ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტენდი
ჟანრი: პოეზია
26 ნოემბერი, 2010


...

ტრიალ მინდორში ტრიალებს ქარი.
ტიალი ქარი.
ამ ამინდს,ალბათ,საწუთროზე ბაასი შვენის.
მარტოობაა,
არავითარი ბაასის მსგავსი.
როგორც ყოველთვის,
ეს საღამოც
დაიწყო და მთავრდება შენით.
ისევ ვიგონებ იმ გოგოს ლექსს, რითიც მოხვედი:
" შესანიშნავად თამაშობთ ჭადრაკს
ბედოვ-ბატონო"...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები