ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაკა სელეპანიშვილი
ჟანრი: იუმორისტული
26 ოქტომბერი, 2010


ამბობ! (გიოს)

ამბობ,
დაეძალე არაყს,
მუზაც გაგიფრინდა ქარში.
მაინც არ მგონია,
ძალას ან ხსნას თუ იპოვი სმაში.

ამბობ,
გიხარია აღარ
და არც გიხაროდა ადრე.
მე კი მეღიმება ჩემთვის.
...ო ავე მარია,მადრე.

ამბობ,
ოცნებები დამაქვს,
ჩემი მუჭის ტოლა გულით
და არვინ მიფასებს ამაგს.
მაინც უჩემობა უჭირთ.

გოდებ,
ძილის წინ და ოხრავ.
დილას "პახმელია" გახრჩობს.
–იქნებ ერთი ჭიქა ლუდი?!
თუ ორი მათლაფა ხარჩო?!..

ვამჩნევ,
როგორ გაბნევს ჩემგან,
ყველა გულს წამსკდარი ფრაზა.
იქნებ ერთხელ მაინც მიხვდე,
დროა შეიცვალო ფაზა.

იქნებ,
გელოდება ცოლი,
მაინც,
თვალს აპარებ ქალებს.
მე
არ მომიხდება როლი,
მაგ შენს
ვნებად აჭრილ ღამეს.

ამბობ,
ლამაზი ვარ თითქოს.
ხმა მაქვს მაღალი და მტკიცე.
ვერსად გაგექეცი მგონი,
მაინც უშენობა მიწევს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები