ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ADOLF KOMUNIST
ჟანრი: იუმორისტული
30 სექტემბერი, 2010


თენგიზს და - ჯ ე მ ა ლ ა ს - ეს რა გვჭირს ძმებო???

ზდაროვა თენგიზ, ბარო ჯემალ, სალამი ხალხო,
ეს რა დღეში ვართ, რა ჭირი გვჭირს რა ბედენაა,
მე ყველა პოეტს ჩემს ლექსებში ვჯოკრავ და ვამხობ,
ურაკპარაკზე შევარდნილი ბედუინივით.

სინდისი სად გაქვთ? ან ზრდილობა ნეტა, ბოიშ-ყო,
თენგიზ, მემგონი გადამცვლიან მალე ტრიკოზე,
ცხოვრება ბევრმა ჩემო ჯემალ ისე მოიწყო,
ნიკად ირჩევენ უკვე პორნო - პოლიტიკოსებს.

უნდა მეცინა მეღლაბუცა, მაგრამ ვაი ჩემს -
ცარიელ თავს და სავსე მკერდით მავალ სვეტაჩკას,
ამდენი ჩხუბით ვიცი ნერვის კიბოს გავიჩენ,
თქვენ მერსედესით იგულავეთ, ხოლო მე ტაჩკას -

გავაკატავებ, სადაც ცოლებს იმის ნიჭი აქვთ,
ცამეტი მეტრის რქები გვქონდეს ძმაო "ინაგდა"
უკნიდან უცქერ მაგარ ქალს და თურმე ბიჭია,
რომელიც ახლა "უბორკაზე" ადრე მილაგდა

მისიანებთან, მისიანებს ერთი მაგისიც,
შენ რომ გგონია ეს ეპოქა იმას არ გვიზამს
და სანამ კაცებს დაგვერევა ვინმე ნარგიზი,
მანამ ჩვენ თვითონ დავერიოთ ვინმე ნარგიზას.

უტყაპუნებენ დღეს მათრახებს ერთურთს მწერლები,
მე ვიმეორებ, რა ჭირია ან რა ოხრობა?
როდესაც კაცი შენ ერთ პროზას თავზე ევლები
და ეფერები, - აღგზნებული დადის მოთხრობა..

მერე მთელი დღე, შენც შიტყე, შეიტყემლისკვერ
ა? ა? არ მესმის, ყურს მაკლია ბიძაჩემებო,
მოიქცეს ყველა ისე როგორც ადოლფს ენებოს,
თორემ გადაგცვლით უეჭველად ვოლფგანგ ლენინზე.

ვერ ხუმრობ ზოგჯერ, ასე არის ჩემო არქიფო,
აიღეთ აჰა, ვისაც უნდა უფრო განივი
და თუ ამიშლით ნერვებს, პირში ხელს რომ ჩაგიყოფთ,
ე მაგ ხერხემალს ამოგიღებთ ჯეტ-ლის ხმალივით.

.

ჩვენ სამნი ვართ უკვე. მე ჯემალი და თენგიზი.
.
ვოტ ტაკ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები