 | ავტორი: თათასია ჟანრი: პროზა 5 ოქტომბერი, 2010 |
ვნატრობ ხვალინდელი დღე არ გათენდეს ან ვერ გათენდეს. მეშინია, ხვალ ხომ მე ის აღარ ვიქნები რაც დღეს ვარ! დიახ, მართალია ჩემი ნებით მივდივარ ექიმთან და ჩემი სურვილით მოხდება ყველაფერი ეს , მაგრამ მაინც მეშინია, მეშინია იმის თუ რატომ მომინდა ამის გაკეთება, რატომ მიმიყვანა ცხოვრებამ აქამდე. როგორ არ მინდა გათენდეს და ჯინაზე მალე თენდება. მეცინება, არადა რა არის სასაცილო სულ რაღაც 4 საათში ჩემს გაწმენდვას დაიწყებენ. არა, მარტინი უნდა დავლიო, მოვწევ კიდეც, ეს ერთხელ არაუშავს, ქუჩაში გავალ, ჰაერს შევხედავ და უკან შემოვალ სახლში, იქნებ ცოტა აზრზე მოვიდე. ჩემი ხე რა ლამაზია და საერთოდ ამ ხეს ერთი ფოთოლიც რომ ჩამოვარდეს თავს მოვიკლავ. მცივა, სჯობს სახლში შევიდე და სანამ საბოლოოდ გათენებულა მელოდრამას ვუყურებ რამეს...არა, ხო ვიცი მერე ტირილი უნდა დავიწყო)) მერე და როდის აქეთ მეშინია ტირილის, თან არც მაწყენდა. ერთი სიტყვით იმ ღამეს გემრიელად ვიბღავლე რაღაც ფილმის გადამკიდე და შემომათენდა კიდეც) სამი საათი ვიცმევ და როგორც იქნა ჩავიცვი თან არ გაინტერესებთ რა??? ბებიაჩემის დროინდელი შიფონის ლურჯი სარაფანა, რაღაც ჩემს ხასიათს მოერგო. მერე გაისმა ტელეფონის ხმა კლკლკლკლკლკლკლკლ)))) “-გისმენთ, ლილუ შენ ხარ? სუნთქვაზე გცნობ ჩემო სიცოცხლე” . ლილუს გაეცინა; “მე ვარ და გეხვეწები ეს არ გააკეთო იმიტომ, რომ მე ასეთი მიყვარხარ და არა მარტო მე, ყველას შენს მშობლებს, შენს მეგობრებს!!” ლილუმ ყურმილი დამიკიდა და ცრემლები მომადგა, ვიცოდი, რომ ლილუც ტიროდა.. ოთახში შევედი და ჩანთიდან ფურცელი ამოვიღე, სადაც ექიმის მისამართი მქონდა ჩაწერილი, ერთი სიტყვით მივაგნებდი როგორმე..ჩემი დღიური გადმოვიღე და ბოლო ჩანაწერი გავაკეთე , რომელიც ასე იწყებოდა: “დღეს ალბათ კიდევ უფრო იმიტომ გავათენე, რომ მზე დამენახა. ის ჩემში ყველაზე დიდ ემოციებს იწვევს, მზე, რომელიც წითლად ამოტივიტვდება ცაზე და ჩემს ოთახში აფერადებს ყველაფერს” დღიური დავხურე და მექანიკურად ბალიშის ქვეშ ამოვდე. სახლს გადავხედე, კარები გავაღე და გამოვედი გარეთ... ორი საათი ძებნის შემდეგ, როგორც იქნა ექიმს მივაგენი , კარები საკმაოდ მოხუცმა კაცმა გამიღო და მკაცრად, მაგრამ სამართლიანად გამიღიმა..სახლში შემიპატიჟა და ხელით მიმითითა, აი იქ დაჯექიო ,არადა სიმართლე, რომ გითხრათ ვერც სკამი დავინახე და ვერც ვერაფერი რაზეც შეიძლებოდა ადამიანი დამჯდარიყო..მერე მივხვდი, რომ იატაკზე მანიშნა და მეც ცოტა გაკვირვებული და ცოტაც შეშინებული იატაკზე მოვკალათდი. თვალები წამიერად დავხუჭე, ყველაზე ტკბილ მოგონებებს დავუწყე გახსენება ვერაფრით წაშლილიყო და ნერვები მეშლებოდა, მალევე გავახილე თვალები და მოხუცი კაცის თვალებს შევეფეთე, ჩემს წინ იჯდა, ხმაამოუღებლად ფუნჯი მომაწოდა და ფურცელი “ შენი ემოციები დახატე”. მეც დაუფიქრებლად ვუპასუხე “ დამიჯერეთ ფურცელი არ მეყოფა”. გუაშის საღებავების სუნი მიყვარდა ყოველთვის, მაგრამ არასდროს მიცდია მათი გამოყენება და აი პირველი ფერი ცისფერი იყო, რაშიც ფუნჯი ჩავაწე თან ვიხსენებდი ჩემს დახუნძლულ სოფელს, იმ სოფელში კი ალუბლის ხეზე ჩამოკიდებულ საქანელას, რომელზეც მე გულაღმა მიყვარდა ქანაობა, რადგან ცას ვუყურებდი. ალბათ ის ცა გამახსენდა... მწვანე ფერი არ ვიცი რატომ ავირჩიე, ისე კი ყოველთვის მამშვიდებდა. ახლა უკვე ვარდისფერით დავიწყე ხატვა, ვარდისფერი ჩემი საყვარელი ფერი იყო. გამახსენდა ჩემი საბანკეტო კაბა, რომელიც რათქმაუნდა ვარდისფერი იყო ჩემი ნაგიჟარა მეგობრები და ზაფხული, როდესაც ყველას ვარდისფერები გვეცვა და სამყაროს ვალამაზებდით ჩვენი ჭკუით ..აი ახლა უკვე წითელი წამოვიდა და “ის” გამახსენდა, ახლა მივხვდი, რომ მართალი ყოფილა ის, ვინც წითელს სიყვარულს უკავშირებს . არ ვიცი რატომ, მაგრამ წითლად მხოლოდ ერთი წერტილი დავსვი და ფუნჯი ყვითელ ფერში ჩავაწე და მაშინვე ჩემი მზე გამახსენდა. ფუნჯს მართლაც და ემოციურად ვატრიალებდი ფურცელზე, ისე რომ არც ვუყურებდი. თვალები დახუჭული მქონდა და მოგონებებში ისე ღრმას ვიყავი გასული, რომ კინაღამ ჩამეძინა უკვე საღებავსაც ისე ვარჩევდი, რომ ფერს აღარ ვუყურებდი , გამახსენდა დედა და მასთან ერთად ბავშობაში გადავინაცვლე, ისე კი დამაინტერესა ნეტავ რა ფერის საღებავი მქონდა აღებული, ცალი თვალით ფუნჯს შევხედე და იისფერი შევნიშნე, იცით მესიამოვნა. ბავშობაში სწორედ, რომ იისფერ ოთახში მეძინა. ლამაზ მოგონებებს დამახინჯებული მოგონებები წამოყვა, ჩემი სიმშვიდე სიბრაზით შეიცვალა, ფუნჯს რაღაც უხეშად დავუწყე ხმარება და ნაზი ფერები მუქი ფერებით შეიცვალა. ყველაფერი ცუდი ერთიანად წამომსკდა თავში..მიტოვება, იმედგაცრუება, ტყუილები, უაზრო დაპირებები, ცრემლებით დასველებული საქორწინო კაბა და უკანდაბრუნებული ბედნიერება. მოვრჩი!! წყნარად წარმოვთქვი და თვალები გავახილე. მოხუცი მომიახლოვდა და ყურში ჩამჩურჩულა “ აკი ფურცელი არ მეყოფაო “ და გამიღიმა ..ფურცელს დავხედე ერთი და იმავე ადგილზე მიტრიალებია ფუნჯი, საოცარი ფერების შერწყმა იყო, თუმცა საკმაოდ ჩამუქებული და მხოლოდ შიგნით, ღრმად თუ შეამჩნევდით ნაზ ფერებს. მოხუცი წამოდგა და მეც გავყევი,სახლი საკმაოდ დიდი იყო, მეორე სართულზე ამიყვანა და იქვე პატარა ოთახში შევედით. ოთახის კედლები ნახატებით იყო დაფარული ეტყობოდა, რომ ჩემნაირი აქ ბევრი მოსულა. მოხუცმა ჩემი ნახატი იქვე დაკიდა და მომიბრუნდა: “ახალგაზრდავ ახლა კი შეგიძლიათ ცხოვრებას დაუბრუნდეთ და სახლში მიბრძანდეთ” ჩანთიდან საფულე ამოვიღე და უცებ მოხუცის ხელი ვიგძენი ჩემს ხელზე: “არა გეთაყვა მე ხალხისგან მხოლოდ ემოციებს ვიღებ და არა ფულს “ რაღაც გამშრალი წამოვედი , ქუჩაში მოვაბიჯებდი და ფიქრი მეზარებოდა, თანაც იმდენად მოვითენთე, რომ საკუთარ სახლს გავცდი კინაღამ. დუში მივიღე და დავწექი. ფიქრს აშკარად თავს ვარიდებდი..ლოგინში იმდენი ვიტრიალე თავბრუ დამეხვა, ბოლოს ბალიშის ქვეშ ამოვდე ხელები და ჩაძინებას ვაპირებდი, როდესაც ხელი დღიურმა შემიშალა.. ბალიშის ქვემოდან გამოვიღე და გადავშალე დამიჯერებთ, რომ ყველაფერი სიტყვების უაზრო რახარუხად მომეჩვენა? იმ წამსვე ფანჯრიდან ვისროლე... სულაც არ შემშინებია ამ დღის გათენება უმიზედოდ. Dდამავიწყდა სიტყვა “ მომენატრე” და ”მიყვარხარ”. მეგობრებს ქუჩაში თუ გადავეყრებოდი სადმე, აბა ისე ჩემი სიცივის ატანა არავის სურდა. და არც არავინ იყო ვალდებული, რომ ავეტანე. ყველა ჩემი ფერადი ტანისამოსი ჩემივე ხელით იქნა განადგურებული. მელოდრამას ისე ვუყურებდი, როგორც კომედიას და საერთოდ ადამიანისთვის დაბადების დღის მოლოცვა რომ მილოცვაა ისიც აღარ გამომდიოდა. ჩემს ოთახში კი მუქი ფერის ფარდებია ჩამოფარებული, მაღიზიანებს მზე, რომელიც ჩემს ოთახში ცდილობს შემოღწევას. ხანდახან წამომივლის და ვღრიალებ მთელი გულით, ვამტვრებ ირგვლივ ყველაფერს რაც შეიძლება, რომ გატყდეს, ვიკაწრავ სხეულს, საკუთარ თავს მინდა ვატკინო, ვცემო, დავჭრა, გავლანძღო , რომ მიხვდეს, მიხვდეს რა დღეში ჩააგდო საკუთარი თავი და ბოლოს მთელი ძალით ვენარცხები იატაკზე და ვეგუები იმას, რომ ჩემი ემოცია ვიღაცის სახლში კიდია კედელზე!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. მადლობა : ) მადლობა : )
12. ,,ჩემი ემოცია ვიღაცის სახლში კიდია კედელზე!"
ეს ფრაზა მთელ ისტორიას მოიცავს. ემოცია ძალიან კარგადაა გადმოცემული ,,ჩემი ემოცია ვიღაცის სახლში კიდია კედელზე!"
ეს ფრაზა მთელ ისტორიას მოიცავს. ემოცია ძალიან კარგადაა გადმოცემული
10. დიდი მადლობა :) ;) დიდი მადლობა :) ;)
9. აუ, ახლა მეზარება ამხელა ნაწარმოების წაკითხვა, მითუმეტეს რომ პროზას იშვიათად ვკითხულობ ამ საიტზე... :) :) :) წარმატებებს გისურვებ შემოქმედებით საქმიანობაში! ;) ;) ;) აუ, ახლა მეზარება ამხელა ნაწარმოების წაკითხვა, მითუმეტეს რომ პროზას იშვიათად ვკითხულობ ამ საიტზე... :) :) :) წარმატებებს გისურვებ შემოქმედებით საქმიანობაში! ;) ;) ;)
7. ეგ ძალიან კარგია mrs.smith ;) ეგ ძალიან კარგია mrs.smith ;)
6. მე არ მეშინია ხვალინდელი დღის :) მაგარი გოგო ვარ! :) მე არ მეშინია ხვალინდელი დღის :) მაგარი გოგო ვარ! :)
5. ია-ია - კი ადრე მედო,მაგრამ წავშალე და გადავწყვიტე ისევ დამედო : )
მარი სადღობელაშვილი :*:* ია-ია - კი ადრე მედო,მაგრამ წავშალე და გადავწყვიტე ისევ დამედო : )
მარი სადღობელაშვილი :*:*
4. უკანდაბრუნებული ბედნიერება...ვაიმე, თათასია.. უკანდაბრუნებული ბედნიერება...ვაიმე, თათასია..
3. ეს ადრე უკვე იდო! შენი ნიკით? :-? ეს ადრე უკვე იდო! შენი ნიკით? :-?
2. დაგიჯერებ :) დაგიჯერებ :)
1. ძალიან ღრმაა .... გამოვცურე როგორღაც, მაგრამ დავიღალე . ოჰ, ეს მუდმივი და მარადიული კითხვები !... სადაა პასუხები ?.... არავინ იცის.... მხოლოდ ემოცია ,ემოცია და ჩამქრალი იმედები... თუმცა იფეთქებს ალბათ , მჯერა, ერთხელაც გაზაფხულზე და ყველაფერი იქნება კარგად ... დამიჯერე !.... 5. ძალიან ღრმაა .... გამოვცურე როგორღაც, მაგრამ დავიღალე . ოჰ, ეს მუდმივი და მარადიული კითხვები !... სადაა პასუხები ?.... არავინ იცის.... მხოლოდ ემოცია ,ემოცია და ჩამქრალი იმედები... თუმცა იფეთქებს ალბათ , მჯერა, ერთხელაც გაზაფხულზე და ყველაფერი იქნება კარგად ... დამიჯერე !.... 5.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|