ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იროდიჩი
ჟანრი: პოეზია
22 ნოემბერი, 2010


  ჩამოტვირთვა

აკვანი

აკვანი
კვლავ გადაირწა უპატრონოდ ბავშვის აკვანი,..
მომაკვდავ დედამ, ჩვილს ჩასძახა ბოლო ანდერძი:
აღსდექ, ფარნავაზ! აღსდექ დავით! აღსდექი, გმირო!
და დაიბრუნე საქართველო, განაწამები!

დედის ხელები ძირს დაეცა, ბაგე გაცივდა,
გული შეჩერდა, ბავშვში დარჩა სულის ძახილი,
შესდგა აკვანი, არტახები გაგლიჯა ხელით,
გულში ჩაიკრა სისხლიანი დედის მანდილი.

ხელში აიღო ხმალი გმირი სააკაძისა,
მრისხანე თვალი გადაავლო სამშობლოს კიდეს,
მტკიცედ შეჰფიცა შეუცვლელი დედის სულს წმინდას,
რომ წინაპრების ლამპრით ხელში ის გზას გაიკვლევს.

მწამს დაიბადა მეფეთ მეფე საქართველოსი,
ოქროს აკვანში გამოზრდილი ნორჩი სხეული,
აღსდგა სამშობლოს სიყვარულით დაბრძენებული,
სამშობლოს მლოცველ გმირ მეომრად გადარწეული!

კვლავ უკვდავების სავანიდან გადმოდგა დედა,
სიწმინდის თვალი გადაავლო სისხლიან მიწას,
ნაკუწ-ნაკუწად დაფლეთილი სამშობლო ჩვენი,
გმირული ძლევით, მტრის კარიბჭის კარი შეირყა.

გადარჩენილი აკვნის რწევა ისევ განახლდა,
სამშობლოს კარზე უკვდავების ძალა განლაგდა,
აღსდგნენ აკვნიდან მგლის ნაშობნი ერთიან ძალით,
უფლის წყალობით საქართველოს მიწა განათდა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები