ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იროდიჩი
ჟანრი: პოეზია
28 ნოემბერი, 2010


მეფე ფარნავაზს

                მეფე ფარნავაზი
ტყეში აღზარდეს ფარნავაზ მეფე,
მას  შთაუნერგეს ფიქრები ერზე,
ანბანი შექმნა ქართული ენის
და იმარჯვებდა ყოველთვის მტერზე.

სამეფო ტახტის ფუძემდებელი,
დედამ სამიწლის მთებში გახიზნა,
მთათა ქარაფსა გზად იწრთობოდა,
აზონის ფიქრში ძლიერ განდიდა.

კავკასიის მთის გზაწრთვნილზე ზარდეს
ამობრწყინება მხსნელი ერისა,
სამეფო ტახტის დიდი მემკვიდრე,
იქ იღზრდებოდა მცველი ქვეყნისა.

აზონს უყვარდა ტყედ ნადირობა,
არ იშორებდა გვერდით ფარნავაზს,
დედა შიშობდა ქმრის და მაზლის მკვლელს,
რომ დაჰყვებოდა გვერდით არაკაცს.

პირი შეუკრა ფარნავაზს ქუჯიმ,
დიდ მბრძანებელმა მეფემ კოლხეთის,
სამარას ძმის წულს მთებში გამოზრდილს,
დაუძლეველთა წინა მორბედის.

და, ანტიოქემ სირიის მეფემ,
ფარნავაზს თავის „შვილი“ უწოდა,
უძვირფასესი გვირგვინი მეფის,
სიყვარულით და გულით უბოძა.

სომხეთის მეფეს მისცა ბრძანება,
დახმარებოდა ქუჯს და ფარნავაზს,
ძლეულმა მეფემ, ქუჯის თანხლებით,
მტერი აზონი მცხეთას გაჰყარა.


„ბევრი გუგული ჩვენთან დებს კვერცხებს
ჩვენს ბუდეებში ფრთიანდებიან“
როს ფრთებ შესხმულნი გაფრინდებიან,
მტრად ჩვენს სამშობლოს მოადგებიან.

ქუჯი გვერდს უდგას მეფე ფარნავაზს,
შემოიკრიბეს ამერ-იმერი,
ლეკნი, ოვსნი და რჩეულთ მხედარნნი,
აღსდგნენ პირწმინდად გაწმინდეს მტერი.

მცხეთა დატოვა გაიქცა კლარჯეთს,
აღარ აცალა აზონს იქ ყოფნა,
„ქაჯთა ქალაქთან“ ახლოს იომეს,
იქ მოუწია ფარნავაზს ბრძოლა.

კლარჯეთი ისევ ქართლს შეუერთა
და სახემწიფოს იწყო შენება,
საერისთაოდ იწყო დაყოფა,
გააძლიერა ყველგან შეძლება.

არგვეთი - ლიხს და შორაპანს დაჰყო,
კახეთი - არაგვს და ჰერეთს შორის,
ხუნანი - თბილისს გაჩიანამდე,
სამშვიდე - ტაში, აბოცი მოდის.

წუნდა - ჯავახეთ, კოლა, არტანი,
ოძრხე - სამცხე და აჭარა ეყოს,
კლარჯეთი - ზღვამდე არსიანიდან,
ეგრისი - სვანთა და სამეგრელო.

თბილისიდან კი ტაშის კარამდე,
ცალკეა უკვე საერისთაო,
სპასპეტმა ანუ მთავარსარდალმა,
მეფის ვეზირმა უნდა ითაოს.

განავრცო ქართულ ენის დიდება,
შექმნა ქართული მწიგნობრობანი,
აშენა ციხე-სიმაგრეები,
კულტურა შექმნა ხალხთა მოდგმაში.

მეფე ფარნავაზ მისგან აღმართულ,
არმაზის კერპთა ფეხქვეშა სახლობს,
მთელ მსოფლიოში თოთხმეტ ანბანში,
ქართული ენა მისითა ხარობს.

სამოცდა ხუთ წელს მართა ქვეყანა,
ერში დატოვა თავის სახელი,
ვისაც სამშობლო მასავით გიყვართ,
არ მოგკლებოდეთ მისი ნათელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები