადევს სინათლეშიც კაცის ფერი,
ახლა მარტო დავრჩი ვატყობ, ჩემთან ერთად გლოვობს ერი.

ჩ ვ ე უ ლ ე ბ რ ი ვ ი  წ ე ვ რ ი ;  ყოჩააღ ჯემალ, სერიოზუულ!!!

მ ი ა მ ი ტ ი  წ ე ვ რ ი : მართლა რა სერიოზულ სიტყვებს იძახის ჯემალა; მართლა საღო რა;

ლ ი ტ ე რ ა ტ ო რ ო ბ ი ს  მ ა ძ ი ე ბ ე ლ ი  წ ე ვ რ ი: ამის წაკითხვას რომ მორჩებით მერე ჩემი ახალი ლექსიც წაიკითხეთ თუ არ შეწუხდებით, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრი. მადლობა!

ქ ე თ უ ს ა : ვინმემ მითხარით რა ვინაა ეს ჯემალა, ასე მგონია ჩემ გარდა ყველამ იცით;

რ ჩ ე უ ლ ი  წ ე ვ რ ი ;აუ, არ მოგწყინდათ? გააბანძეს რა საიტი ამ ჯემალებმა და სოფლელებმა; კედელს ურტყავენ თავს და მაინც ვერ წერენ. ერთი წყლიდან რო ვსვავთ წყალს ჩვენი ბრალია.

მ ი ა მ ი ტ ი  წ ე ვ რ ი : აუ ხო რა, ბაზარში მგონია უკვე თავი, უნდა გაიწმინდოს აქაურობა.

გ უ ლ შ ე მ ა ტ კ ი ვ ა რ ი;
კარგი რა ჯემალ, რას სწუხხარ, ამ ხუთ მილიონ ქართველში
რა დალევს ქვეყნად ქეთუსებს, მიმოიხედე მთა-ველში,
დარდს შეეჩვიე უბრალოდ, ჰოდა დადიხარ აქ, ბნელში,
ას ქალში ცოტა ჭუაა, ვიდრე ერთ საშუალო გველში.

რ ე დ. კ ო ლ ე გ ი ა შ ი  მ ი წ ვ ე უ ლ ი  რ ჩ ე უ ლ ი  წ ე ვ რ ი: ნეტა  ამ თვეში სხვა ვინმეც  დაწერდეს დრამატურგიას და თუგინდ სისულელე იყოს. არავითარ შემთხვევაში თავფურცელზე ჯემალას გამყვანი მე არ ვარ, რაც უნდათ ის თქვან...;

გ უ ლ შ ე მ ა ტ კ ი ვ ა რ ი;
”ცხოვრება მშვენიერია”; - რეკლამას მოაქვს ამბები,
ჰოდა შენც გამხიარულდი, მე ვიცი მაგის აბები,
ღვინო სვი, გულს გაუღიმე, ყური დაიცე ბამბებით,
ხომ მართალი ვარ ძმისგულო. დამიდასტურე შენც ბები.

ბებია არ აქცევს ყურადღებას და განაგრძობს გზას: აბა სიმიჩკა ეფათ, სიმიჩკააა!!!

რ ჩ ე უ ლ ი  წ ე ვ რ ი (რეპლიკა): აუ კაცი რომ ბების დაწერს ლექსში, აღარც ღირს წასაკითხად, თან ბამბა მრავლობით რიცხვში? ჰმ!

ჩ ვ ე უ ლ ე ბ რ ი ვ ი  წ ე ვ რ ი  ;ბები რაღა იყო, ბეიბი მაინც ეთქვა, აუ მაინც უძალიანმაგრესია. ძან საყვარლობაა.

რ ე დ კ ო ლ ე გ ი ა - არ კითხულობს პრინციპულად.

შ ე წ უ ხ ე ბ უ ლ ი  წ ე ვ რ ი : არ მომწონს, ვერაფერს ვხედავ აქ საინტერესოს, ნიჭის ფლანგვა ქვია ამას და მეტი არაფერი;

მ ი ა მ ი ტ ი  წ ე ვ რ ი :ნუ, მოსაწონი არაფერია მართლაც, თუ ნიჭზე გაქვს პრეტენზია უნდა იცოდე როგორ გამოიყენო;

ჩ ვ ე უ ლ ე ბ რ ი ვ ი წ ე ვ რ ი ; აუ სამჯერ წავიკითხე ეს უკვე გარედან, ძლივს შემოვედი, ვწუხვარ 2 ქულაზე მეტს რომ ვერ ვწერ, ჯემალ  შე ნიჭიეროოოოოო

მ ი ა მ ი ტ ი  წ ე ვ რ ი :არა, სიმართლე უნდა ითქვას, ნიჭიერია აშკარად, დრამატურგიას ასე კარგად ბევრი ვერ შეეჭიდება საიტზე;

ჯ ე მ ა ლ ა :
ქეთუსა მიყვარს მე ვიცი, გამომადგება ეგ ცოლად,
სხვა ქალზე როგორ ვიფიქრო, შენთვის სჩანს ასე იოლად.

წ ე ვ რ ე ბ ი, რ ო მ ლ ე ბ ი ც  ა მ ა ვ ტ ო რ თ ა ნ  კ ო მ ე ნ ტ ა რ ს  ა რ  ა კ ე თ ე ბ ე ნ - კომენტარს არ აკეთებენ;

ქ ე თ უ ს ა - მინუს ფონოგრამით (არ ჩანს) :
...მეგონა მზე იმიტომ იღიმოდა, რომ მხოლოდ მე მხედავდა, მხოლოდ ჩემი ნახვა უხაროდა... მეგონა სამყარო მხოლოდ ჩემს გამო იყო ხანდახან ასეთი მშვენიერი...

ბ ე ბ ი ა  (ხმა შორიდან ) : აბა ეფათ!

ჯ ე მ ა ლ ა :
ხო ქეთუს, თუა ამქვეყნად,  სინათლე ან სამართალი,
მთელი სამყარო შენია და შენ ჩემი დედოფალი...

ჩ ვ ე უ ლ ე ბ რ ი ვ ი  წ ე ვ რ ი : აუ ვიტირებ ახლა, ქეთუსას ხმა იყო მისი ”მაგნოლიებიდან” ხო?

გ უ ლ შ ე მ ა ტ კ ი ვ ა რ ი;
”ჩემო” ჯამალ, გულს რა ვუთხრა, დაგივიწყა, არ ახსოვხარ,
ცრემლებს ღვრი და თავს იტყუებ, თითქოს ბეწვის ხიდზე დგახარ,
ადრე მთას იდებდი მხარზე, ახლა ნახე რასა გავხარ.
ერთდროულად, ნაწილ-ნაწილ, ცოცხალი და მკვდარიცა ხარ.

ქ ე თ უ ს ა - მინუს ფონოგრამით (არ ჩანს) :
”ძველმა ნაცნობმა, თუმც არც კი ვიცი
აღარც კი მახსოვს სად ვნახე ბოლოს,
იყო ეს ცხადი?... თუ იყო ძილი?...
გაცრეცილ კადრებსღა ვარჩევ მხოლოდ...”

ჯ ე მ ა ლ ა :
მე გულს მოვიკლავ დღეს, ჰოდა, ხვალეს უგულოდ შევხვდები,
თუ უშენობას დავყევი, გული რად მინდა ვერ ვხვდები...

ქ ე თ უ ს ა - მინუს ფონოგრამით (არ ჩანს) :
ისევ ირიჟრაჟა, დილის სხივით ვთბები,
მთვარე აღარ მოჩანს თვალის მუქ სიღრმეში,
ისევ ახალი დღე, კვლავ თავს ვეკითხები -
ჯემალი,
                  ჯემალა,
                                  ჯემო
                                            თუ ფიქრები?...

რ ჩ ე უ ლ ი  წ ე ვ რ ი (რეპლიკა): სერიალია ბლიატ?

ნ ი კ ი (თავისთვის);  ჯემალა გვაკლდა საიტზე.

ჩ ვ ე უ ლ ე ბ რ ი ვ ი  წ ე ვ რ ი  ;აუ მართლა საღოლ რა ჯემალას, პროსტა რა დავაკოპირო აქედან აღარ ვიცი. არა, ხო იძახდა დრამატურგიულ ჟანრში დავწერო. არადა მაგრათ მოიტანა ბოლომდე სათქმელი. ქეთუსაც არაა მართალი უკვე რა.

მ ი ა მ ი ტ ი  წ ე ვ რ ი : რომ იტყვის და შეასრულებს ორი აზრი არაა მაგაზე, მაგრად ვაფასებ ამ ავტორს მაგის გამო;

რ ჩ ე უ ლ ი  წ ე ვ რ ი (რეპლიკა): ეს რო ლიტერატორი გახდა, სხვას რა უნდა უთხრათ, არაფერი არაა ეხლა ეს, მარა რას ვიზავთ?

მ ი ა მ ი ტ ი  წ ე ვ რ ი : აუ  მართლა რა, ვისაც რა გაუხარდება, საიტზე რომ დებს, მაგიტომაა საიტი კარგ დღეში რა, ქვა რომ ააგდო ლიტერატორს მოხვდება თავში...

ჩ ვ ე უ ლ ე ბ რ ი ვ ი  წ ე ვ რ ი : (რეპლიკა) - ვიზავ არა, ვიზამ!

ჯ ე მ ა ლ ა : - ხო ვიზამ, ვიზამ!

ჩ ვ ე უ ლ ე ბ რ ი ვ ი  წ ე ვ რ ი  ; ვაიმეეეეე, არ არსებობს;

კ ო ნ კ რ ე ტ უ ლ ი  წ ე ვ რ ი : რამდენჯერ ვთქვი და აქაც უნდა ვთქვა, გასაუქმებელია ეგ თავფურცელი საერთოდ. 4 წევრი მეთანხმება უკვე.

ქ ე თ უ ს ა (მინუს ფონოგრამით, არ ჩანს) : -
თავს მაწონებ ჯემალ ვიცი დრამატურგის გშვენის პოზაც,
მაგრამ სანამ ყველა ჟანრში თავფურცელზე არ გიხილავ
არას გეტყვი, ვსაუბრობდით მთელი ღამე მე და როზა
ამ საკითხზე და ამ ფაქტმაც უკვე თვალი ამიხილა

ჰოდა ახლა სანამ ხელში კალმის ჭერის გიდგას ჯანი,
დამანახე საგმირონი საქმენი და შენი მქვია,
ამას მე გთხოვ (ჯერ არ შენი) ნესტან-ქეთუს-დარეჯანი,
დამიწერე ჩემო გმირო მთელი ჯემალტყაოსანი!

გ უ ლ შ ე მ ა ტ კ ი ვ ა რ ი;  იზამს!

ქ ე თ უ ს ა (მინუს ფონოგრამით, არ ჩანს) : -
და ეს საქმე ამა საქმედ თუ არა და არ შედგება,
სიტყვას გაძლევ მთელი გულით, გაუმტარს და დაჟე ალალს,
თუკი ისევ უცაბედად გაქრები და მიმატოვებ,
ურაკპარაკს დავამსგავსებ ნალიტ-ჯე-რს და ნაჯემალარს.

ნ ი კ ი ; დასაბლოკია ეს ჯემალა;

მ ი ა მ ი ტ ი  წ ე ვ რ ი: მართლაც, დაბლოკეთ ეს ჯემალაა თუ ვიღაც და ეგ ქეთუსაც მიაყოლეთ რა, ამოვიდნენ უკვე ყელში;

ჩ ვ ე უ ლ ე ბ რ ი ვ ი  წ ე ვ რ ი  ; აუუუუუუუუუუუუ, ჟანრი არ შეუცვალოთ რა, ქეთუსაზეა დაპირებული დრამატურგიას.

მ ო დ ე რ ა ტ ო რ ე ბ ი - გასუსულები არიან.

ჩ ვ ე უ ლ ე ბ რ ი ვ ი  წ ე ვ რ ი :  მადლობა რომ არსებობთ რააა;

რ ე დ კ ო ლ ე გ ი ა  თავიდანვე არ კითხულობდა.


სცენა ბრუნავს, დედამიწა ჩერდება.


                                  (პირველი მოქმედების დასასრული)

მ კ ი თ ხ ვ ე ლ ი :  ეეე ჯემალ, ბოლო სიტყვა შენ უნდა გეთქვა;

ჯ ე მ ა ლ ა  ფ ა რ დ ი ს  ი ქ ი დ ა ნ : ქეთუსავ, ნაწარმოებფში შეი და ყველა დროის დრაატიურგიულ ჟანრში ქულებით თუ პირველ ადგილზე დაგხტე მაი აღზევება შენ გეძღვნებადა იცოდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები