 | ავტორი: იროდიჩი ჟანრი: პოეზია 4 დეკემბერი, 2010 |
ნინო კაბადოკიელი წმინდა ნინო სარწმუნოებას ბევრი ემსხვერპლა, წმინდანი ნინო მოდგა ჯვრით ხელში, ჯავახეთს, ურბნისს, ფარავანის ტბასთან, შემდეგ მცხეთისკენ აიღო გეზი.
და, რა იხილა ქალწულმა ნინომ, ზღაპრულ მშვენება ორ მდინარესთან, მეფე-დედოფლის სახეს შეხედა, უკეთეს ხილვას ვერც ინატრებდა.
ხალხს მიუძღვოდა არმაზისაკენ, მთას ბუმბერაზი კერპი მშვენოდა, ერთ ქანდაკებას, ოქროს „გაც“ ერქვა, მარცხნივ ვერცხლს კიდევ „გაიმ“ ეწოდა.
ცა მოიღრუბლა წირვა-ლოცვის დროს, ატყდა ძლიერი ჭექა-ქუხილი, წვიმა და სეტყვა დიოდა ციდან, სტიქიას მოჰყვა ხალხის წუხილი.
ლეწა და მუსრა ძლიერ სტიქიამ, სამივე კერპი არმაზის მთაზე, დამაჯერებლად ხედავდა ხალხი ქრისტეს ნახელავს, ნათელი ადგეს.
ვაზის ნასხლავ რქით გამართა ჯვარი, საკუთარ თმების წანაჭრით შეჰკრა, ხალხში ნერგავდა ქრისტიანობას, ადამიანის გულებში რწმენას.
მან უმკურნალა უშვილო ცოლ-ქმარს, რომელთაც მალე შვილი შესძინათ, ამის მნახველმა უამრავ ხალხმა, ქრისტიანობას სიტყვა შეჰფიცა.
უკურნებელი ერთი ყმაწვილი, ლოცვა-კურთხევის მადლით განკურნა, მეფე მირიანს ქრისტიანობის სურვილი ჰქონდა თურმე მალულად.
წმინდანი ნინოს ქრისტიანობას, დედოფალ ნანა მრისხანედ გმობდა, გავიდა ხანი ჩაწვა ლოგინად, ჯვარსასვენებელ ადგილზე მოხვდა...
ხელი შეახო ნინომ დედოფალს, თავსა, ფეხსა და მხრებზე ჯვარს დასწერს, ნანა წამოდგა იწამა ქრისტე, დიდება უძღვნა, დიდებულ მფარველს.
მირიან მეფეს ნადირობის ჟამს, გზა აებნია, დაბნელდა ირგვლივ, ევედრა არმაზსს, „გაცსა“ და „გაიმს“, მაგრამ ამაოდ, ჩამოწვა ნისლი.
ბოლოს მიმართა ნინოს სარწმუნოს, ღმერთო! მიხსენი ვიწამებ შენს რჯულს, ჯვარსაც ავღმართავ შენს სადიდებლად, სამარადჟამოდ შეგწირავ ჩემს გულს.
გაიხსანა ცა და განათდა ირგვლივ, მეფე ცხენიდან უცებ ჩამოხტა, აღაპყრო ხელნი ღმერთს შეჰღაღადა, გაოცებისგან ესღა აღმოხდა:
„შენა ხარ ღმერთი ყოველთა ზედა, ღმერთთა უფალი, უფალთა ზედა“ მეფემ დაიწყო ტაძრის შენება, „სვეტი-ცხოველი აღაგო მზეთა“.
წმინდანმა ნინომ მონათლა მეფე და დედოფალი ნანა ქართვლისა, ეპისკოპოსმა და მლოცველებმა, მეფის წულები ნათლეს ამ დღითა.
ბოდბის მონასტერს რწმენით შესთხოვენ, განმანათლებელს, მართლმადიდებელს, ვაზის ჯვრით ხელში დგას წმინდა ნინო, საუკუნენი განადიდებენ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. მე მომეწონა! +2 მე მომეწონა! +2
8. ძალიან მომეწონა, ან რა აქვს ამ ლექს არ მოსაწონი. წმინდა ნინოზე ლექსი არ მოგწონთ? ამბავი ცნობილია? ერთი მითხარით,რომელმა ურაკის პოეტმა აღმოაჩინა ახალი ველოსიპეტი? ამ კარგ ლექს ჩემი უმაღლესი შეფასება! ძალიან მომეწონა, ან რა აქვს ამ ლექს არ მოსაწონი. წმინდა ნინოზე ლექსი არ მოგწონთ? ამბავი ცნობილია? ერთი მითხარით,რომელმა ურაკის პოეტმა აღმოაჩინა ახალი ველოსიპეტი? ამ კარგ ლექს ჩემი უმაღლესი შეფასება!
7. +5 მშვენიერი ლექსია ბეჟან არ ხარ მართალი !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! +5 მშვენიერი ლექსია ბეჟან არ ხარ მართალი !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
6. ლექსს ვერ ვხედავ აქ მე ლექსს ვერ ვხედავ აქ მე
4. 2. თემატიკა კარგია. ამბავი ცნობილი. ლექსი არ მომეწონა. რენუარი. 2010-12-04 00:27:47
ალბათ უნდა დავეთანხმო ამ კომენტარს, მაგრამ ასე მშრალად ვერ ვიზამ ამას, რადგან ის ვინც ამაზე ფიქრობს და ცდილობს თავისი აზრი გაგვაცნოს, უკვეა იმის ღირსი, რომ იგრძნოს მკითხველის თანადგომა. თუ რჩევების მოცემას შევეცდებოდი, მაშინ გეტყვოდი უცნობო, რომ შრომა ლექსზედ, ეს უმთავრესი პირობაა იმისა, მკითხველს მოეწონოს ლექსი. თუ იმასაც შეეცდები, რომ გრძელი სიტყვა მოკლედ თქვა, ხომ მთლად კარგი. წარმატებებს გისურვებ. 2. თემატიკა კარგია. ამბავი ცნობილი. ლექსი არ მომეწონა. რენუარი. 2010-12-04 00:27:47
ალბათ უნდა დავეთანხმო ამ კომენტარს, მაგრამ ასე მშრალად ვერ ვიზამ ამას, რადგან ის ვინც ამაზე ფიქრობს და ცდილობს თავისი აზრი გაგვაცნოს, უკვეა იმის ღირსი, რომ იგრძნოს მკითხველის თანადგომა. თუ რჩევების მოცემას შევეცდებოდი, მაშინ გეტყვოდი უცნობო, რომ შრომა ლექსზედ, ეს უმთავრესი პირობაა იმისა, მკითხველს მოეწონოს ლექსი. თუ იმასაც შეეცდები, რომ გრძელი სიტყვა მოკლედ თქვა, ხომ მთლად კარგი. წარმატებებს გისურვებ.
3. კარგია, გფარავდეთ! +5 კარგია, გფარავდეთ! +5
2. თემატიკა კარგია. ამბავი ცნობილი. ლექსი არ მომეწონა. თემატიკა კარგია. ამბავი ცნობილი. ლექსი არ მომეწონა.
1. 555 გფარავდეს წმინდა ნინო. ამ რამდენიმე წლის წინ ბოდბეში ვიყავი ექსკურსიაზე და ჩემი თვალით ვნახე წმინდა ნინოს საფლავი! დიდება ჩვენს პირველ გამქრისტიანებელს! იგი 1 ივნისს შემოვიდა საქართველოში სამცხის გავლით.
პ.ს. რამდენიმე ხნის წინ პირველ არხზე ივანე ჯავახიშვილზე იყო გადაცემა და იქ ითქვა, რომ ივანეს აზრით წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლა ლეგენდა არისო. 555 გფარავდეს წმინდა ნინო. ამ რამდენიმე წლის წინ ბოდბეში ვიყავი ექსკურსიაზე და ჩემი თვალით ვნახე წმინდა ნინოს საფლავი! დიდება ჩვენს პირველ გამქრისტიანებელს! იგი 1 ივნისს შემოვიდა საქართველოში სამცხის გავლით.
პ.ს. რამდენიმე ხნის წინ პირველ არხზე ივანე ჯავახიშვილზე იყო გადაცემა და იქ ითქვა, რომ ივანეს აზრით წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლა ლეგენდა არისო.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|