ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან63
ჟანრი: პოეზია
20 ოქტომბერი, 2010


მებიუსის სპირალი

გადის გამოდის, ნეტავ სად მიდის,
ან რატომ ბრუნავს საათი ჩქარა,
სად არის ზღვარი, სიცოცხლის, ცრემლის,
ნუთუ სიცოცხლემ გზა დაამავრა?

გადის გამოდის, თუ წრეზე ბრუნავს,
საით მიილტვის არავინ იცის,
სპირალზე ბრუნავს უსასრულობა,
კაცობრიობას ჩუმად დასცინის.

სიცოცხლე ისე, ვითარც სიკვდილი,
ბრუნავს და როკავს, ოქროს სპირალზე,
მებიუსი აქვს ამ გზას სახელად,
სიკდილს იქ სძინავს მაღალ მწვერვალზე.

ის რაც სრულდება იქვე იწყება,
და რაც იწყება იქვე სრულდება,
დაბადებაა ყველა სიკვდილი?
თუ სიკვდილია მხოლოდ ბუნება?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები