მე თავშესაფარში დავიბადე, აქვე ავიდგი ფეხი, აქვე გავიზარდე, ბევრს ალბათ ჰგონია, რომ იმდენად დავიღალე, მინდა ვქურდობდე, მქონდეს ფული და სხვებს ამით ვგავდე. არადა, იმდენად მოვიწყინე, მინდა ყოველ დღე მოდიოდეს ჩემთან წვიმა, ჩამყავდეს ჩემს მინდორში, ვისხდეთ, მიყვებოდეს ამბებს იქეთურს და აქეთურს, ვკრეფდეთ ყვავილებს, ვიღებდეთ ფოტოებს, ხელჩაკიდული დავრბოდეთ და წვიმა ტოვებდეს ჩემს გულში ნაფეხურს. და ვამბობდე: არა, კი არ დავიღალე, უბრალოდ მე უკვე გავიზარდე, და ვისწავლე როგორ შევაგროვო მუჭში წვიმა, და თუკი არ ვგავდით თავიდანვე, მე და წვიმა, დღეს უკვე ვიცი როგორ ვწვიმდე მზიან ამინდში, როგორ ვბანდე მზეს ხელებს და როგორ არ მციოდეს, როცა ჩემს ფანჯრებს ზამთრის პირველი ყინვა მკლავებს შემოხვევს, ვისწავლე როგორი არასიტყვაა “მინდა”, როდესაც ვერაფრით ვერ მოიყვან ზამთარში გაზაფხულს. როცა ვერაფერი გშველის მარტოობით დაზაფრულს, როცა უბრალოდ გცივა, გშია და აღარც კი გახსოვს, რომ სულ ორად-ორჯერ თუ გაჭამეს ბამბის ნაყინი, როცა ათასში ერთხელ შემოყოფენ ცხვირს შენს ოთახში ამვლელ-ჩამვლელები, გეკითხებიან: რა, მოიწყინე? შენ კი თვალებს ძირს ხრი, გულში პასუხობ: ალბათ დამცინი... ხმას კი არ იღებ... ხმას კი არ იღებ... ისინი ყოველთვის მიდიან, მე მუდამ ვრჩები... არადა, კი არ დავიღალე, უბრალოდ მე უკვე გავიზარდე, ვისწავლე როგორ შევაგროვო მუჭში წვიმა, და ახლა ამ მუჭში შეგროვილი წვიმის დალევას ვსწავლობ სულმოუთქმელად. არადა, კი არ დავიღალე, უბრალოდ მინდა ყოველ დღე მოდიოდეს ჩემთან წვიმა და გაწვდილ პეშვებს წვიმით მივსებდეს. აი, საცაა, ზამთრის პირველი ყინვა ჩემს ფანჯრებს მკალვებს შემოხვევს, მე – სითბონაკლული კი ვზივარ და განვლილ გაკვეთილს ვიხსენებ: როგორ არ უნდა მციოდეს?! როგორ არ უნდა მციოდეს?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. ძალიან მომეწონა.. ძალიან... მართლა ვიგრძენი ზამთრის პირველი ყინვის მოახლოება.... :) ძალიან მომეწონა.. ძალიან... მართლა ვიგრძენი ზამთრის პირველი ყინვის მოახლოება.... :)
17. ჯერჯერობით დავურჩი და ეგაა :D არა, მართლა არ ვიცი საიდან მოვიდა :) ჯერჯერობით დავურჩი და ეგაა :D არა, მართლა არ ვიცი საიდან მოვიდა :)
16. ჰაიტ, შე ცუღლუტო!!! :D ახლა საიდან მოვიდაო, არა?! "გოგო ვისი ხარ, ციცანავ, დაურჩი დედაშენსაო..." ჰაიტ, შე ცუღლუტო!!! :D ახლა საიდან მოვიდაო, არა?! "გოგო ვისი ხარ, ციცანავ, დაურჩი დედაშენსაო..."
15. და ეს ხარხარის სმაილი სულაც არ მინდოდა მე და ნეტა საიდან მოვიდა :) და ეს ხარხარის სმაილი სულაც არ მინდოდა მე და ნეტა საიდან მოვიდა :)
14. გმადლობ, კატიე და ოღონდაც პირფერობა არა და რომ არ გავთამამდე მაგას კი საკუთარ თავზე ვიღებ :)) ან რა მაქვს გასათამამაებელი :) გაიხარე და შენც საუკეთესო სურვილები :* გმადლობ, კატიე და ოღონდაც პირფერობა არა და რომ არ გავთამამდე მაგას კი საკუთარ თავზე ვიღებ :)) ან რა მაქვს გასათამამაებელი :) გაიხარე და შენც საუკეთესო სურვილები :*
13. კარგი გოგო ხარო! კარგი კი არა, საუკეთესო!!! შენ შეგიძლია სხვისი ფიქრის სულში გამოტარება და ადამიანებამდე მიტანა... არ გეფერები (არც გეპირფერები)... ქება ვერ გაგათამამებს!!! საუკეთესო სურვილებით... +2 კარგი გოგო ხარო! კარგი კი არა, საუკეთესო!!! შენ შეგიძლია სხვისი ფიქრის სულში გამოტარება და ადამიანებამდე მიტანა... არ გეფერები (არც გეპირფერები)... ქება ვერ გაგათამამებს!!! საუკეთესო სურვილებით... +2
12. დღეს უკვე ვიცი როგორ ვწვიმდე მზიან ამინდში, ;:)
რა კარგია :) :-* დღეს უკვე ვიცი როგორ ვწვიმდე მზიან ამინდში, ;:)
რა კარგია :) :-*
11. ძალიან კარგია. დღეს მოვისმინე და დიდი ემოცია მომცა. კარგი გოგო ხარ.
ძალიან კარგია. დღეს მოვისმინე და დიდი ემოცია მომცა. კარგი გოგო ხარ.
10. რაღაც უცნაური ტკივილი და სევდაა ამ ლექსში. მომეწონა, ავტორო! 5555555 რაღაც უცნაური ტკივილი და სევდაა ამ ლექსში. მომეწონა, ავტორო! 5555555
9. ეს იმ მარიამს ეძღვნება? ძეგვიდან? ძალიან გამათბო. და სხვანაირად დამანახა რაღაცეები. ეს იმ მარიამს ეძღვნება? ძეგვიდან? ძალიან გამათბო. და სხვანაირად დამანახა რაღაცეები.
8. ისინი ყოველთვის მიდიან, მე მუდამ ვრჩები... არადა, კი არ დავიღალე, უბრალოდ მე უკვე გავიზარდე, ვისწავლე როგორ შევაგროვო მუჭში წვიმა, და ახლა ამ მუჭში შეგროვილი წვიმის დალევას ვსწავლობ სულმოუთქმელად.
55555 ... სულმოუთქმელად. ისინი ყოველთვის მიდიან, მე მუდამ ვრჩები... არადა, კი არ დავიღალე, უბრალოდ მე უკვე გავიზარდე, ვისწავლე როგორ შევაგროვო მუჭში წვიმა, და ახლა ამ მუჭში შეგროვილი წვიმის დალევას ვსწავლობ სულმოუთქმელად.
55555 ... სულმოუთქმელად.
7. წარმატებები
წარმატებები
6. ღმერთო, რა კარგი ლექსია!!!! უზომოდ მომეწონა... სევდით და ემოციით ამავსო... ძალიან კარგი ხარ, ავტორო! :)
+7
ლექსი ჩემ დღიურში მიმაქვს :) ღმერთო, რა კარგი ლექსია!!!! უზომოდ მომეწონა... სევდით და ემოციით ამავსო... ძალიან კარგი ხარ, ავტორო! :)
+7
ლექსი ჩემ დღიურში მიმაქვს :)
5. აუ, შემაჟრღოლა, გვანც.
ვისწავლე როგორი არასიტყვაა “მინდა”, როდესაც ვერაფრით ვერ მოიყვან ზამთარში გაზაფხულს...
მარიამს....
აუ, შემაჟრღოლა, გვანც.
ვისწავლე როგორი არასიტყვაა “მინდა”, როდესაც ვერაფრით ვერ მოიყვან ზამთარში გაზაფხულს...
მარიამს....
4. ვისწავლე როგორ შევაგროვო მუჭში წვიმა, და ახლა ამ მუჭში შეგროვილი წვიმის დალევას ვსწავლობ სულმოუთქმელად. :):):) 5! ვისწავლე როგორ შევაგროვო მუჭში წვიმა, და ახლა ამ მუჭში შეგროვილი წვიმის დალევას ვსწავლობ სულმოუთქმელად. :):):) 5!
3. poezia?????????????????????????!
poezia?????????????????????????!
2. მე – სითბონაკლული კი ვზივარ და განვლილ გაკვეთილს ვიხსენებ: როგორ არ უნდა მციოდეს?! როგორ არ უნდა მციოდეს?
rRma da saTuTi:) მე – სითბონაკლული კი ვზივარ და განვლილ გაკვეთილს ვიხსენებ: როგორ არ უნდა მციოდეს?! როგორ არ უნდა მციოდეს?
rRma da saTuTi:)
1. ახლა წავიკითხე იქეთ და..
და ახლა ამ მუჭში შეგროვილი წვიმის დალევას ვსწავლობ სულმოუთქმელად.
გვირიილ..
დამიმოკლდა ხელები.. ახლა წავიკითხე იქეთ და..
და ახლა ამ მუჭში შეგროვილი წვიმის დალევას ვსწავლობ სულმოუთქმელად.
გვირიილ..
დამიმოკლდა ხელები..
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|