ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ბერია
ჟანრი: პოეზია
4 ოქტომბერი, 2010


(შეიგრძენი)

შეიგრძენი, აშრიალდა უკვე ყანა,
ბნელ კონტურსაც შეეხამა ბრმა მონბლანი,
მოგიყვანენ, სახლში დაჭრლის მოგიყვანენ,
მიიბარე, უნდა სისხლი ჩამობანო...

თიბათვე და გახუნდება ფიჭვზე წიწვი,
ფიჭვზე წიწვი გახუნდება, ასე ცალფა,
მზა დუელში დისპარიტეტს წვიმა იწვევს
და ფოთლებქვეშ თბილ გვამს, ისევ წვიმა ალპობს...

მერე ნელა ჩაბარდება წარსულს ის თვე,
წარსულს, როცა ზურგშექცევით დასერავენ,
იმ ფოთლებქვეშ სუნთქავდაო, იქნებ ვისთვის,
იქნებ ვისთვის - ვერასოდეს, ან ვერავინ...

თუმცა მოკლეს, როგორც თეთრი იუნკერი,
მიწა დაწერს: "ვაი ჩემს თავს" - ვრცელ ციტატებს,
მიუტევე შენს შვილს მამა, მიუტევე,
რომ ყოფილა პოეტური, სულ ცოტა და

შეიგრძენი , აშრიალდა უკვე ყნა,
თიბათვეა. თბილ გვამს, ისევ წვიმა ალპობს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები