ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიაუ
ჟანრი: პროზა
6 მარტი, 2011


პირიმზე

გამოფატრული გველის სისხლი ღებავს ბალახებს, გლოვის წვიმაა დაუცხრომელი, შენ კი პირიმზე, პიჩვის ხეზე შხამით შემდგარო, მეწამულ ფერით მზეს რომ ედრები, კახპა ქალს ჰგევხარ, მოღალატეს და დაუნდობელს. -გესმის ტანმოხატული გველის სიმგერა?-ო, როგორ დაფრთხა ბრძენი გველი, ო,როგორ დაფრთხა.-ვისთვის ლოცულობ/ვის ელოდები/-ნუთუ არ მოგწონს ოკროს სირმებით ამოხატული ოქროს გვირგვინი,ანდა ატლასის ლამაზი კაბა?..-სად მისრიალებ? -შემომერკალე ლამაზ გეროზე,მოდი,დაბრუნდი,მშვენიერო,სანამ დრო არის,და ჩემი მკერდის სურნელი იგრძენ.-შენ მეფერები,შხამიანო?მაცდურო თვალთა.-ველის პირიმზე,ველის პირიმზე,ველის პირიმზე,-სისინებს გველი...-ვის ელოდები,ამორძალო?-მზეს ველოდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები