ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან63
ჟანრი: პოეზია
6 ოქტომბერი, 2010


ნეტა სამშობლო რამ შემაყვარა

ცხრათვალა მზე და მთვარე ანკარა,
ნეტა სამშობლო რამ შემაყვარა,
დედის ნანამ თუ იის ღიმილმა,
დილის მადლმა, თუ ირმის ყვირილმა,
მთების ძალამ, თუ ნამზე სირბილმა,
წინაპართ სულის სისხლის ყივილმა,
ნეტავ სამშობლო რამ შემაყვარა,
ეს ტკბილი სენი ვინ შემაყარა,
ვინ და აკაკიმ, ილიას გენმა,
ვაჟას ბუნებამ და ტყეში მგელმა,
რომელს აღარ სურს არვის მონობა,
და არც ღამეში სულით ობლობა.

ეს არის ჩემი ცხოვრების წესი,
მუდამ ასე ვარ და არა ვკვნესი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები