ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ADOLF KOMUNIST
ჟანრი: იუმორისტული
24 სექტემბერი, 2010


  ჩამოტვირთვა

დღეს ჩვენ მოვდივართ "მანდ მომავლიდან" წერილი ურაკპარაკს და - ჯ ე მ ა ლ ა ს - მარჩიელი...

აი დავბრუნდი, დავბრუნდი, დავბრუნ -
დი ს- პლეი დის ქმარს დახვდა ქოშებით,
რაღაც ამ ბოლოს მეხვევა თავბრუ,
დაჩაგდებით და ძმაგამოშვებით.

სიყვარულს ეტრფის ეს ჩემი ლექსი,
ვარდის კოკრებში გაფურჩქნულ ცხვირით,
წუხელ ბუმ გახსნა თურმე ბუ - ესი
და გვერდით ჰყავდა კოდალა _ შნირი.

ო, აფროდიტე ჩემო დრტვიტინავ,
წუხელის შენმა ქმარმა იტირა,
როცა ბღავილი დაიწყო მერე,
ვერ მოითმინა უცებ იდნირამ

და შენც მიდი რა... მიფრინავს წლები,
ვაი, დიეტა არ გაქვს დაცული,
მერვე წელია ჩვენ ერთად ვწვებით
და მიკვირს როგორ რჩები ქალწული.

ან ეს ბავშვები საიდან კარგო?
ან ეს კარგები საიდან? ბავშვი?
მარგო - მსურს შენი სხეული მარგო,
სანამდის ტყემალს გაეფსკვნა ფაშვი.

ტყემალზე შენ მახსენდები ჯემალ,
ჩემო ძმაო და ჩემო ძმუკუტო,
წაისვა თურმე კისერზე ჯემი
აჩიმ და უკვე დადის უქუდოდ.

თამარ ბუკიას ბევრი უქია,
მეც დავიტანჯე პაპანაქებით,
ურაკპარაკი ჩვენი თუ კია,
მაშ რატომ არ ჰყავს პაპა ნაქები?

აი ასე და აი ამგვარად,
ლექსის ბუშტუკი ხრინწით დატორე,
ერთი პრობლემა ვერ მოაგვარა
და რას გაუგებ მოდერატორებს.

ნიკ-ოფსიიდან დადუ-ბანდამდე,
ოპციებს მალე შეცვლის ურალი,
ახალი წელიც ისე გადავდე,
რომ დავრჩი ერთი ნაველურალი.

ო, ო, ო-ო-ო ფლეშენცუნაი,
ურაკპარაკზე მოდის ცუნამი,
ბიონსე, ბრიტნი, ტენგო ლა კა მი
სანერა, ჰოდა ერთი ლაგამი,

ამოვდოთ ჯემალ ზურგზე მედუზას
და ავაჯანყოთ ლიტ.ჯე ვარდებით,
თორემ ამგვარად ძმაო ქეთუსას
შენ არასოდეს შეუყვარდები.

დღეს დილხორშია ყველა სადავე,
ბუს კვერცხი იშვა წუხელ ჭავლიდან,
არ გეუბნები ჯემალ ღადავით,
დღეს ჩვენ მოვდივართ "მანდ მომავლიდან" ...........

(ფარდა)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები