ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გივი ჩიღვინაძე
ჟანრი: პოეზია
11 ნოემბერი, 2010


შენ მაინც მოხვალ


შენ მაინც მოხვალ, უთუოდ მოხვალ,
გრძნობით დაგიწყებს ეგ გული ცემას,
ან გაზაფხულის იებს მოჰყვები,
ან შემოდგომის ფოთოლთა ცვენას.
ან ჩამოჰყვები უმშვიდეს ქროლვით
მზიანი ციდან წამოსულ ნიავს,
მდუმარე ქედებს დახედავ თრთოლვით
და მოფრინდები ადრე თუ გვიან.
ანდა შემხვდები თოვლიან მთებში
თეთრი ფიფქების ფრთებზე მწოლარე,
აციაგდები ნისლების ფერში
და გამითენებ ფიქრიან ღამეს.
შენ მაინც მოხვალ, უთუოდ მოხვალ,
გრძნობით დაგიწყებს ეგ გული ცემას,
ან გაზაფხულის იებს მოჰყვები,
ან შემოდგომის ფოთოლთა ცვენას.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები