ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ADOLF KOMUNIST
ჟანრი: იუმორისტული
25 ოქტომბერი, 2010


  ჩამოტვირთვა

შეყვარებული ადოლფი და მასზე ზურგშექცეული მეგობრები, საგონებელში ყოფნა, I სერია...

                                                        "ვერ მივედი მასონთა გუშინწინდელ კრებაზე,
                                                        დღეს კი ღამე მომექცეს ვით ელტონ ჯონს ენებოს,
                                                        ლექსთა შეჯიბრებაზე, ლექსთა შეჯიბრებაზე,
                                                        ლექსის გამოფენაზე ჩამსვით თავფურცელებო"

                                                                                                      / ფაშისტი არტიომა /

ქურდებს სალამი, ლიტ.ჯე-ს დაშლა, ურაკს ჯემალა,
როგორ ხარ ლიკან, ჩემო თენგიზ, რაღაც პრიდმეტი
უნდა შეგკადროთ, გაგიმხილოთ, უკვე ვერ ვმალავ -
ბესამე ბუჩო შემიყვარდა ოღონდ ჩვიდმეტი.

ჯემალ, მირჩიე როგორ უნდა მოგება გულის,
შენ ხომ ქეთუსას მოუგვარე შენი ენებით,
მასწავლე საით მივაბრუნო გრძნობათა რული,
ისე რომ წამსვე ავარია მოხდეს ვნებების.

ისე რომ წამსვე დამეკონოს ჩვიდმეტი ბუჩო
ისე რომ წამსვე შევუყვარდე ჩემს კარგ ბუჩიტოს,
მაგრამ ვატყობ რომ ფერმიხდილი სიტყვებით ურჩობს
და მისი გული გალიაა, ოღონდ უჩიტოდ.

პახმელიაზე სად იყავი წუხელ ლიკა-ნა?
რატომ დამტოვე უსუსური მარტო თენგიზა-ვ,
დღეს ჩემმა ყველა მეგობარმა ზურგი მიგანა
და რაც საქნელი დამრჩენია უკვე ვერ ვიზამ -

რა მეშველება აწი ჩემო კარგო ძველებო,
ადოლფს არ ახსოვს რომ როდესმე გოგოს ეურჩოს,
ბედი მომექცეს ისე ვით ამ საიტს ენებოს,
მე კი იმგვარად მოგექცევით როგორც მე ბუჩო.

წავედი ახლა გამოვსულვარ ცუდად ფოტოში,
მახსოვს ჰამაკს რომ იყენებდი კარგო ლიფებად,
თუ წაიკითხეთ დღეს შედევრი კვაზიმოდოსი,
ვინც ცუდ კომენტარს გააკეთებს გაიტყიპება.

ამას მე ვამბობ თვით ადოლფი ჰოდა მერიდეთ,
ვინც ასეთ ლექსს წერს მაკრიტიკოს ხალხნო დაე მან,
თქვენ კი გირჩევდით სხვა ლექსებზეც ჩემთან შეხვიდეთ,
ბუჩოს ვუნიშნავ ფეისბუქზე ღამით პაემანს.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები