 | ავტორი: ჭა ჟანრი: პროზა 17 აგვისტო, 2010 |
სნეული
ჩემი საწყალი ქვეყანა, ჩემი ლამაზი ქვეყანა, ავადმყოფი მზეთუნახავი, სასთუმალზე მისვენებული, სიცოცხლის ნიშანწყალიც აღარ ადევს და მაინც ღირსეულად უჭირავს თავი. სიკვდილიც კი მონუსხულივით გაყინულა ერთ ადგილზე და მიტკლისფრად მისვენებულ მომაკვდავთან მიახლოებას ვერ ბედავს. ფიქრობს... ვერ გადაუწყვეტია. მოკლას?..შესძლებს?...თუმცა აქამდე ვერასდროს შესძლო ამის გაკეთება. როცა კი გაიგებდა, ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო კვდებაო, სიხარულით გამორბოდა... როგორც კი მის სარეცელს მიუახლოვდებოდა, მაშინვე ფარხმალს ყრიდა და უკან იხევდა. სასაცილოა, მაგრამ დღემდე ყოველთვის ასე იქცეოდა სიკვდილი. ეხლა კი... ვინ იცის...ვინ იცის, რა მოხდება... ძალიან, ძალიან არის მისუსტებული ავადმყოფი მზეთუნახავი. დღეს არაფერი უჭამია. დღეს კი არა უკვე საუკუნეებია არაფერი უჭამია. ღმერთო რა ლამაზია და რა უმწეო? ნეტავ თუ ესმის რამე, ნეტავ თუ არის გონზე? გონზეც რომ არ იყოს, მაინც არ შეიმჩნევს ისეთი ამაყია. ჩემი მომაკვდავი, ჩემი მიტოვებული, ჩემი ლამაზი ქვეყანა. როგორ მიყვარს?!...ასეთი ლამაზი მაინც არ იყოს? ძვლები მტკივა მის შემყურეს. უცებ გონს რომ მოეგოს? აზროვნება რომ დაუბრუნდეს ერთი წამით, აქეთ-იქით მიიხედ-მოიხედოს და დაინახოს: თურმე სანამ ის კვდებოდა ყველა გაპარულა, ყველას მიუტოვებია და ახლა ასე მიტოვებული, მარტოდ-მარტო კვდება...-მაშინ რაღა ვქნა?... რა უიმედო იქნება მისი უკანასკნელი გამოხედვა, როგორ ჩაფერფლილ, განადგურებულ, მზერას დატოვებს ამ ქვეყნად. არ გინდა გაუძლო!?...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
38. უტიფარ, თავხედ, გულღრძო სიკვდილსაც კი სურვილი უჩნდებოდა ერთხელ მაინც ყოფილიყო თვითონაც ღირსეული . ვაიმე, რა უდიერად მომიხსენიებია სიკვდილი...სიკვდილო მაპატიე, ესადრე ვფიქრობდი ასე...:) ახლა სხანაირად ვფიქრობ შენზე...:) უტიფარ, თავხედ, გულღრძო სიკვდილსაც კი სურვილი უჩნდებოდა ერთხელ მაინც ყოფილიყო თვითონაც ღირსეული . ვაიმე, რა უდიერად მომიხსენიებია სიკვდილი...სიკვდილო მაპატიე, ესადრე ვფიქრობდი ასე...:) ახლა სხანაირად ვფიქრობ შენზე...:)
37. როგორი ალეგორია დამხვდა აქ, არ ველოდი! აკაკი გამახსენა...
(გამომრჩენია, რომ არ ვიყავი მაშინ) როგორი ალეგორია დამხვდა აქ, არ ველოდი! აკაკი გამახსენა...
(გამომრჩენია, რომ არ ვიყავი მაშინ)
36. როგორი ალეგორია დამხვდა აქ, არ ველოდი! აკაკი გამახსენა...
(გამომრჩენია, რომ არ ვიყავი მაშინ) როგორი ალეგორია დამხვდა აქ, არ ველოდი! აკაკი გამახსენა...
(გამომრჩენია, რომ არ ვიყავი მაშინ)
35. ჩემი კეთილი მათე...:-* ჩემი კეთილი მათე...:-*
34. ნანა, ვიტირე..... მე იმედი მაქვს.... ღვთისმშობელი და უფალი არ გაწირავენ საქართველოს... თუმც ჩვენ თუ ხელი არ გამოვიღეთ....მარტო სიმძიმილი არას გვარგებს....:) ნანა, ვიტირე..... მე იმედი მაქვს.... ღვთისმშობელი და უფალი არ გაწირავენ საქართველოს... თუმც ჩვენ თუ ხელი არ გამოვიღეთ....მარტო სიმძიმილი არას გვარგებს....:)
33. მომეწონა,თუმცა უნდა გვახსოვდეს, როგორც თქვა ფა-რა-ლემ და თამარ ბუკიამ "არასოდეს არ კვდება,თურმე იმედი" 555 მომეწონა,თუმცა უნდა გვახსოვდეს, როგორც თქვა ფა-რა-ლემ და თამარ ბუკიამ "არასოდეს არ კვდება,თურმე იმედი" 555
32. არ მოკვდება,, სანამ ეყვარებათ ისე,, როგორც შატილიონს უყვარს ეს მზეთუნახავი... არ მოკვდება,, სანამ ეყვარებათ ისე,, როგორც შატილიონს უყვარს ეს მზეთუნახავი...
31. ჭა, შენ ხომ იცი, ”წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო”. დაე, ვისაც გულში წასვლა უიდევს, წავიდეს, ”ძალით დაბმული ძაღლი ცხვარს არ უვლის”, არ მოკვდება ჩვენი მზეთუნახავი, ვინმეს თუ გონია თავისი მიწიერი და ვიწრო გონებით ასე ადვილად მოკლავენ ჩვენს მზეთუნახავს, სასტიკად ცდებიან. სანამ სამყაროს დედა ღვთისმშობლის სახელი ესმის, ჩვენი მზეთუნახავის სახელიც და სიცოცხლეც არ ჩაქრება. ჭა, შენ ხომ იცი, ”წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო”. დაე, ვისაც გულში წასვლა უიდევს, წავიდეს, ”ძალით დაბმული ძაღლი ცხვარს არ უვლის”, არ მოკვდება ჩვენი მზეთუნახავი, ვინმეს თუ გონია თავისი მიწიერი და ვიწრო გონებით ასე ადვილად მოკლავენ ჩვენს მზეთუნახავს, სასტიკად ცდებიან. სანამ სამყაროს დედა ღვთისმშობლის სახელი ესმის, ჩვენი მზეთუნახავის სახელიც და სიცოცხლეც არ ჩაქრება.
30. სპილუკა ყოფილაააააააა..... რა საოცარ სტიმულს და სითბოს ტოვებს ხოლმე ეს ადამიანი...:-* სპილუკა ყოფილაააააააა..... რა საოცარ სტიმულს და სითბოს ტოვებს ხოლმე ეს ადამიანი...:-*
29. გადარჩება, მარტო გადარჩება კი არა, გაბრწყინდება კიდეც!!! ნუ მისტირი წამსვლელებს, ვისაც წასვლა უნდა, მაინც წავა და მათ ვერც ვერავინ შეაჩერებს, მე თუ მკითხავ არცაა საჭირო... ჩვენ აქა ვართ, არსად გავრბივართ, მეც, შენც, ჩვენი მეგობრებიც, აბა მიმოიხედე რამდენნი ვართ, ნუ გეშინია ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ მოკვდეს. ოღონდ მობრუნდეს და ჩვენ ხორცს ვაჭმევთ, თუ მოსწყურდა ჩვენ სისხლს დავალევინებთ და ძალებს ისე შევმატებთ. მტკივა, მეც ძალიან მტკივა და ვიცი კიდევ ბევრს ტკივა და სწორედ ამიტომ არ მოკვდება, სწორედ ამიტომ გაბრწყინდება შენ რომ მასზე ფიქრობ. ყველას მართებს ჩაფიქრება, ღმერთი გვფარავს, მაგრამ ჩვენ თუ ხელი არ გავანძრიეთ მიგვატოვებს, ეს კი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელები, გულებში შევუშვათ სიყვარული და მოვეფეროთ ჩვენს სამშობლოს, მას დღეს შველა სჭირდება და ჩვენს მეტი ვერავი, ან სულაც არავინ უშველის... გადარჩება, მარტო გადარჩება კი არა, გაბრწყინდება კიდეც!!! ნუ მისტირი წამსვლელებს, ვისაც წასვლა უნდა, მაინც წავა და მათ ვერც ვერავინ შეაჩერებს, მე თუ მკითხავ არცაა საჭირო... ჩვენ აქა ვართ, არსად გავრბივართ, მეც, შენც, ჩვენი მეგობრებიც, აბა მიმოიხედე რამდენნი ვართ, ნუ გეშინია ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ მოკვდეს. ოღონდ მობრუნდეს და ჩვენ ხორცს ვაჭმევთ, თუ მოსწყურდა ჩვენ სისხლს დავალევინებთ და ძალებს ისე შევმატებთ. მტკივა, მეც ძალიან მტკივა და ვიცი კიდევ ბევრს ტკივა და სწორედ ამიტომ არ მოკვდება, სწორედ ამიტომ გაბრწყინდება შენ რომ მასზე ფიქრობ. ყველას მართებს ჩაფიქრება, ღმერთი გვფარავს, მაგრამ ჩვენ თუ ხელი არ გავანძრიეთ მიგვატოვებს, ეს კი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელები, გულებში შევუშვათ სიყვარული და მოვეფეროთ ჩვენს სამშობლოს, მას დღეს შველა სჭირდება და ჩვენს მეტი ვერავი, ან სულაც არავინ უშველის...
28. როგორც კი მის სარეცელს მიუახლოვდებოდა, მაშინვე ფარხმალს ყრიდა და უკან იხევდა.... უტიფარ, თავხედ, გულღრძო სიკვდილსაც კი სურვილი უჩნდებოდა ერთხელ მაინც ყოფილიყო თვითონაც ღირსეული .
ასეა ნამდვილად და სულ ასე იქნბა მგონი :) ++ როგორც კი მის სარეცელს მიუახლოვდებოდა, მაშინვე ფარხმალს ყრიდა და უკან იხევდა.... უტიფარ, თავხედ, გულღრძო სიკვდილსაც კი სურვილი უჩნდებოდა ერთხელ მაინც ყოფილიყო თვითონაც ღირსეული .
ასეა ნამდვილად და სულ ასე იქნბა მგონი :) ++
27. რამხელა ტკივილია.. :( ცუდად მხდის..
გაიხარე!.. : ) 555 რამხელა ტკივილია.. :( ცუდად მხდის..
გაიხარე!.. : ) 555
26. კარგი ხარ ჭა. 5 კარგი ხარ ჭა. 5
25. უცებ გონს რომ მოეგოს? აზროვნება რომ დაუბრუნდეს ერთი წამით, სიკვდილის წინ?... აქეთ-იქით მიიხედ-მოიხედოს და დაინახოს...თურმე სანამ ის კვდებოდა ყველა გაპარულა, ყველას მიუტოვებია და ახლა ასე მიტოვებული, მარტოდ-მარტო კვდება...მაშინ რაღა ვქნა?... რა უიმედო იქნება მისი უკანასკნელი გამოხედვა, როგორ ჩაფერფლილ, განადგურებულ მზერას დატოვებს ამ ქვეყნად!... არ გინდა გაუძლო?...
ორჯერ წავიკითხე სხვადასხვა რაკურსით....ორივეჟერ ძლიერ მეტკინა :(:(:(:( 5! უცებ გონს რომ მოეგოს? აზროვნება რომ დაუბრუნდეს ერთი წამით, სიკვდილის წინ?... აქეთ-იქით მიიხედ-მოიხედოს და დაინახოს...თურმე სანამ ის კვდებოდა ყველა გაპარულა, ყველას მიუტოვებია და ახლა ასე მიტოვებული, მარტოდ-მარტო კვდება...მაშინ რაღა ვქნა?... რა უიმედო იქნება მისი უკანასკნელი გამოხედვა, როგორ ჩაფერფლილ, განადგურებულ მზერას დატოვებს ამ ქვეყნად!... არ გინდა გაუძლო?...
ორჯერ წავიკითხე სხვადასხვა რაკურსით....ორივეჟერ ძლიერ მეტკინა :(:(:(:( 5!
24. ასეთი ლამაზი მაინც არ იყოს? ძვლები მტკივა მის შემყურეს...
ვაი რომ მეც ასე მტკივა, ვის ვისზე მეტადაც კი არავინ იცის :( ასეთი ლამაზი მაინც არ იყოს? ძვლები მტკივა მის შემყურეს...
ვაი რომ მეც ასე მტკივა, ვის ვისზე მეტადაც კი არავინ იცის :(
23. ვაიმე რა ხასიათზე დამაყენეთ ჰა? ეს ხომ ზალიან მტკივნეულია და გუგუას კომენტარმა ხომ საერთოდ... +777 ვაიმე რა ხასიათზე დამაყენეთ ჰა? ეს ხომ ზალიან მტკივნეულია და გუგუას კომენტარმა ხომ საერთოდ... +777
22. გენაცვალე მე შენ ნან////ძვლებამდე ატანს////555555 გენაცვალე მე შენ ნან////ძვლებამდე ატანს////555555
21. ასეთი ლამაზი მაინც არ იყოს? ძვლები მტკივა მის შემყურეს...
ეჰ!..
ძალიან სათუთი ნაწერია.
ასეთი ლამაზი მაინც არ იყოს? ძვლები მტკივა მის შემყურეს...
ეჰ!..
ძალიან სათუთი ნაწერია.
20. კარგიაა ( :
5 ჭა. კარგიაა ( :
5 ჭა.
19. სევდიანი ჩანახატია ნანი... წეღან ლიტგეზე საჯაიას ლექსი წავიკითხე და... რაღაც საერთო ვიპოვე ამ ორ ნაწერში... აქ დარჩენის და მაინც ამ მომაკვდავი ქვეყნის ყურების სურვილი რო გვაქვს სიცოცხლის ბოლომდე... მოგიკითხეთ ბათუმის მზის სითბოთი... სევდიანი ჩანახატია ნანი... წეღან ლიტგეზე საჯაიას ლექსი წავიკითხე და... რაღაც საერთო ვიპოვე ამ ორ ნაწერში... აქ დარჩენის და მაინც ამ მომაკვდავი ქვეყნის ყურების სურვილი რო გვაქვს სიცოცხლის ბოლომდე... მოგიკითხეთ ბათუმის მზის სითბოთი...
18. უუფ, მეც შემძრა შენმა კომენტარმა, გუგუავ! ცალკე დადე, რა, შენს წერილებში? უუფ, მეც შემძრა შენმა კომენტარმა, გუგუავ! ცალკე დადე, რა, შენს წერილებში?
17. გუგუა...შენ ვინ ყოფილხარ?...მართლა ავტირდი მგონია...:( ძალიან შთამბეჭდავია...ასეთ კომენტარს აღარ ველოდი... ეს ცალკე უნდა იდოს და ყველამ წაიკითხოს...:-* უღრმესი და უდიდესი მადლობა....;-* გუგუა...შენ ვინ ყოფილხარ?...მართლა ავტირდი მგონია...:( ძალიან შთამბეჭდავია...ასეთ კომენტარს აღარ ველოდი... ეს ცალკე უნდა იდოს და ყველამ წაიკითხოს...:-* უღრმესი და უდიდესი მადლობა....;-*
15. ჩემო კამკამავ და უკვდავების წყაროს წყალით პირთამდე სავსე ჭაო! როგორ ამიშალე ფიქრები (მიხვდი რატომაც) განა მათ კი უნდათ აქედან გაქცევა, ეს ამ ტიალი წუთისოფლის ბრალია... მათი განსჯაც ძნელია... ახლა ერთ წერილს წაგაკითხებ და მიხვდები რა ბოღმაც ტრიალებს მათ გულებში... არაფერს არ მოვაკლებ, რომ ზუსტად მიხვდეთ რას მწერს....
გამარჯობათ გიორგი! საინტერესო და გულზე მალამოსავით დასადები საიტი გაქვთ! თქვენმა წერილებმა და ფერეიდნელებმა ჩემი ცნობიერება შეცვალა! ჩემი თავი მაპოვნინა! დიდი სურვილი გამიჩნდა ფერეიდანში წასვლისა და იქაური ქართველების გაცნობისა, თუმცა ჩემს ქმარს ირანის გაგონებაც არ უნდა... ვერც გაამტყუნებ, თავის ქვეყანაში ცხოვრობს და მისთვის ეს გრძნობა ცოტა გაუგებარია... თქვენი საიტის ნახვის შემდეგ წავიკითხე სხვადასხვა ოფიციალური რჩევები ირანში წამსვლელთათვის; ისინი ბევრად უფრო მკაცრია, ვიდრე თქვენი. მოკლედ: მოსახლეობასთან კონტაქტში არ შეხვიდეთო; ხალხს, პოლიციელებს, მუზეუმებს და სამხედრო შენობებს სურათები არ გადაუღოთო; მარტო არ წახვიდეთ ტურისტადო და ასე შემდეგ. მართალია ეს ყველაფერი? ამის წაკითხვის შემდეგ მარტოდ წასვლის სურვილი დამეკარგა... მაგრამ თუ ქართველების ჯგუფი წავა, მეც სიამოვნებით გავყვები. თქვენ რომ მწერდით: „წისქვილში ვინც მიდიოდა ფქვავდაო, ვინც არა – ჯერსა კითხულობდაო“ ეს ანდაზა პირველად გავიგონე, ძალიან მომეწონა და ბევრიც ვიცინე. სუფთა ქართული ანდაზაა. მე კი აქაურმა ცხოვრებამ ძალიან მერკანტილური გამხადა. თუ წინასწარ არ დავგეგმე ყველაფერი (ტრაექტორია, ბიუჯეტი, მოგზაურობის ყველა დეტალი, მაგალითად: რომელ საათებში გადის ავტობუსი თეირანიდან ისპაჰანში; რა ღირს, რამდენი ხანი უნდა მგზავრობას, სასტუმროების სია თეირანში, ისპაჰანში. სად დგანან ფერეიდანისკენ მიმავალი ტაქსები და სასტუმროები ფერეიდანში, ყველას ხომ არ გვყავს ნაცნობი, რომ მათთან გავათენოთ?) ისე არსად წავალ. არადა, მოუმზადებლად წასვლას ბევრად უფრო მეტი ხიბლი აქვს. უკვე 10 წელია საქართველოში აღარ ვცხოვრობ და ხომ ხედავთ, ხასიათს ვინ ჩივის, გვარიც აღარ მაქვს ქართული... გადაჯიშებაა, აბა რაა... ფერეიდნელებისაგან განსხვავებით მე ჩემი სურვილით წამოვედი საქართველოდან, როგორც ბევრი სხვა ქართველი. ყველა ისე თავქუდმოგლეჯილი გამოვიქეცით, თითქოს ქართული მიწა ფეხისგულებს გვწვავდა... ვერ ავიტანეთ დისკომფორტი... გულში ყოველთვის მოღალატედ ვთვლიდი ჩემს თავს და ყველა იმ ქართველს, ვინც უცხოეთში ვცხოვრობთ და შორიდან ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ჩვენ ყველამ ვიპოვეთ პიროვნული გამოსავალი, თავი გადავირჩინეთ, გავიქეცით... ჩვენ ვერ მივხვდით, რომ ყველამ ერთად მანდ უნდა ავაშენოთ „კარგი ქვეყანა – საქართველო“. ვერავის ვერ გავკიცხავ, ყველა ადამიანი თავისუფალია და ყველას აქვს არჩევანის უფლება, სადაც უნდა იქ იცხოვროს... ჩემს თავს კი მაინც დამნაშავედ ვთვლი... მიუხედავად იმისა, რომ აქ დავქორწინდი და ძალიან მოსიყვარულე ოჯახი მაქვს, ყოველთვის მახსენდება ის პერიოდი, როცა აქ წამოსასვლელად საბუთების შეგროვება დავიწყე. ეს ის პერიოდია, ხალხი მთელ დღეებს საელჩოების წინ რიგში რომ ატარებდა, იქნებ ვიზა მიიღონ და გაიქცნენ... გული მიტიროდა... იყო დრო, ქართველებს სტამბოლის ბაზარზე ყიდდნენ, ახლა ჩვენი ფეხით გავრბოდით ამ ღვთისმშობლის წილხვედრი მიწიდან. განა ვიცით ჩვენ, წამსვლელებმა, რომ სანამ ჩვენი თვითმფრინავი აფრინდება თბილისის აეროპორტიდან, მშობლები და ახლობლები აეროპორტის მოსაცდელში დგანან, მდუმარედ უყურებენ თვითმფრინავს, იცრემლებიან და პირჯვარს იწერენ? განა ვიცით ჩვენ, წამსვლელებმა, მხიარულად რომ ვჯდებით თვითმფრინავში და შვებით ამოვისუნთქებთ „გვეშველა!“ ჩვენს თვითმფრინავს ჩვენი ახლობლების თვალცრემლიანი, სიყვარულიანი მზერა მოსდევს, სანამ ჩვენი თვითმფრინავი ღრუბლებში გაუჩინარდება? ჩვენ უკან ვტოვებთ ჩვენს სისხლსა და ხორცს... სიყვარულით სავსე გულებს... წლების მერე მხიარულები უკან ვბრუნდებით, იგივე აეროპორტში გვხვდება იგივე ხალხი, ჩვენზე დარდში და მოლოდინში (+ მანდაური მდგომარეობით ნანერვიანები) გაჭაღარავებულები და დაბერებულები... ჩვენ უკვე პრაქტიკულები, მიზანდასახულები და კრიტიკულები ვართ... სერიოზული სახით ვაკრიტიკებთ ქართულ მენტალიტეტს და ქართულ ტრადიციებს... ამიტომაც მინდა ფერეიდნელი ქართველების გაცნობა! მათ ხომ 4 საუკუნეს გაუძლეს და არ გადაჯიშდნენ? რა შერჩათ მათ ქართული, გარდა ენისა? რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ქართულ ხასიათსა და ტრადიციებში (მე არ ვგულისხმობ სუფრის ტრადიციებს, ეგ ნაკლებად მნიშვნელოვანი მგონია)? რა შეიძლება ვისწავლოთ შაჰ-აბასის ექსპერიმენტიდან?
ჩემო კამკამავ და უკვდავების წყაროს წყალით პირთამდე სავსე ჭაო! როგორ ამიშალე ფიქრები (მიხვდი რატომაც) განა მათ კი უნდათ აქედან გაქცევა, ეს ამ ტიალი წუთისოფლის ბრალია... მათი განსჯაც ძნელია... ახლა ერთ წერილს წაგაკითხებ და მიხვდები რა ბოღმაც ტრიალებს მათ გულებში... არაფერს არ მოვაკლებ, რომ ზუსტად მიხვდეთ რას მწერს....

14. ასეთი ლამაზი მაინც არ იყოს? ძვლები მტკივა მის შემყურეს...
თურმე სანამ ის კვდებოდა ყველა გაპარულა, ყველას მიუტოვებია და ახლა ასე მიტოვებული, მარტოდ-მარტო კვდება...
+5!!!
არ მოკვდება, მხოლოდ სძინავს! (აკაკის პერიფრაზი) ასეთი ლამაზი მაინც არ იყოს? ძვლები მტკივა მის შემყურეს...
თურმე სანამ ის კვდებოდა ყველა გაპარულა, ყველას მიუტოვებია და ახლა ასე მიტოვებული, მარტოდ-მარტო კვდება...
+5!!!
არ მოკვდება, მხოლოდ სძინავს! (აკაკის პერიფრაზი)
13. აუ რა კარგია აი რაღაცნაირია რო ვერ იტყვი ისეთი 5 აუ რა კარგია აი რაღაცნაირია რო ვერ იტყვი ისეთი 5
12. გულის გატეხა ცუდია! შენი პატრიოტიზმი აღმ,აფრთოვანებს! ოღონდ მეტი ოპტიმიზმი! დაბრუნდებიან! ყველაფერი კარგად იქნება! 555 გულის გატეხა ცუდია! შენი პატრიოტიზმი აღმ,აფრთოვანებს! ოღონდ მეტი ოპტიმიზმი! დაბრუნდებიან! ყველაფერი კარგად იქნება! 555
11. საოცარია! ასე აღარავინ წერს დღეს, ყოველშემთხვევაში მე არ წამიკითხავს მსგავსი. წერენ პატიოტიზმზე მაგარმ იმდენად გადაღეჭილად ყელში ამოვიდაო გათქმევინებენ ეს კი გულწრფელი ნაწერია! გაიხარე საოცარია! ასე აღარავინ წერს დღეს, ყოველშემთხვევაში მე არ წამიკითხავს მსგავსი. წერენ პატიოტიზმზე მაგარმ იმდენად გადაღეჭილად ყელში ამოვიდაო გათქმევინებენ ეს კი გულწრფელი ნაწერია! გაიხარე
10. მართლა კამკამა ჭა ხარ შენ!
ძალიან სუფთა... წრფელი გულის პატრონი. იშვიათობაა ახლა ეს.
5+
და მოკითხვა მეგობარო! მართლა კამკამა ჭა ხარ შენ!
ძალიან სუფთა... წრფელი გულის პატრონი. იშვიათობაა ახლა ეს.
5+
და მოკითხვა მეგობარო!
9. ჩემი საწყალი ქვეყანა, ჩემი ლამაზი ქვეყანა. ავადმყოფი მზეთუნახავი, სასთუმალზე მისვენებული, სიცოცხლის ნიშანწყალიც რომ აღარ ადევს და მაინც ღირსეულად უჭირავს თავი
ჩემი ყველაზე სუფთა და კამკამა ნან... სუნთქვა შემეკრა. 5 ჩემი საწყალი ქვეყანა, ჩემი ლამაზი ქვეყანა. ავადმყოფი მზეთუნახავი, სასთუმალზე მისვენებული, სიცოცხლის ნიშანწყალიც რომ აღარ ადევს და მაინც ღირსეულად უჭირავს თავი
ჩემი ყველაზე სუფთა და კამკამა ნან... სუნთქვა შემეკრა. 5
8. არა, არ ვარ ასე პესიმისტურად...ვინც გარბიან იმათ გასაგონად არის... milanel დადო რაღაც ამდაგვარი და მეც მომინდა ეს ძველი ნაწერი დამედო...:) არა, არ ვარ ასე პესიმისტურად...ვინც გარბიან იმათ გასაგონად არის... milanel დადო რაღაც ამდაგვარი და მეც მომინდა ეს ძველი ნაწერი დამედო...:)
7. ნანა, როგორ დაგავიწყდა ჰა-რა-ლეს შეგონება?
"ბოლოს კვდებაო? თაობებს მისდევს და არასოდეს კვდება თურმე იმედი!..." :)))))) ნანა, როგორ დაგავიწყდა ჰა-რა-ლეს შეგონება?
"ბოლოს კვდებაო? თაობებს მისდევს და არასოდეს კვდება თურმე იმედი!..." :))))))
6. იმედი არასოდეს კვდება:) მე უფრო ოპტიმისტი ვარ:* აუცილებლად, ყველამ უნდა ვუწამლოთ, ნან იმედი არასოდეს კვდება:) მე უფრო ოპტიმისტი ვარ:* აუცილებლად, ყველამ უნდა ვუწამლოთ, ნან
5. ყველამ ჩვენ-ჩვენი მალამო მოვიშველიოთ და ვუწამლოოთ!!! :) :-* იმედი უკანასკნელი კვდება... ყველამ ჩვენ-ჩვენი მალამო მოვიშველიოთ და ვუწამლოოთ!!! :) :-* იმედი უკანასკნელი კვდება...
4. არაააააააა... ასე არა... ასე უიმედოდ და ასე გულის მოწურვამდე ტკივილიანი... არა რა... მაინც იმედი არასოდეს კვდება... სნეულია დღეს მხოლოდ, ნან, სნეულია და უნდა მოვარჩინოთ. ტირილით ვერაფერს ვუშველით... უნდა მოვარჩინოთ, ვალად გვადევს ყველას არაააააააა... ასე არა... ასე უიმედოდ და ასე გულის მოწურვამდე ტკივილიანი... არა რა... მაინც იმედი არასოდეს კვდება... სნეულია დღეს მხოლოდ, ნან, სნეულია და უნდა მოვარჩინოთ. ტირილით ვერაფერს ვუშველით... უნდა მოვარჩინოთ, ვალად გვადევს ყველას
3. ამტონი კი არა და ამდენიი:) რა შუაში იყო აქ ამტონი? :D ბოდიში გვერდი ამეტალახა :) ამტონი კი არა და ამდენიი:) რა შუაში იყო აქ ამტონი? :D ბოდიში გვერდი ამეტალახა :)
2. ვაიმე შემიღონდა გული :D ძაან კარგი ნაწერია,მაგრამ რატო ამტონი სევდ-პესიმიზმი? :)
+2 ვაიმე შემიღონდა გული :D ძაან კარგი ნაწერია,მაგრამ რატო ამტონი სევდ-პესიმიზმი? :)
+2
1. ოჰ, სულ მავიწყდება...და სხვაში მინდოდა...:( ოჰ, სულ მავიწყდება...და სხვაში მინდოდა...:(
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|