ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლიუსი
ჟანრი: პროზა
14 ოქტომბერი, 2010


აწვიმდა დრეზდენს

სამი წლის წინ დრეზდენის გალერეა მოვინახულე. ექსკურსიათმძღოლი გამეცნო. მრავალ ენათა შორის ქართულსაც კარგად ფლობდა. „ხელოვანთა სამყაროს ძარცვავენო,“ ნაღვლობდა გიდი. წყვდიადისფერ თვალებს აციმციმებდა, მატარებლის შორეულ ექოსავით ჰკიოდა ხელოვანი: „ჩქარა, დრეზდენის გალერეისკენ!“

–აქ რასაც ხედავთ ათი ამდენი გუშინწინ ებადა მუზეუმს, ათჯერ და ასჯერ დაცარიელება მოელის კიდევ!..

–1560 წელს საქსონელი კურფიურსტების სასახლის კოლექცია დაარსებულა. შედევრთა თავმოყრას საუკუნე ნახევარი დასჭირდა. 1722 წელს წარსდგა ჩვენს წინაშე დიადი მონუმენტი, რომლის მსგავსი კაცობრიობას არაფერი ჰქონია. 1945 წელს დაბომბეს; 197 სურათი ნესტისა და შმორისგან დაიღუპა.

მარჯვნივ დამწუხრებული რაფაელია, მარცხნივ ჯორჯონე. მათ შორის ტიციანი ჩამდგარა. ვერონეზეს და კორეჯოს ამაყ გამოხედვას გენიალური რემბრანდტი ებრძვის. ვერმეერის, ჰოლბაინ უმცროსის, ლუკა კრანახის, რუბენსის, ველასკესის, რიბერას, დიურერის მახლობლად რეისდალი წარბშეტოკილი დგას და იგერიებს შედევრთა ჟინდაუმცხრალ მზერას. კრამიტახსნილი გალერეაც ამდენ გენიას ვერ მასპინძლობს. იწვევს ბომბდამშენების, ქვემეხების, საბრძოლო–საავიაციო დანაყოფების ხელმძღვანელობას, სამხედრო დივიზიას, მართლმსაჯულებას, რათა უსახურებად აქციონ პრეისტორიული მონუმენტი.

–ხელოვნება არად ფასობს, კაცი მუზეუმის ძარცვით ერთობა, იტყოდა გიდი, რომელიც კიბის მოაჯირს მიყრდნობოდა... იცი, ჩემო ბართლომე, რამდენი რამ მომწონებია და მასზე მესაკუთრეობა მომდომებია, მაგრამ როგორ შეიძლება ღმერთთა მონაგებიდან მოპოვებული ხელმეორედ მოიპაროს მდაბიომ?! დიდება იმას, ვისაც კულტურის დაცვა შესძლებია.

–კულტურა სადღა არისო, ანერვიულებული ბართლომე კადნიერ საუბარს დაიწყებდა. ქალაქში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზეც გულახდილად საუბრობდნენ.

ხელოვანთა სახლი სტაციონალურ დაწესებულებად უნდა გადაიქცეს. ნუთუ დიდხანს უნდა გვაფურთხონ წყეულმა ებრაელებმა და რჯულძაღლმა გერმანელებმა? რამდენიმე საათის შემდეგ უკანასკნელი ექსპონატი, სიქსტეს მადონაც აღარ იქნება. მზის ჩასვლისას გალერეაში ოქსინოსდარი, მზესუმზირისფერი პალიტრაც გაბრძანდება და ბათქაშითა და კოკისპირული წვიმისგან ჩამობერილი ჭერი ჩამოიფხრიწება. დაიტბორება წყლის ნაკადით ერთ დროს დიდებული სამხატვრო გალერეა...

მოულოდნელად იწვიმა. თითქოს ვიღაცა საგანგებოდ მაღლიდან ვარცლით ასხამდა შმორიან, ტალახშედედებულ მატერიკას. უშნოდ შედედდა სისველისგან კირი და გაჯი. ცისარტყელისებურად სიჭრელისგან დაიზაფრა კედლები. გიდი შეშლილივით დარბოდა ნაბდით და საწვიმრით ხელში. გულდათუთქულ შედევრთა გოდებას ისმენდა; საყვედურობდნენ ექსკურსიათმძღოლს დავიწყებისთვის, მოუვლელობისთვის, დაღუპვისთვის.

წვიმამ მოგვიანებით გადაიღო. ალბათ „მარიგე ღმერთმა“ მაინც გული მოიბრუნა თავისივე შექმნილ სააქაოზე. მაგრამ თუნდ სამუდამოდ ეწვიმა, რა აზრი ჰქონდა. წუთისოფელი არ ღირდა გუშინდელი დრეზდენის სანახაობად, დღევანდელსაც არ სჯობნიდა ბევრით.

წლებმაც განვლო. ბართლომეს სახლში გიდის ანდერძი იპოვეს:

–დრო მოვა, როცა ადამიანები სიამაყით აღივსებიან წარსული დროით. მოიძიებენ სეზანს, ვატოს, ველასკესს, რიბერას, რაფაელს, გოგენს...მიაკითხეთ ბრემენის სასაფლაოს, სადაც დამარხულია კაცობრიობის ისტორია.
საბჭოთა მეომრებმა იპოვესო დამალული სურათები, ასე კი სწერია ყველგან, მაგრამ რაც არ მინახავს იმას ვერაფრით დავწერ. თან საბჭოურ რეჟიმს ყველაფრის მისაკუთრება ახასიათებდა.

1956 წელს კვლავ გაიხსნა იგი. კალვადოსით უცნობმა ბერიკაცმა წარმოთქვა:

მართალია თავის დროზე კრამიტი ახადეს გალერეას, სანაცვლოდ ამავე ეპოქაში იგრძნო ადამიანმა, რომ არაფერი იქნებოდა დრეზდენის სანახაობის გარეშე.

და არაფერი იყო გუშინდელი დრეზდენი დღევანდელთან შედარებით, რომელიც მერმისის აჩრდილად ქცეულიყო. მწუხარე ბინდში, იმავე მიწის წიაღში, ახალი შედევრი იხატებოდა, გერმანელთა და უცხოელთა წინარე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები