ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაკა სელეპანიშვილი
ჟანრი: პოეზია
2 ოქტომბერი, 2010


"როცა სხეული მოინატრებს შენს ნათითურებს"

მე შენს გახშირებულ სუნთქვაზე შეყვარებულს
გიჟად შემრაცხვენ,
და დაიჯერე
თითებზე შერჩენილ შენს სურნელს
და სხეულზე ნათითურებს
დავჯერდები..

ვნება–აშლილი უკანასკნელად დაგიკოცნი სახის შუქ–ჩრდილებს..

ფილტვის დამძიმებამდე ამოვიღებ შენი სხეულის სუნს პერანგის საყელოდან,
ჩემს თეთრ ოთახში წავიღებ
და ბალიშში ჩავრგავ,
შენზე ფიქრების გასამძაფრებლად..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები