 | ავტორი: ნინუცა..ნი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 28 ოქტომბერი, 2010 |
ღიმილ-სევდიანი ამინდია.. მძიმედ ვსუნთქავ, მაგრამ მაინც სუფთა ჰაერს, რომელიც აივნის ღია კარებიდან შემოდის.. მას ხშირად ვხსნი, რათა არ ჩავიხუთო სიმარტოვეში.. ოთახში თეთრი სიჩუმეა, ამ მყუდროებას კი, გარედან შემომავალი მანქანების ბღავილი არღვევს, რომელთა დანიშნულებაა იარონ წინ, გზის ბოლომდე ანუ უსასრულობამდე.. თუმცა გზას ხომ, უსასრულოდ არავინ მიჰყვება.. ალბათ, მხოლოდ გიჟები.. მე სიამუვნებით გავუყვებოდი, რათა მეხილა მისი დასასრული.. გიჟიც ხომ, ჩემი მსგავსია.. ნელ-ნელა მბეზრდება გარედან შემოსული აურზაურის მოსმენა, უხალისოდ ვდგები და ვკეტავ ყველაფერს, ალბათ ამ წუთში სიმარტოვის არ მეშინია... მერე, თეთრ ოთახში ვრთავ ჩემს საყვარელ "კლასიკას", რომელიც ახლანდელ განწყობას ძალიან მოუხდა.. და ვაგრძელებ.. ვცდილობ თითებით მოვქსოვო, ფიქრების აბლაბუდა.. რა ცუდია, ჩემს ირგვლივ ხალხია და თავს მაინც მარტოდ ვგრძნობ.. იქნებ, ეს ჩემი ბრალია, ან თუნდაც მათი.. ყველას თავისი საზრუნავი აქვს, ყველა თავის გეგმებს აწყობს.. მათაც სტკივათ, მათაც უხარიათ.. მე კი, თავს ზედმეტ ტვირთად ვგრძნობ, ყველაზე მძიმე და ყველაზე გამოუსადეგარ ჯართად.. არც მეტი და არც ნაკლები!..ხშირად მეკითხებიან, როგორ ხარ? ვცდილობ მათთან საუბარს და მაშინ, როცა ვიგრძნობ რომ ისინი ფიქრებით სხვაგან დაფრინავენ, ვჩუმდები.. და ასე იყო რამდენჯერმე, მერე კი უბრალოდ, სურვილიც დამეკარგა იმ ადამიანებთან საუბრის, რომელთაც ჩემთვის კარგი უნდათ, მაგრამ ჩემს სულს ვერ ხდავენ.. ან, არც უნდათ დაინახონ.. ბევრჯერ ყოფილა ისე, რომ ადამიანებში ვეძებდი ხსნას, ისინი საიმედო დასაყრდნობი მეგონან, რომლებიც ბოლომდე მიერთგულებდნენ, მაგრამ ისევ შევცდი.. როცა ტკივილი პიკს მიაღწევდა, მაშინ მახსენდებოდა უფალი, რომლის სიახლოვეს ყოველთვის ვგრძნობ..(არადა, ის ხომ ერთადერთი უნდა იყოს!..) მერე, მივედი ხატების კუთხესთან, თავი დავხარე და ვთქვი: "დავიღალე.." ვიგრძენი, რომ ჩუმად ვსუნთქავდი, ოღონდ მაშინდელივით სიმძიმეს აღარ ვგრძნობდი, ნელ-ნელა მსუბუქდებოდა არსებობა.. მერე, ვიღებ მრავალზის "ნალოცებ" ლოცვანს, რომელიც დროთა განმავლობაში ხელებში შემომდნარიყო.. ადამიანს რომ შეეხედა, იფიქრებდა ამის პატრონი ნამდვილი მორწმუნეაო, მაგრამ მას არ ეცოდინებოდა ის, რომ მე ამ ფურცლებიდან კი არ ვლოცულობდი, უბრალოდ ლოცვას ვკითხულობდი.. მე ხომ, იშვიათად ვლოცულობ.. ან, ვიცი კი ლოცვა? უფალთან საუბარი სულ სხვაა, აი, მაშინ ნამდვილად შეიგრძნობ ჯვარცმული მაცხოვრის სუნთქვას.. იმ წმინდა სიტყვებს, რომლებიც ლოცვანში წერია, რამდენჯერმე თუ გაუვლია გონებიდან ჩემს გულში(ზოგჯერ, გონებამდეც არ აღწევდა) თუმცა, გამონაკლისებიც ყოფილა და მაშინ მიგრძვნია, ის საოცარი სულიერი სიხარული, რომელიც რამდენიმე წამი გაგრძელებულა.. ვთბებოდი.. თითქოს "ვანათებდი".. მსგავს განცდას ჩემი გული, მონასტერში უფრო ხშირად განიცდიდა.. მახსოვს, ზოგჯერ ვეღარ ვიტევდი და ცრემლებად მეფანტებოდა ემოციები, მერე სახიდან თბილი თითებით ვიწმენდდი წყალს, წყალს რომელიც იმ წუთში ყველაზე გულრფელად იღვრებოდა თვალებიდან.. ეს იყო მაშინ.. ----------------- მე, ერთი ადამიანი ძალიან მენატრება.. ის მარტო ცხოვრობს.. მას მე ვყავდი, მე კი ის.. დაღლილი ნაბიჯებით ავდიოდი მე-8 სართულზე, გულაჩქარებული, მცივანა ხელებით დავუკაკუნებდი და იქიდან მესმოდა სუსტი, ტკივილიანი ხმა, რომელიც უსაზღვროდ მათბობდა.. მერე, მაგრად ჩავეხუთებოდი და ვივსებოდით ერთმანეთით.. დაღლილობა ნელ-ნელა სიძლიერეში გადადიოდა და მიხაროდა, რადგან ვგრძნობდი, რომ ვივსებოდი მისით.. ეს იყო მაშინ.. მაშინ, როცა ჩემი გული თბილი იყო.. ახლა კი, თითქოს მოთოვა მასში.. მზე მჭირდება, იქნებ გალღვეს.. გადიოდა კვირეები, თვეები და მე არ მივდიოდი მასთან, მიზეზად "არ მცალიას" ვიმიზეზებდი, რომელი სრული სიცრუე იყო!.. იქნებ, დავძლიო ეს, ალბათ უსიყვარულობა(არადა, მე ხომ ის მიყვარს!..(ეს სიყვარულია?!)) და ავიდე მასთან.. ვიცი, მოენატრებოდა ჩემი მიტანილი "თბილი ბულკები" რომლებიც, ძალიან უყვარს.. ერთი სული მაქვს, როდის ვეტყვი: "რუსიკო ბებო, იცი როგორ მომენატრე?" მერე, ისევ ჩავიკრავ გულში და ისევ ავივსები მისით.. რა ცოტაა საჭირო იმისთვის, რომ ადამიანს გავულამაზოთ ერთი დღის, რამოდენიმე საათი.. ვიცი, რომ მელის და მიხარია, რადგან ალბათ ის ერთადერთია, რომელიც მოელის ჩემს სევდიან თვალებს..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. ნინუცა ძალიან კარგი ნაწერია!!!
:(:(:(:(:(:(:( ნინუცა ძალიან კარგი ნაწერია!!!
:(:(:(:(:(:(:(
21. ეჰ სევდა :( ეჰ სევდა :(
20. ღიმილ-სევდიანი ამინდია------ ჰო ვიცი.... ღიმილ-სევდიანი ამინდია------ ჰო ვიცი....
19. გიჟიც ხომ, ჩემი მსგავსია........ :) გიჟიც ხომ, ჩემი მსგავსია........ :)
18. გაიხარე შენ. მართლა თბილი და გულწრფელია. გაიხარე შენ. მართლა თბილი და გულწრფელია.
17. რა ცუდია, ჩემს ირგვლივ ხალხია და თავს მაინც მარტოდ ვგრძნობ.. 5 რა ცუდია, ჩემს ირგვლივ ხალხია და თავს მაინც მარტოდ ვგრძნობ.. 5
16. როგორ მიყვარს შენნაირი ემოციური და გულიანი ადამიანები... ძალიან თბილი ნაწერია, მართლა გამათბო... :) როგორ მიყვარს შენნაირი ემოციური და გულიანი ადამიანები... ძალიან თბილი ნაწერია, მართლა გამათბო... :)
15. მშვენიერი განცდები გქონია! მიყვარს ადამიანურები!!! მშვენიერი განცდები გქონია! მიყვარს ადამიანურები!!!
14. როგორ მომეწონა,განსაკუთრებით გულახდილი აღიარება ლოცვაზე და უფალზე... (hug) როგორ მომეწონა,განსაკუთრებით გულახდილი აღიარება ლოცვაზე და უფალზე... (hug)
13. ამატირეთ ამხელააა კაციიიი :( ( ( ( ამატირეთ ამხელააა კაციიიი :( ( ( (
12. თბილი და გულწრფელია, სუფთა. გაიხარე ავტორო.
5555 თბილი და გულწრფელია, სუფთა. გაიხარე ავტორო.
5555
11. მე წარმატებებს და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ:) მე წარმატებებს და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ:)
10. ეჰ, ისე თქმასაც ხომ გააჩნია.. :( ეჰ, ისე თქმასაც ხომ გააჩნია.. :(
9. მერე რაა, მაინც მადლობა.. მთავარია, რომ მე ჩემი განცდები დავწერე, მეტს არაფერს ველოდი.. ეს ყველაფერი ჩემია და ჩემშია, ესაა ყველაფერი.. :) მერე რაა, მაინც მადლობა.. მთავარია, რომ მე ჩემი განცდები დავწერე, მეტს არაფერს ველოდი.. ეს ყველაფერი ჩემია და ჩემშია, ესაა ყველაფერი.. :)
8. მერე რაა, მაინც მადლობა.. მთავარია, რომ მე ჩემი განცდები დავწერე, მეტს არაფერს ველოდი.. ეს ყველაფერი ჩემია და ჩემშია, ესაა ყველაფერი.. :) მერე რაა, მაინც მადლობა.. მთავარია, რომ მე ჩემი განცდები დავწერე, მეტს არაფერს ველოდი.. ეს ყველაფერი ჩემია და ჩემშია, ესაა ყველაფერი.. :)
7. tumc aarc eg iwereba mowoneba chemgan :) tumc aarc eg iwereba mowoneba chemgan :)
6. ღიმილ-ai es sityva momewona marto :):) da amitom xutiani ki ara da 2iani, metis daweri sashualeba ar maq :( ღიმილ-ai es sityva momewona marto :):) da amitom xutiani ki ara da 2iani, metis daweri sashualeba ar maq :(
5. და ქარიანიც, რომელიც არ ჩანს.. და ქარიანიც, რომელიც არ ჩანს..
4. ღიმილ-სევდიანი ამინდია
ანუ სევდიანღიმილიანი?
ჰო, სევდიანი განწყობაა და კიდევ წვიმიანი :) ღიმილ-სევდიანი ამინდია
ანუ სევდიანღიმილიანი?
ჰო, სევდიანი განწყობაა და კიდევ წვიმიანი :)
3. მეც მინდა, წლებმა დამიკარგოს ისეთი განწყობა, როგორიც ეხლა მაქვს.. :) მეც მინდა, წლებმა დამიკარგოს ისეთი განწყობა, როგორიც ეხლა მაქვს.. :)
2. ''წლებმა დამიკარგეს ის'' ანუ ასეთი განწყობა:) ``წლებმა დამიკარგეს ის`` ანუ ასეთი განწყობა:)
1. ნი.. სეხნი... ვიცი ეს განწყობა მე. და თბილი სევდით ვიხსენებ ხოლმე ამ განწყობას..
წლებმა დამიკარგეს ის:)
სამაგიეროდ სხვა კარგი რამეები მოიტანეს.
ცხოვრებაა. აი მთელი ფილოსოფიაც.
ნი.. სეხნი... ვიცი ეს განწყობა მე. და თბილი სევდით ვიხსენებ ხოლმე ამ განწყობას..
წლებმა დამიკარგეს ის:)
სამაგიეროდ სხვა კარგი რამეები მოიტანეს.
ცხოვრებაა. აი მთელი ფილოსოფიაც.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|